Shadowed History

Shadowed History

Share

ვაცოცხლებთ ისტორიას!
ომები და იმპერიები, არმიები და მეომრები,
მეფეები, ლეგენდები და უძველესი მითოლოგიები.

დონაციისათვის: https://www.kisa.ge/donate/91la3tapic

20/07/2026

ახალ ეპიზოდზე ვმუშაობთ და მაინტერესებს შენ რომელ ბანაკში ხარ?
1️⃣ ორიგინალი: 800-წლოვანი პოეტური ენა, რუსთაველის ავთენტური სტროფები და აფორისტული სიღრმე!
2️⃣ სიუჟეტური: თანამედროვე, დინამიური ენა და აქცენტი მძაფრ სიუჟეტზე/დრამაზე!

👇 დაწერე კომენტარებში 1 თუ 2?

გადაუგზავნე მეგობარს, ვისაც რუსთველის გენია უყვარს, ან კითხვა ეზარება 🤭 🚀

19/07/2026

კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი და მისტიკური კოდი, რომელიც 2500 წლის წინ, ბაბილონის დაცემის ღამეს, კედელზე უხილავმა ხელმა ცეცხლით დაწერა... 📜🔥
„მანე, მანე, თეკელ, უფარსინ”- ეს არ არის უბრალო წყევლა. ეს არის სამყაროს უზენაესი სასამართლოს განაჩენი, რომელიც დღესაც ზუსტად ისევე მუშაობს, როგორც ძველ სამყაროში.
უყურე ვიდეოს ბოლომდე და გაიგე, რას ნიშნავს ეს სიტყვები რეალურად.
👇 დაწერე კომენტარებში: გჯერა თუ არა გარდაუვალი კარმის და მიაწერე შენი აზრი!

14/07/2026

„მთელი ირანი მე მემორჩილება, მე კი მას ვემორჩილები…“ - გადმოცემით, ასე ახასიათებდა შაჰ-აბას I ტყვედ წაყვანილ ქართველს, რომელიც სეფიანთა ირანის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად იქცა.

ბავშვობაში იგი საქართველოდან გაიტაცეს, გაამაჰმადიანეს და ყულად აქციეს. მიუხედავად ამისა, მონობიდან იმპერიის უმაღლეს სამხედრო თანამდებობამდე ავიდა - გახდა ყულების ჯარის სარდალი, სპარსეთის მთავარსარდალი და ფარსის ბეგლარბეგი.

მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა შაჰ-აბასის სამხედრო რეფორმებში. მის სახელს უკავშირდება რეგულარული არტილერიის ჩამოყალიბება, ოსმალეთის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვებები და ბაჰრეინიდან პორტუგალიელთა განდევნა.

თუმცა მისი კვალი მხოლოდ ბრძოლის ველზე არ დარჩენილა. იგი აშენებდა ბაზრებს, ქარვასლებსა და სასწავლებლებს. მისი ხელმძღვანელობით ისპაჰანში აიგო თითქმის 300-მეტრიანი, ოცდაცამეტთაღიანი ხიდი, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგაც ქალაქის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ რჩება.

მისმა საგვარეულომ ირანში უდიდესი ძალაუფლება მოიპოვა, თუმცა მოგვიანებით სწორედ ამ გავლენის შიშით შაჰის კარმა მისი შთამომავლები გაანადგურა.

თუ იცი ამ ქართველი სარდლის სახელი - დაწერე კომენტარებში.

12/07/2026

VIII საუკუნეში თბილისი არაბთა სახალიფოს მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. ქალაქს ამირა მართავდა, ქრისტიანები მძიმე გადასახადებს იხდიდნენ, ხოლო ისლამზე მოქცევა ხშირი ზეწოლის საგანი იყო. სწორედ ამ ეპოქაში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ქართველიც არ იყო, მაგრამ ქართული ეკლესიის ერთ-ერთ უდიდეს წმინდანად იქცა.

აბო 756 წელს ბაღდადში დაიბადა. იგი სანელებლების ოსტატი იყო. მოგვიანებით ქართლის ერისმთავარ ნერსესთან ერთად თბილისში ჩამოვიდა, სადაც სრულიად შეიცვალა მისი ცხოვრება.

აბო აღაფრთოვანა ქართველთა რწმენამ და ცხოვრების წესმა. მან შეისწავლა ქართული ენა, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა სამღვდელოებას, მათთან ერთად ლოცულობდა და მარხულობდა. როდესაც ნერსე არაბთა დევნას გაერიდა და ხაზარეთში გადავიდა, აბოც თან გაჰყვა. სწორედ იქ მიიღო მან ქრისტიანობა.

შემდგომ აბო ერისმთავართან ერთად აფხაზეთშიც იმყოფებოდა, სადაც სიხარულით ხედავდა ქვეყანას, რომელშიც მთელი ხალხი ქრისტიანულ სარწმუნოებას აღიარებდა. პოლიტიკური ვითარების შეცვლის შემდეგ ისინი კვლავ ქართლში დაბრუნდნენ.

