GAIM - Georgian Academy of Internal Medicine

GAIM - Georgian Academy of Internal Medicine Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from GAIM - Georgian Academy of Internal Medicine, Tbilisi.

GAIM — პროფესიული და აკადემიური ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს შინაგანი მედიცინისა და მისი ქვეგანხრების რეზიდენტების მხარდაჭერას მტკიცებულებაზე დაფუძნებული განათლების გაძლიერებით, რეზიდენტების ტრენინგის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებით.

01/10/2026

📌 30 სექტემბერს გაიმართა GSPEN-ის- საქართველოს პარენტერული, ენტერული კვებისა და მეტაბოლიზმის საზოგადოების შეხვედრა, სადაც ორგანიზაციამ წარმოადგინა თავისი სამომავლო გეგმები, მუშაობის მიმართულებები და პროფესიული ხედვა.

🍽️🩺 კლინიკური ნუტრიცია თანამედროვე მედიცინის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი სწორი ინტეგრაცია პაციენტის მართვაში პირდაპირ უკავშირდება მკურნალობის ხარისხსა და შედეგებს.

🤝 GAIM-ისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი წევრების დაკავშირება საქართველოში მოქმედ პროფესიულ საზოგადოებებთან, ცოდნის გაზიარება და ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნა.

📣 ქვემოთ გიზიარებთ GSPEN-ის ინფორმაციას და მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც აინტერესებს კლინიკური ნუტრიცია, ჰოსპიტალური მედიცინა და მულტიდისციპლინური პაციენტის მართვა, გაეცნონ მათ საქმიანობას.

🌻 ძლიერი პროფესიული საზოგადოებები უკეთესი მედიცინისთვის!

https://www.facebook.com/share/r/1C2nAfYxED/

🔈🔈 შაბათს, 3 ოქტომბერს, 21:00 საათზე  ჩვენი პაციენტი იქნება 39 წლის ქალბატონი გულმკერდის არეში მოჭერის შეგრძნებით, ქოშინ...
30/09/2026

🔈🔈 შაბათს, 3 ოქტომბერს, 21:00 საათზე ჩვენი პაციენტი იქნება 39 წლის ქალბატონი გულმკერდის არეში მოჭერის შეგრძნებით, ქოშინით, გონების დაბინდვისა და თავბრუსხვევის ეპიზოდებით.

💭 🤔 დააფიქსირეთ კომენტარების გრაფაში რა იქნება თქვენი დიფერენციალური დიაგნოზები.

თუ გსურთ განხილვაში მონაწილეობა, შემოგვიერთდით. რეგისტრაციის ბმული კომენტარებში! 👇

#დიაგნოზი #დიფერენციალურიდიაგნოზი #შინაგანიმედიცინა #რეზიდენტი #უმცროსიექიმი #

🌻 📢 გიწვევთ GAIM-ის 23-ე დღის მოხსენებაზე, შაბათს, 3 ოქტომბერს  21:00-ზე (თბილისის დროით)🩺 ჩვენი პაციენტი არის 39 წლის ქ...
26/09/2026

🌻 📢 გიწვევთ GAIM-ის 23-ე დღის მოხსენებაზე, შაბათს, 3 ოქტომბერს 21:00-ზე (თბილისის დროით)

🩺 ჩვენი პაციენტი არის 39 წლის ქალბატონი გულმკერდის არეში მოჭერის შეგრძნებით, ქოშინი, გონების დაბინდვისა და თავბრუსხვევის ეპიზოდებით.

🥼მომხსენებელი: გიორგი ახვლედიანი, MD, შინაგანი მედიცინის რეზიდენტი, პენსილვანია, (ა.შ.შ.)

‼️ დარეგისტრირდი, გახდი GAIM-ის წევრი და მიიღე მონაწილეობა განხილვაში.
🧑‍⚕️👩‍⚕️ წევრობა უფასოა!
წევრებს გექნებათ წვდომა ჩანაწერებსა და სხვა აკადემიურ მასალაზე 💻📄
👇 სარეგისტრაციო ფორმა კომენტარებში
‼️გაფრთხილება:
GAIM-ის მიერ წარდგენილი ყველა კლინიკური შემთხვევა წარმოადგენს მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის განკუთვნილ მასალას. შემთხვევები არის ანონიმიზირებული და/ან მოდიფიცირებული, რათა დაცული იყოს პაციენტის კონფიდენციალურობა. პაციენტის რეალური იდენტიფიკატორები ან დეტალები არ გამოიყენება.
ნებისმიერი მსგავსება რეალურ პირთან არის შემთხვევითი.
#დიფერენციალურიდიაგნოზი
#უმცროსიექიმი
#შინაგანიმედიცინა
#რეზიდენტი
#დიაგნოზი
#უწყვეტიგანათლება
#ექიმები

22-ე მოხსენების შეჯამება: 🥼მომხსენებელი: ნანული გვაზავა, MD, ჰემატოლოგ-ონკოლოგი კანზასის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრ...
21/09/2026

22-ე მოხსენების შეჯამება:

🥼მომხსენებელი: ნანული გვაზავა, MD, ჰემატოლოგ-ონკოლოგი კანზასის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრში.

