05/05/2017
გაიცანით სტუდენტური კლუბი Festina Lente-ს ახალი წევრი Tamar Godoladze მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი ფსიქოლოგიის მიმართულებით, მეორე კურსის სტუდენტი.
ხშირად მეკითხებიან, რატომ ავირჩიე ეს პროფესია, პასუხი მარტივია, ბავშვობიდან მაინტერესებს ადამიანი არა როგორც არსება, არამედ მოვლენა. ფანჯრიდან ქუჩაში გამვლელების ყურება მომწონდა, მათ ქცევებზე დაკვირვება, როცა თვლიდნენ რომ „არავინ“ უყურებდათ. სულ მინდოდა გამეგო ადამიანები რას და რატომ ფიქრობდნენ.
აქტიურობით არასდროს გამოვირჩეოდი, ჩემი ინტროვერტული ხასიათის გამო, თუმცა სკოლაში კარგად ვსწავლობდი და შესაბამისად, არაერთ კონკურსსა და ოლიმპიადაში მიმიღია მონაწილეობა. ზოგში გავიმარჯვე ზოგში ვერა, თუმცა ის ნამდვილად ვისწავლე როგორ მოვისმინო „არა“ და ამ პასუხით თუ მის გარეშე გავაგრძელო იმის კეთება რასაც ვაკეთებდი მანამდე. არაერთ პროექტთაგან ყველაზე კარგად გაეროს მოდელირებული სამიტი მახსენდება, სადაც ინდოეთს წარვადგენდი ნაციონალური ტანსაცმლით, სარით, შემოსილი. ასევე ვიყავი ინიციატორი იდეისა, რომლის ფარგლებშიც სკოლის წინ, დიდი ბრძოლის შედეგად, სიჩქარის შემანელებელი და ვიდეო თვალი დავაყენეთ, რამაც შეამცირა ავტო საგზაო შემთხვევათა რიცხვი.
გულწრფელად რომ გითხრათ, ამ კლუბში გაწევრიანება არ გადამიწყვეტია იმის გამო რომ აქტიური სტუდენტის სტატუსი მომერგო, არც იმიტომ რომ ახალი კონტაქტები შემეძინა (თუმცა ეს თავისთავად ხდება), არამედ იმიტომ რომ ზუსტად ვიცი როგორ სიამოვნებას მივიღებ გამოცდილ, საიტერესო ადამიანებთან მუშაობით და რამდენს ვისწავლი მათგან. იყო რაღაც დიდის ნაწილი ამაღელვებელია.
ბოლო დროს იმდენი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში თანაც ისეთი ადამიანზე გავლენას აუცილებლად რომ მოახდენს, შესაბამისად, ერთ რამეს მივხვდი ადამიანის ცხოვრება მომენტებისგან შედგება, ამიტომ სწორედ მომენტით უნდა ვიცხოვროთ, ბუნებრივია, რთულია, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არა, ცხოვრება არცთუ ისე ბევრ შანსს გვაძლევს, ამიტომ არ უნდა გავუშვათ არსებული ხელიდან. მე ვფიქრობ რომ Festina Lente ჩემი მორიგი შანსია რაღაც ახლის კეთების.
-უკვე მეც #ფესტინალენტელი ვარ!