03/03/2026
🤔 რატომ არის ფრანგული ენის ნულიდან (A1) დამოუკიდებლად სწავლა რთული და ნაკლებად ეფექტური პროცესი? 📉🚫
გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას მათ, ვინც ფიქრობთ, რომ ფრანგული ენის სათანადოდ სწავლა მარტივი პროცესია და ენის შესწავლას უდგება შემდეგი პრინციპით 🚫 №1: „ ჩავალ იქ და ადგილზე,ქვეყანაში და ავლაპარაკდები!“, მასწავლებლის ან სათანადოდ გაწვრთნილი ადამიანის ჩარევის გარეშე.
მაშ, რატომ ხდება ფრანგული ენის დამოუკიდებლად შესწავლა ნაკლებად ეფექტური პროცესი? არსებობს რამდენიმე ძირითადი მიზეზი:
№1. ენის ფონეტიკა და გამოთქმა: ფრანგულ ენას აქვს სპეციფიკური ფონეტიკა (მაგალითად, ცხვირისმიერი ბგერები და ა.შ.), რომელთა სწორად აღქმა და რეპროდუცირება რეპეტიტორის გარეშე შეუძლებელია!
№2. არასწორი ჩვევის ჩამოყალიბება: ფრანგული ენის დამოუკიდებლად შესწავლისას,ხშირად ყალიბდება არასწორი აქცენტი, რომლის გამოსწორებაც სამომავლოდ გაცილებით რთული და შრომატევადი საქმეა.
№3. გრამატიკული „ლაბირინთი“: ფრანგული გრამატიკა სავსეა წესებით, გამონაკლისებით და არტიკლებისა და ზმნების უღლების თავისებურებებით,რომელთა შესწავლაც რეპეტიტორის გარეშე თითქმის შეუძლებელია.
№4. პასიური ცოდნა: მოსწავლემ შესაძლოა „გაიზეპიროს“ სიტყვები, მაგრამ ვერ შეძლებს მათ გამოყენებას რეალურ დიალოგში.
№5.დამოუკიდებლად 0-დან სწავლის დაწყება (ან არასწორად ნასწავლის გამოსწორება) დიდ ენერგიას და თვითდისციპლინას მოითხოვს- ამიტომაც, ბევრი მოსწავლე პირველივე სირთულისას თავს ანებებს ფრანგული ენის დამოუკიდებლად სწავლას.
🎯 ✈️ 🇫🇷რეკომენდაცია: სწორად შერჩეული რეპეტიტორი ზოგავს თქვენს ენერგიას,დროს და ნერვებს-ის გეხმარებათ საკუთარ თავში ინვესტირებაში!