Child rights knowledge centre TESAU

Child rights knowledge centre TESAU Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Child rights knowledge centre TESAU, Education, Kartuli Universiteti Str. 1, Telavi.

02/05/2024
უნივერსიტეტების ბავშვის უფლებების ცენტრების ქსელის შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშე...
29/04/2024

უნივერსიტეტების ბავშვის უფლებების ცენტრების ქსელის შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით.

სამუშაო შეხვედრაზე თესაუს ბავშვის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ბ-ნ დავით მახაშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა გაეროს ბავშ...
06/04/2023

სამუშაო შეხვედრაზე თესაუს ბავშვის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ბ-ნ დავით მახაშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლს საქართველოში ბ-ნ ღასან ხალილს, მის მიერ ცენტრების ჩამოყალიბებაში შეტანილი მეტად მნიშვნელოვანი წვლილისათვის, წარმატებული თანამშრომლობისა და ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებული პროექტების ხელშეწყობისთვის. დაიგეგმა ცენტრის სამომავლო ხედვა და მიმართულებები.

თესაუს ბავშვის უფლებათა ცენტრში მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრა “ბავშვის უფლებათა ცენტრის მდგრადობა, სამუშაო გეგმა და სტრა...
06/04/2023

თესაუს ბავშვის უფლებათა ცენტრში მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრა “ბავშვის უფლებათა ცენტრის მდგრადობა, სამუშაო გეგმა და სტრატეგიები” სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელის საქართველოში ბ-ნ ღასან ხალილის მონაწილეობით.

დღეს, 6 აპრილს, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ბ-ნ ღასან ხალილის საქმიანი ვიზიტით იმყოფება თესაუს გან...
06/04/2023

დღეს, 6 აპრილს, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ბ-ნ ღასან ხალილის საქმიანი ვიზიტით იმყოფება თესაუს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტში დაფუძნებულ ბავშვის უფლებათა ცენტრში.

დიდ მადლობას ვუხდით გაეროს ბავშვთა ფონდს პროექტში "უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგ...
21/03/2023

დიდ მადლობას ვუხდით გაეროს ბავშვთა ფონდს პროექტში "უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდასაჭერად" ცოდნის გაზიარების, აქტიური თანამშრომლობისა და ხელშეწყობისთვის. პროექტის ფარგლებში მოხდა 8 სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტების დაახლოება და თანამშრომლობა; თესაუს 8 აკადემიური პერსონალის გადამზადება; კახეთის 4 მუნიციპალიტეტში 15 პარტნიორი სკოლიდან 42 პედაგოგის ჩართვა-გადამზადება; სკოლამდელი ინკლუზიური განათლების მიმართულებით 67 აღმზრდელ-პედაგოგის გადამზადება. გვსურს დიდი მადლიერება გამოვხატოთ პროექტში ჩართული ყველა ინსტიტუციის და პირის მიმართ.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელშეწყობით ბავშვთა უფლებათა ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტის „უნივერსიტეტის შესაძლე...
15/03/2023

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელშეწყობით ბავშვთა უფლებათა ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტის „უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდასაჭერად“ ფარგლებში 2023 წლის იანვარ-თებერვალში თესაუს ტრენერებმა განახორციელეს ჯამში 20 სუპერვიზია/ქოუჩინგი შემდეგ საკითხებზე: სკოლის მოსწავლის რემედიაცია კონკრეტული საკითხის ირგვლივ და დაწევის კურიკულუმის განხორციელების მცდელობა, უნივერსალური დიზაინის პრინციპების გაცნობა კოლეგა-მასწავლებლებისათვის, წიგნიერების უნარების გაუმჯობესების მიზნით კომპლექსური დავალების განხორციელება, ენობრივი განათლების დონის ამაღლება წიგნური მეტყველების დონეზე (წიგნიერება - პირველი დონე), პოზიტიური მშობლობის გაცნობა მშობლებისთვის ინკლუზიური სწავლება - სსსმ მოსწავლესთან მუშაობა ტექსტის გაგებაზე, წიგნიერების მიმართულებით კომპლექსური დავალების ადაპტირება სპეც. პედაგოგებთან ერთად

2023 წლის 9 მარტს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის „ბავშ...
15/03/2023

2023 წლის 9 მარტს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის „ბავშვის უფლებათა შემსწავლელი ცენტრის“ ბაზაზე კომუნიკაციების კომისიამ მოაწყო შეხვედრა თელავის საჯარო სკოლების პედაგოგებთან. კომუნიკაციების კომისია, გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო
თანამშრომლობით, „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტს ახორციელებს, რომელიც მიზნად საქართველოს ყველა რეგიონიდან, ჯამში 500 მასწავლებლის გადამზადებას ისახავს.
მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტი 2023 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებში მედიაწიგნიერების საჭიროებებზე კვლევა ჩატარდა. კვლევის მიხედვით, მასწავლებლებისთვის სასემინარო მოდული და შესაბამისი სახელმძღვანელო შეიქმნა. პროექტი მე-10 კლასელებისთვის არჩევითი საგნის დამატებას ემსახურება, რომელსაც მოსწავლეები გადამზადებული მასწავლებლების ხელმძღვანელობით, 1 სემესტრის განმავლობაში გაივლიან და მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ ისწავლიან.
კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტი მოზარდებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მედიაწიგნიერების განვითარებაზე მეექვსე წელია ზრუნავს.

24 თებერვალს ერასმუს+ CISI პროექტის ფარგლებში ბავშვის უფლებათა ცენტრში ჩატარდა ტრენინგი “დასწავლის უნარის დარღვევები. მა...
26/02/2023

24 თებერვალს ერასმუს+ CISI პროექტის ფარგლებში ბავშვის უფლებათა ცენტრში ჩატარდა ტრენინგი “დასწავლის უნარის დარღვევები. მათი მახასიათებლები/ საპრევენციო ღონისძიებები” უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისათვის. ტრენინგი მიჰყავდა პროფ. ნინო ნახუცრიშვილს.

23 თებერვალს ერასმუს+ CISI პროექტის ფარგლებში ბავშვის უფლებათა ცენტრში ჩატარდა ტრენინგი “ინტელექტუალური უნარის დარღვევებ...
24/02/2023

23 თებერვალს ერასმუს+ CISI პროექტის ფარგლებში ბავშვის უფლებათა ცენტრში ჩატარდა ტრენინგი “ინტელექტუალური უნარის დარღვევები. მათი მახასიათებლები/ საპრევენციო ღონისძიებები” უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისათვის. ტრენინგი მიჰყავდა პროფ. ნინო მოდებაძეს.

09/02/2023

თესაუს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ მომზადებული მონოგრაფია აღმზრდელ-პედაგოგთა რეფლექსიაზე ხელმისაწვდომია ონლაინ ამ ბმულზე. მონოგრაფიაში წარმოადგენილია აღმზრდელ-პედაგოგთა საკმაოდ საინტერესო გამოცდილება, კვლევები და რეკომენდაციები:

Address

Kartuli Universiteti Str. 1
Telavi
2200

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Child rights knowledge centre TESAU posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Child rights knowledge centre TESAU:

Shortcuts

Share

Category