23/12/2025
„ძველი ქართული ტრადიციები“ - ამ სახელწოდებით გაიმართა ღონისძიება 207-ე სკოლაში, რომლის ფარგლებშიც მე-5 ა კლასის მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული საახალწლო ტრადიციები წარმოადგინეს. ღონისძიების ორგანიზატორი მადონა ლომთათიძე გახლდათ.
მონაწილეებმა დამთვალიერებლებს რეგიონების დამახასიათებელი რიტუალები, ჩაცმულობა, ხალხური სიმღერები და ჩვეულებები, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ქართული კულტურის მრავალფეროვნებასა და მნიშვნელობას.
📷 Tekla Baidoshvili