02/09/2022
No pain no gain❤️
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=131540692946871&id=100082728222701
Weightlifter
Personal coach joint team & with training individual or groups
02/09/2022
No pain no gain❤️
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=131540692946871&id=100082728222701
27/08/2022
24/08/2022
Caught 👏
We said we would share - so here it is! Luke with 200kg 😳 at 89kg bw. 💪
15/06/2022
ჩემი კარიერის გამგრძელებელი ჩემპიონი #8 ძმა, გილოცავ❤️ წინ დიდი დიდი წარმატებები, გამარჯვებები გელოდება, ვიცი ძალიან გიყვარს შენი არჩეული სპორტი, მინდა ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგე და შეუპოვრად იბრძოლო შენი მიზნებისთვის, ღვთისგან დალოცვილი ყოფილიყავი ❤️ მიყვარხარ და დიდ წარმატებებს გისურვებ ❤️
16/04/2022
ცხოვრებაში მიაღწიო პატარა წარმატებას და ხალხი ეგრევე იწყებს საუბარს, აი ის დაეხმარა, არა აი ის რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია დროის აღქმის შეგრძნება იგრძნო და რეალურად წარმატების უკან რამდენი წვალება, შრომაა ჩადებული იმ კონკრეტული მომენტისთვის, როდესაც ძალიან გჭირდება გარკვეული ეტაპისთვის თუნდაც საუკეთესო პიესა შექმნა. ყველაფერი გადადო, დრო დაუთმო საკუთარ სურვილებს, წინააღმდეგობა გაუწიო ყოველგვარ დაბრკოლებას, ხანაც უნდა დათმო, ხანაც კი მოცემული სიტუაციის სწორად რეალიზებაა საჭირო. რატომ ეს სპორტი? ძალიან ბევრ ჟურნალისტისთან, საზოგადოებასთან მომიწია ამ თემაზე საუბარი, მარა აღქმა უჭირთ, რატომ უნდა იყოს ქალი ამ სპორტის მიმდევარი, ან ისეთი სპორტის, სადაც მხოლოდ მამაკაცები უნდა იყვნენ. არა, ეგ მასე არაა, ნებისმიერ ადამიანს აქვს არჩევნის უფლება. განა ქალს არ შეუძლია ბევრი ისეთი სტერეოტიპის მატარებელი იყოს, თუნდაც, მამაკაცს წინააღმდეგობა გაუწიოს ნებისმიერ საკითხში ან კიდევ ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე პირებს. ქალის არჩევანი ბევრად უფრო პასუხისმგებლიანი საქმეა, მეტად დამოუკიდებლად მოვქმედებთ, ჩვენით გვინდა მივაღწიოთ იმას, რასაც ჩავეჭიდებით ბოლომდე. ყოველთვის იმის იმედით ვარ განმსჭვალული ახალ ახალი და საუკეთესო ავითვისო. წლების განმავლობაში სპორტს მივუძღვენი თავი, და ასეც გაგრძელდება მომავალში, ბევრი დაბრკოლება გადამხდენია და კიდევაც დავძლევ მაგ ყველაფერს, მე ამაყი ვარ დღესდღეობით, იმით, რომ მოტივაცია მაქვს შევქმნა ახალი, ვიმუშაო მეტად ჩემს თავზე, განვავითარო ჩემი ძალები. რაც მაძლიერებს ჩემი მიზანია, მიზანი რომელიც სპორტს მძიმე ათლეტიკას ეხება და ასევე მომავალს. მე ისევ დღესდღეობით სპორტში ვარ, ისევ ვაგრძელებ ჩემს საქმეს.