👤პაციენტი: 19 წლის ქალბატონი მუცლის შებერილობით

🩸საბოლოო დიაგნოზი: დაბალდიფერენცირებული კარცინომა ნეიროენდოკრინული დიფერენციაციით, ღვიძლში დიფუზური მეტასტაზებით, თანმხლები ასციტით.

მოხსენების დიდაქტიკულ ნაწილში დეტალურად განვიხილეთ ასციტის სადიაგნოსტიკო მიდგომა , ასციტური სითხის დიფერენციალური ანალიზი და მენეჯმენტი.

🎓 აკადემიურ მასალისა და მოხსენების ჩანაწერის სურვილის შემთხვევაში, გახდით ჩვენი გუნდის GAIM-ის წევრი.
გაწევრიანება უფასოა!

რეგისტრაციის ლინკი იხილეთ კომენტარებში 👇🏻

შემოგვიერთდით!

🔈🔈 შაბათს, 19 სექტემბერს, 21:00 საათზე  ჩვენი პაციენტი იქნება 19 წლის ქალბატონი მუცლის შებერილობით.  💭 🤔 დააფიქსირეთ კომ...
16/09/2026

🔈🔈 შაბათს, 19 სექტემბერს, 21:00 საათზე ჩვენი პაციენტი იქნება 19 წლის ქალბატონი მუცლის შებერილობით.

💭 🤔 დააფიქსირეთ კომენტარების გრაფაში რა იქნება თქვენი დიფერენციალური დიაგნოზები.

თუ გსურთ განხილვაში მონაწილეობა, შემოგვიერთდით. რეგისტრაციის ბმული კომენტარებში! 👇

#დიაგნოზი #დიფერენციალურიდიაგნოზი #შინაგანიმედიცინა #რეზიდენტი #უმცროსიექიმი #

🫁 ელექსაკაფტორი–ტეზაკაფტორი–ივაკაფტორი ცისტური ფიბროზის ერთი Phe508del ალელის მქონე პაციენტებში🧬 ცისტური ფიბროზის მქონე ...
14/09/2026

🫁 ელექსაკაფტორი–ტეზაკაფტორი–ივაკაფტორი ცისტური ფიბროზის ერთი Phe508del ალელის მქონე პაციენტებში

🧬 ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ერთი Phe508del ალელი, სამმაგი თერაპია ელექსაკაფტორი–ტეზაკაფტორი–ივაკაფტორის კომბინაციით მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფილტვის ფუნქციას, ცხოვრების ხარისხს და ამცირებს ფილტვისმიერი გამწვავებების რისკს პლაცებოსთან შედარებით.

🔬 მანამდე არსებული CFTR გენმოდულატორები ეფექტური იყო მხოლოდ Phe508del მქონე ჰომოზიგოტებსა და სხვა იშვიათი მუტაციების მქონე პაციენტებში. ელექსაკაფტორი–ტეზაკაფტორი–ივაკაფტორის კომბინაცია კი ეფექტური აღმოჩნდა ერთი Phe508del ალელისა და მეორე მინიმალური ფუნქციის მუტაციის (F/MF) მქონე კომპაუნდ ჰეტეროზიგოტებშიც.

🇬🇪 2026 წლის აგვისტოში საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მედიკამენტ Trikafta (ელექსაკაფტორი–ტეზაკაფტორი–ივაკაფტორი) შესყიდვა დაანონსა, რაც საქართველოში ცისტური ფიბროზის მართვის თანამედროვე სტანდარტის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

📌 კლინიკური კონტექსტი

კვლევამ აჩვენა, რომ სამმაგი თერაპია ელექსაკაფტორი–ტეზაკაფტორი–ივაკაფტორის კომბინაციით არის ეფექტური და უსაფრთხო გენმოდულატორული თერაპია ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ერთი Phe508del ალელი და მეორე მინიმალური ფუნქციის მუტაცია.

💊 მოცემული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, 2019 წელს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) გადაწყვეტილებით სამმაგი თერაპია დამტკიცდა ≥12 ასაკის F/MF გენოტიპის მქონე პაციენტებისთვის. შემდგომში ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგების საფუძველზე კი მედიკამენტის გამოყენება ორი წლის ასაკიდან გახდა შესაძლებელი.

📌 საბოლოო დასკვნა

ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ერთი Phe508del ალელი და მეორე მინიმალური ფუნქციის მუტაცია, სამმაგი თერაპია ელექსაკაფტორი–ტეზაკაფტორი–ივაკაფტორის კომბინაციით მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფილტვის ფუნქციას, ამცირებს ფილტვისმიერი გამწვავების შემთხვევებს, ზრდის ცხოვრების ხარისხს და ხასიათდება მისაღები უსაფრთხოების პროფილით. 🫁🧬📚

🌻 📢 გიწვევთ GAIM-ის 22-ე დღის მოხსენებაზე, შაბათს, 19 სექტემბერს,  21:00-ზე (თბილისის დროით)🩺 ჩვენი პაციენტი არის 19 წლი...
14/09/2026

🌻 📢 გიწვევთ GAIM-ის 22-ე დღის მოხსენებაზე, შაბათს, 19 სექტემბერს, 21:00-ზე (თბილისის დროით)

🩺 ჩვენი პაციენტი არის 19 წლის ქალბატონი მუცლის შებერილობით

🥼მომხსენებელი: ნანული გვაზავა, MD, ჰემატოლოგ-ონკოლოგი კანზასის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრში.

