26/12/2025
2025 წლის 26 დეკემბერს სსიპ ქალაქ თელავის #8 სკოლის პირველკლასებმა(დამრიგებელი :ელისო ღოღაძე) ლამაზი საახლწლო ღონისძიება გვაჩუქეს❤️❤️
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from თელავის N 8 საჯარო სკოლა, School, თამარის ქ. N79, Telavi.
26/12/2025
2025 წლის 26 დეკემბერს სსიპ ქალაქ თელავის #8 სკოლის პირველკლასებმა(დამრიგებელი :ელისო ღოღაძე) ლამაზი საახლწლო ღონისძიება გვაჩუქეს❤️❤️
25/12/2025
2025 წლის 25 დეკემბერი.საიდუმლო სანტა სსიპ ქალაქ თელავის #8 საჯარო სკოლაში❤️❤️
10/12/2025
2025 წლის 10 დეკემბერს თელავის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ჩატარდა მარათონი"არა ძალადობას", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სსიპ ქ.თელავის #8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებმაც წარმოადგინეს პრეზენტაციები ძალადობის თემაზე.
ყველა მონაწილე სკოლას გადაეცა საქართველოს ისტორიის ოთხტომეული საჩუქრად.
08/12/2025
სსიპ ქალაქ თელავის #8 საჯარო სკოლის მე 4ა კლასის მოსწავლემ-მათე მოთიაშვილმა მონაწილეობა მიიღო მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში, რომელშიც 80 ქვეყნის 1500 მოსწავლე მონაწილეობდა.
სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ მათემ საპატიო მე-3 ადგილი დაიკავა.
ვულოცავთ მას ამ მნიშველოვან მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალშიც.❤️❤️
04/12/2025
2025 წლის 4 დეკემბერს სსიპ ქალაქ თელავის #8 საჯარო სკოლის მე-10ა კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის-ქეთევან შიუკაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა კონფერენცია თემაზე" ეპოქას დიდი ადამიანები ქმნიან".
24/11/2025
სსიპ ქალაქ თელავის #8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2025 წლის 21 ნოემბერს სასტუმრო"ჰოლიდეი ინში" მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად, ბავშვთა დღესთან დაკავშირებით, ჩატარებულ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნა ბავშვის უფლებების დაცვის საკითხებსა და ამ პროცესში ბავშვების აქტიური ჩართულობას. მონაწილეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებითა და სამახსოვრო საჩუქრებით.
14/09/2025
ძვირფასო მოსწავლეები, მშობლებო, მასწავლებლებო!
სსიპ ქალაქ თელავის #8საჯარო სკოლის დირექცია გილოცავთ ახალი 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებას!
გისურვებთ მშვიდ, ნაყოფიერ, წარმატებულ წელს, გამარჯვებების მიღწევას თქვენთვის საინტერესო კონკურსებსა თუ პროექტებში, რაც კიდევ უფრო აამაღლებს სკოლის ცნობადობას და იმიჯს!
სასწავლო წლის დაწყებას განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებიც ცნობისმოყვარეობით აღსავსენი შემოდიან "ცოდნის ტაძარში".
იმედს ვიტოვებ, ჩვენ, ყველა ერთად, შევძლებთ იმ დიდი, საერთო, კეთილშობილური მიზნის მიღწევას, რომ აღვზარდოთ სრულფასოვანი, პატრიოტი, მაღალი მენტალობის მქონე განათლებული მომავალი ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ❤️❤️
04/09/2025
სსიპ ქალაქ თელავის #8საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს მე -11 კლასის წარჩინებულ მოსწავლეს-გელა სოლომნიშვილს აშშ- ში, კერძოდ,ნორვიჩის თავისუფალ აკადემიაში სწავლის გაგრძელებას და უსურვებს წარმატებებს სწავლასა და პირად ცხივრებაში.❤️❤️
ყურადღება კოლეგებო!
სკოლის მოსწავლეთა საფეხურის ქულის დათვლა შეიცვალა. ახალ მექანიზმსა და მის გავლენას კლასების მიხედვით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა დღეს, 21 მაისს აქვეყნებს.
აღნიშნული სიახლე კი, როგორც განათლების სამინისტროს სსიპ განმარტავს, საკანონმდებლო ცვლილებამ განაპირობა.
საფეხურებში შემავალი კლასების ცვლილება
ცვლილება შედის საფეხურის შემავალ კლასებში. 2024-2025 სასწავლო წლიდან, მე-10 კლასი უნდა გახდეს საბაზო საფეხური და განახლებული ლოგიკით უნდა მოხდეს საფეხურის ქულის დათვლა.
სასწავლო პროცესის დასრულება – ინსტრუქცია, რა ვალდებულებები რა ვადებში უნდა შეასრულონ სკოლებმა
რომელ კლასებზე გავრცელდება ცვლილება მიმდინარე სასწავლო წელს
2024-2025 სასწავლო წელს ცვლილებები არ ეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც უკვე სწავლობენ მე-10, მე-11 ან მე-12 კლასებში, ან ექსტერნატის ფორმით ასრულებენ მე-9 კლასს.
ჩატარებული ცვლილება ეხება საფეხურში შემავალ კლასებს. კერძოდ:
– დაწყებითი საფეხური მოიცავს 1-6 კლასებს;
– საბაზო საფეხური მოიცავს 7-10 კლასებს;
– საშუალო საფეხური მოიცავს 11-12 კლასებს.
გასათვალისწინებელი საკითხები:
– მოსწავლეებმა , რომლებმაც უკვე დაასრულეს საბაზო საფეხური, ცვლილებები არ გავრცელდება;
– მოსწავლეები, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წლის განმავლობაში გადავლენ მე-9 კლასში ან იმყოფებიან მასზე ქვედა კლასში, შეფასდებიან ახალი მექანიზმის საფუძველზე;
– იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს უკვე დასრულებული აქვს რომელიმე საფეხური, მას აღნიშნული ცვლილებები არ შეეხება;
– თუ მოსწავლემ სტატუსი აღიდგინა მე-10 კლასში და ამავდროულად უკვე აქვს დასრულებული საბაზო საფეხური (ანუ დახურული აქვს მე-7, მე-8 და მე-9 კლასები), მაშინ მე-10 კლასი მიეკუთვნება საშუალო საფეხურს და შეფასება განხორციელდება ძველი მეთოდით;
– იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს უკვე დასრულებული აქვს მე-9 კლასი და აქვს მიღებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი მოწმობა საბაზო საფეხურის დასრულების შესახებ, იგი არ ექვემდებარება ახალი სქემით გათვალისწინებულ წესებს. შესაბამისად, ცვლილებები მასზე არ ვრცელდება;
– იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ექსტერნის წესით უწევთ მე-9 კლასის დაძლევა, აღნიშნული ცვლილება არ ვრცელდება და ისინი მიიღებენ საბაზო საფეხურის ატესტატს.
საფეხურის ქულის დათვლის ლოგიკა
შეგახსენებთ საფეხურის საშუალო ქულის დათვლის ლოგიკას, რაც განსაზღვრულია ეროვნული სასწავლო გეგმის მე-7 მუხლის მე-16 პუნქტით: საფეხურის ქულა – გამოითვლება საგნების საფეხურის ქულების საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე, რომელიც მრგვალდება მეათედის სიზუსტით.
ასევე იხილეთ:
11/06/2025
"ჭადრის პროექტი"
კონფერენცია. მასწავლებელი-ნანა ზუროშვილი და მე-10 კლასის მოსწავლეები: ლექსო გრემელაშვილი და მარიამ ნადირაძე🤍🤍🤍🤍