პოლონეთში წავედი იმის გამო, ხალხს დავეხმარო, მოხალისედ ვმუშაობ და დევნილებს ვეხმარები დაბინავებაში. მე ბედნიერი ვარ ხალხის გვერდში დგომისთვის, ბედნიერი ვარ იმით რაც მაქვს, მადლობა უფალს ❤️
12/04/2022
Time will tell
2015 -2018
12/04/2022
მოგეხსენებათ განკითხვის საკითხი რჩება, ის ფაქტორი რომ წარმატებულ სპორტსმენს ჯერ "ბრაკავენ", შემდგომ "ზღუდავენ", შემდგომაც დიდების ევროპის მერე, სადაც მე-3 ადგილი ფედერაციისთვის არაფერია... თვითონ კი იღებენ იმ პრემიის თანხის მეორედს. ფაქტობრივად ფედერაციისათვის არაფერს წარმოადგენს, ადამიანის შესაძლებლობის განვითარებას. წლები წვალობ შედეგზე გახვიდე, დაწყებული პირველი ევროპის ჩემპიონატიდან, რომელიც 2015წელს გაიმართა აპრილის თვეში, შემდგომ მიყვა 23 წლიანების ევროპა, მსოფლიო ჩემპიონატი, საქართველოს ტურნირები, კახი კახიაშვილის ტურნირები, მსოფლიო თასი, ბელგიის ვიცე ჩემპიონობა, ლუსქემბურგის ჩემპიონობა, სხვა საქალაქთაშორისო ტურნირებში ასპარეზობა წარმატებით, სადაც სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლები გაკვირდებიან, 2018 წლის ევროპის ჩემპიონატი ყველაზე წარმატებული გამოდგა, მქონდა მიღებული უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება, წინასწარი შედეგებით B Group-ში ავღმოჩნდი, ფედერაცია ჩემგან შედეგებს არ მოელოდა, მარა მე მოველოდი... ნამდვილად შედეგიანი წელი იყო. (ერთხელაც ნაკრების მწვრთნელი მეუბნება რომ დაღლა რატომ არ იცი? - საქმე მიყვარს რომელსაც ჩაჭიდებული ვარ და დაღლა კი არა და სიამოვნების შეგრძნებაა იმას რასაც ვაკეთებ... მე ვარჯიშებზე დავიღალო? არასდროს არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა, პირიქით სულ დამატებით ვვარჯიშობდი, ტექნიკა იქნებოდა თუ რა, რაც ფსიქოლოგიური მოტივაციის დიდ შემართებას მაძლევდა).
ჩემთვის ერთგვარი challenge გამოდგა ამ სპორტში მოღვაწეობა, გამოცდილებას ვუზიარებ ბავშვებს, მოზარდებს, თანატოლებსაც, მოტივაციას ვუქმნი...
ამ სპორტში ყველაზე დიდი ხანი 5-7წელში აღწევენ წარმატებას როგორც ტრენერები ამბობენ, მარა ჩემი შემთხვევა და ჩემი შემართებით უმოკლეს პერიოდში შედეგი რომ დავაფიქსირე, მათთვის ნამდვილად რთულად აღსაქმელი იყო. მიუხედავად დიდი ტრანვებისა, სადღაც მთლიანად 2წელი გამიცდა ვარჯიშები, მაინც ვარჯიშობდი ისე რომ აქტიური თუ პასიური ვარჯიში ყოფილიყო ტრანვებისა ფონზე.
როგორი აღსაქმელია სპორტსმენის პროგრესი, როდესაც მას არ აქვს ფედერაციიდან ხელშეწყობა, არ აქვს დაფასება, ყოველთვის ერთი სიტყვით რაც მჭირდებოდა იმაში არ მეხმარებოდნენ, როდესაც თვითონ გაგანია შეკრებაზე ჰყავდათ ხალხი წაყვანილი, ყველა სპორტსმენი სათანადოდ უნდა ფასდებოდნენ, არ შეიძლება გამოყოფა!!.
მქონდა 400ლარი მოხსნეს, რა უნდა ელაპარაკო ამათ, რომ ვიკითხე რატომ არის მოხსნილი სტიპენდიის სია არ არის მუდმივმოქმედი, ის იცვლება ყოველი წლის დასაწყისში და დამოკიდებულია სპორტსმენის მიერ მოპოვებულ შედეგებზე (ბოლო წლებში), აღმასკომის მიერ წელს სიის განხილვისას შევიდა ცვლილებები... კითხვა ასეთია ფედერაციიდან რატომ არ გამოიყოფოდა ის ხელფასები რაც თვითონ ფედერაციიდან უნდა ყოფილიყო და არა ოლიმპიური კომიტეტიდან. სამწუხაროდ სპორტსმენის შესაძლებლობის ფასი არ იციან!!!
წელმა ისე ჩაიარა რომ მაინც არ გამიმაზია წლის ბოლო დღე ❤️❤️❤️, ასე გავაცილე კორონიანი 2021წელი, 😃🧨🎆
31/12/2021
Never gonna stop
31/12/2021
ეს წელი არც ისე შედეგიანი იყო, მაგრამ 2022წელს იქნება, ახალი შედეგები, ახალი მოლოდინები, წინასწარ არაფერს არ დაავანონსებ.
ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, სიკეთის და მეტი საქმის კეთების წელი ყოფილიყოს, ყველას გისურვებთ წარმატებებს, ასევე საუკეთესო წელს, საუკეთესო სურვილებით 😘❤️ 🎄🧨
Happy new year 2022 everybody 🎁🎇🎆🧨🎋🎄 wishing you and blessing new year, all the best.🎄🎑
22/12/2021
Me and my gun 💪