თბილისში აბო სამი წლის განმავლობაში ღიად ქადაგებდა ქრისტიანობას. ამან არაბთა ყურადღება მიიქცია. მისმა ძველმა თანამემამულეებმა დაასმინეს, დააპატიმრეს, თუმცა სტეფანოზ ერისთავის შუამდგომლობით მალევე გაათავისუფლეს.

როდესაც თბილისში ახალი ამირა დაინიშნა, ქრისტიანებმა აბო გააფრთხილეს, რომ მის შეპყრობას აპირებდნენ და ურჩიეს დამალულიყო. მან კი უპასუხა:

„მე არა ხოლო ტანჯუად განმზადებულ ვარ ქრისტესთვის, არამედ სიკუდიდცა.“

მალე აბო კვლავ შეიპყრეს. სასამართლოზე მოსთხოვეს, ქრისტიანობაზე ეთქვა უარი და ისლამს დაბრუნებოდა. მან უარი განაცხადა.

განრისხებული მსაჯულის ბრძანებით აბოს ხელ-ფეხზე ბორკილები დაადეს, საპყრობილეში ჩააგდეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს. მისი ცხედარი დაწვეს, ხოლო დარჩენილი ძვლები ცხვრის ტყავში გამოკერეს და მტკვარში გადააგდეს.

მაგრამ მათ მხოლოდ მისი სხეულის განადგურება შეძლეს.

ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ აბო წმინდანად შერაცხა. იგი დღემდე თბილისის ერთ-ერთ მფარველ წმინდანად ითვლება, ხოლო მისი ცხოვრებისა და მოწამეობის ისტორია VIII საუკუნეში იოანე საბანისძემ უკვდავყო თხზულებაში „აბო თბილელის წამება“.

რწმენა, რომელმაც სიკვდილი დაამარცხა - სწორედ ამიტომ ახსოვს ისტორიას მისი სახელი: წმინდა აბო ტფილელი.

10/07/2026

საქართველოს ისტორიის ყველაზე იდუმალი შვილი… ბატონიშვილი, რომელიც მეფობისთვის დაიბადა, მაგრამ არასოდეს ღირსებია გვირგვინი. პერსონაჟი, რომლის ჩრდილქვეშიდან გამოყვანას თქვენთან ერთად ვეცდებით. თუ შენც გაინტერესებს მისი ამბავი, ერთად გავაცოცხლოთ ეს მეტად შავ-ბნელით მოცული მონაკვეთი ჩვენი ისტორიიდან. დაგვიწერე კომენტარებში რა იცი მასზე 👇🏻

06/07/2026

ნამდვილი ოდისეა VS ჰოლივუდის ოდისეა

ჰოლივუდმა კიდევ ერთხელ აირჩია სანახაობა ისტორიული სიზუსტის ნაცვლად.

მარცხნივ ხედავთ ოდისევსის ისტორიულ რეკონსტრუქციას - ისეთ მეომარს, როგორსაც ბრინჯაოს ხანის საბერძნეთში უნდა ეცხოვრა: მძიმე ბრინჯაოს მუზარადით, აბჯრითა და იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი საბრძოლო აღჭურვილობით.

მარჯვნივ კი ჰოლივუდის ვერსიაა - უფრო თანამედროვე გემოვნებაზე მორგებული გმირი, რომელსაც ისტორიულ რეალობასთან საერთო ძალიან ცოტა აქვს და რაღაც ჰიბრიდს წარმოადგებს ადამიანი-ტრანსფორმერისა, ადამიანი-მანქანისა, მაგალითად, ბეტმენისა და ბუგატი ვეირონის შერწყმისა…

არაფერს ვამბობ ფილმის სხვა პერსონაჟებზე - ტრანსგენდერ აქილევსსა და აფროამერიკელ ელენაზე… (ამაზე სხვა დროს)

რა თქმა უნდა, კინოს შემოქმედებითი თავისუფლება აქვს, მაგრამ როდესაც ფილმი საკუთარ თავს ისტორიულ ეპოსად წარმოაჩენს, მაყურებელი ელოდება, რომ პერსონაჟები, აბჯარი, იარაღი და მთლიანად ეპოქა მაქსიმალურად ავთენტურად იქნება გადმოცემული.

პირადად მე, კრისტოფერ ნოლანის უდიდესი თაყვანისმცემელი ვიყავი და დღემდე მისი თითქმის ყველა ფილმი შედევრად მიმაჩნია. ჯერ კიდევ ვიტოვებ იმედს, რომ ნახვის შემდეგ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩები და დღევანდელი ყველა სიტყვა უკან წავიღო. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, მაინც მიჭირს იმის დაჯერება, რომ თანამედროვე ჰოლივუდის, მათ შორის საოსკარო კრიტერიუმებზე მორგებული პროექტი, ჩემზე ისეთივე შთაბეჭდილებას მოახდენს, როგორიც ნოლანის წინა ფილმებმა მოახდინა.

თქვენ რას ფიქრობთ - ისტორიული სიზუსტე უფრო მნიშვნელოვანია, თუ რეჟისორის თავისუფალი ინტერპრეტაცია?

P.s. პოსტი ჩასწორებულია კეთილისმსურველის შენიშვნის საფუძველზე.

