19/04/2026
🧩 როგორ გავაუმჯობესოთ ბავშვის მოტორიკა?
მოტორიკა არის ბავშვის მოძრაობითი უნარები, რომელიც იყოფა ორ ნაწილად:
🔹 მსხვილი მოტორიკა 👉
სირბილი, ხტუნვა, კიბეზე ასვლა, ბურთის დაჭერა
🔹 წვრილი მოტორიკა 👉 ფანქრის დაჭერა, ღილების შეკვრა, კუბიკების აწყობა, მაკრატლის გამოყენება
მოტორიკის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის გავლენას ახდენს ბავშვის დამოუკიდებლობაზე, მეტყველებაზე, ყურადღებაზე და სწავლის პროცესზე.
როგორ დავეხმაროთ ბავშვს?
✔️ ითამაშოს პლასტელინით
✔️ ააწყოს კუბიკები და ფაზლები
✔️ დახატოს, გააფერადოს და გამოჭრას ფურცლები
✔️ ითამაშოს ქვიშით, ბრინჯით ან სხვა სენსორული მასალებით
✔️ ითამაშოს ბურთით
✔️ ირბინოს, იხტუნაოს და იაროს სხვადასხვა ზედაპირზე
✔️ ჩააცვათ და გაახდევინოთ ტანსაცმელი დამოუკიდებლად
✔️ მისცეთ პატარა საყოფაცხოვრებო დავალებები 👉მაგალითად, სათამაშოების ალაგება ან ნივთების გადატანა
გახსოვდეთ, ყველა ბავშვს თავისი განვითარების ტემპი აქვს, თუმცა თუ შეამჩნევთ, რომ ბავშვს უჭირს მოძრაობა, წონასწორობის დაცვა, ხელის გამოყენება ან ასაკისთვის შესაბამისი უნარების შესრულება, სასურველია სპეციალისტთან კონსულტაცია.
თამაში ბავშვისთვის მხოლოდ გართობა არ არის, ეს მისი განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია 💗
დამატებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით 👇
📞+995591208863
#ბავშვი #მოტორიკა #მოტორიკისგანვითარება #ბავშვისგანვითარება