05/07/2026

დიდი მოურავის ისტორიის ფინალური და ყველაზე დრამატული ნაწილი. როგორ აქცია ქართულმა შინაომმა და თავადების ინტრიგებმა გაერთიანების იდეა ტრაგედიად? ბაზალეთის ძმათამკვლელი ომიდან - სირიის უდაბნომდე.
ამ ეპიზოდში გაიგებთ:
⚔️ ბაზალეთის ბრძოლა: რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სააკაძე და მეფე თეიმურაზი?
🇹🇷 მოურავის ოსმალეთში გადახვეწა და სულთნის კარზე წარმატებები.
🩸 მუხანათური მკვლელობა ალეპოში: მოურავის უკანასკნელი სიტყვები, რომელმაც ქალაქის კედლები შეაზანზარა.

📌 უყურე სერიალის დასასრულს და გაიგე სიმართლე საქართველოს ისტორიის ყველაზე წინააღმდეგობრივი გმირის შესახებ!
👉 გამოიწერეთ გვერდი, მოიწონეთ ვიდეო და გააზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში - იყო თუ არა გიორგი სააკაძე სამშობლოსგან გაწირული გმირი?

04/07/2026

გთავაზობთ ლეგენდარული ხომალდების შვიდეულის ესთეტიკას. 🎨

ნისლიდან ამომავალი დრაკარები, იმპერიების ზღვებს დამორჩილებული გალეონები, ხმელთაშუა ზღვის ტრირემები, ბიზანტიური დრომონები, აღმოსავლეთის იდუმალი ჯანკები და არაბული დაუები - ხომალდები, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრეს ვაჭრობა, ომი, აღმოჩენები და ცივილიზაციების ბედი.

ეს ვიდეო ისტორიის მოყოლას არ ცდილობს - ის ისტორიის ატმოსფეროს გაცოცხლებას ცდილობს. თითოეული კადრი შექმნილია ისე, როგორც მხატვრის ტილო: ნისლი, ჩრდილები, წყლის ანარეკლები, ქარისგან დახეული იალქნები და ზღვების უსასრულო ჰორიზონტი.

შვიდი გემი. შვიდი ეპოქა. შვიდი განსხვავებული სული.

რომელი მათგანი მოგეწონათ ყველაზე მეტად? ⚓🌊

03/07/2026

VIII საუკუნის შუა წლებში, დაახლოებით 735-737 წლებში, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე განსაცდელი დაატყდა თავს. არაბთა სახალიფოს სახელით კავკასიაში შემოიჭრა ცნობილი მხედართმთავარი მურვან იბნ მუჰამედი, რომელსაც ქართველები მურვან ყრუს სახელით იცნობენ. მისი ლაშქრობა იმდენად სასტიკი იყო, რომ საუკუნეების განმავლობაში შიშითა და ტრაგედიით ახსენებდნენ.

არაბთა მრავალრიცხოვანი ჯარი დასავლეთ საქართველოსკენ დაიძრა და არგვეთსაც მიადგა. გადმოცემის მიხედვით, ადგილობრივებმა ფერსათის მთასთან და წყალწითელას მიდამოებში მტერს მძიმე წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა ძალები არათანაბარი აღმოჩნდა. მურვანის ლაშქარმა არგვეთი გაანადგურა, სოფლები გადაწვა და მოსახლეობა დაარბია.

ამ მძიმე დღეებში ტყვედ ჩავარდნენ ორი ქართველი მთავარი, რომლებიც მტრის წინაშე არც მუქარამ გატეხა და არც წამებამ. მურვანმა მათ ქრისტიანული რწმენის უარყოფა მოსთხოვა, სანაცვლოდ კი სიცოცხლეს ჰპირდებოდა. პასუხი იყო კატეგორიული უარი.

დატყვევებულები სასტიკად აწამეს, შემდეგ კი ცოცხლები ჩაყარეს მდინარე რიონში. სწორედ ეს ორი მთავარი იყვნენ დავით და კონსტანტინე მხეიძეები, რომელთა სიმტკიცემ და თავდადებამ ისინი ქართული ეკლესიის ისტორიაში წმინდანებად აქცია.

გადმოცემის მიხედვით, ქართველებმა მათი ცხედრები მდინარიდან ამოასვენეს და მღვიმეში დაკრძალეს. მოგვიანებით ამ ადგილს „მოწამეთა“ ეწოდა, ხოლო საუკუნეების შემდეგ აქ ტაძარი აიგო, რომელიც დღესაც მათი სახელისა და თავგანწირვის სიმბოლოდ დგას.

მურვან ყრუმ არგვეთი გაანადგურა, მაგრამ ვერ შეძლო გაეტეხა ორი ადამიანის რწმენა. სწორედ ამიტომ, თითქმის 1300 წლის შემდეგაც, დავით და კონსტანტინე მხეიძეები ქართველთა მეხსიერებაში არა როგორც დამარცხებულები, არამედ როგორც გამარჯვებულები დარჩნენ.

02/07/2026

ვისი სიტყვებია არა და ვინ არის ფოტოზე ? 🤭

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Website

Address

Tbilisi