‼️ დარეგისტრირდი, გახდი GAIM-ის წევრი და მიიღე მონაწილეობა განხილვაში.
🧑‍⚕️👩‍⚕️ წევრობა უფასოა!
წევრებს გექნებათ წვდომა ჩანაწერებსა და სხვა აკადემიურ მასალაზე 💻📄
👇 სარეგისტრაციო ფორმა კომენტარებში
‼️გაფრთხილება:
GAIM-ის მიერ წარდგენილი ყველა კლინიკური შემთხვევა წარმოადგენს მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის განკუთვნილ მასალას. შემთხვევები არის ანონიმიზირებული და/ან მოდიფიცირებული, რათა დაცული იყოს პაციენტის კონფიდენციალურობა. პაციენტის რეალური იდენტიფიკატორები ან დეტალები არ გამოიყენება.
ნებისმიერი მსგავსება რეალურ პირთან არის შემთხვევითი.
#დიფერენციალურიდიაგნოზი
#უმცროსიექიმი
#შინაგანიმედიცინა
#რეზიდენტი
#დიაგნოზი
#უწყვეტიგანათლება
#ექიმები

🌻 ლეიკემიის დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას. 🩸🩸 ლეიკემია ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების კლონური ავთვის...
08/09/2026

🌻 ლეიკემიის დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას. 🩸

🩸 ლეიკემია ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების კლონური ავთვისებიანი დაავადებაა. იგი კლასიფიცირდება უჯრედული ხაზის (მიელოიდური vs ლიმფოიდური) და მიმდინარეობის ტემპის (მწვავე vs ქრონიკული) მიხედვით.

🔬 საწყისი დიაგნოსტიკა მოიცავს სისხლის საერთო ანალიზს და პერიფერიული სისხლის ნაცხს, და ძვლის ტვინის შეფასებას მორფოლოგიით, ნაკადური ციტომეტრიით, ციტოგენეტიკითა და მოლეკულური კვლევებით.

🩺 კლინიკა
სიმპტომებია დაღლილობა, ცხელება, წონის კლება, სისხლჩაქცევები, სისხლდენა და ინფექციები, რომლებიც ძვლის ტვინის უკმარისობასა და ორგანოების ინფილტრაციას ასახავს.

🔎 განმასხვავებელი ნიშნები
• 🧬 AML: ლეიკოსტაზი, ღრძილების ჰიპერპლაზია და DIC, განსაკუთრებით APL-ის დროს.
• 🧠 ALL: ექსტრამედულური დაავადება — ცნს, სათესლე ჯირკვლები; T-ALL-ის დროს — მედიასტინური წარმონაქმნი.
• 🩸 CML: გამოხატული ლეიკოციტოზი და სპლენომეგალია, თრომბოციტოზთან ერთად.
• 🔬 CLL: ხშირად შემთხვევითი აღმოჩენაა ლიმფოციტოზის სახით.

🚨 გადაუდებელი მდგომარეობა
⚠️ მწვავე პრომიელოციტური ლეიკემია (APL) გადაუდებელი მდგომარეობაა. ATRA უნდა დაიწყოს ეჭვისთანავე, ლაბორატორიული დადასტურების მოლოდინის გარეშე.

🔬 საბოლოო დიაგნოზი და კლასიფიკაცია (ჯანმო/ICC) ეყრდნობა ძვლის ტვინის კვლევას:
• მორფოლოგიასა და ბლასტების შეფასებას;
• ნაკადური ციტომეტრიით იმუნოფენოტიპირებას;
• ციტოგენეტიკას (კარიოტიპი), FISH-ს;
• მოლეკულურ კვლევასა და NGS-ს — რისკის სტრატიფიკაციისა და MRD-ის შეფასებისთვის.

💊 მკურნალობა ქვეტიპ- და ბიომარკერ-დამოკიდებულია: მერყეობს დაკვირვებიდან (ადრეული CLL) უწყვეტ ტიროზინკინაზას ინჰიბიციამდე (CML) და ინტენსიურ თერაპიამდე, სამიზნე პრეპარატებისა და იმუნოთერაპიის გამოყენებით; შერჩეულ შემთხვევებში განიხილება ალოგენური ტრანსპლანტაცია.

🩺 ნეიტროპენიული ცხელება მოითხოვს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების დაუყოვნებლივ დაწყებას. სიმსივნის ლიზისის სინდრომი საჭიროებს პროფილაქტიკასა და მონიტორინგს. B ჰეპატიტზე სკრინინგი მნიშვნელოვანია B-უჯრედზე მიმართული თერაპიის დაწყებამდე.

🌻 სრული ინფორმაციის სანახავად გახდი GAIM-ის წევრი

21-ე მოხსენების შეჯამება: 🥼მომხსენებელი: ცისია ბაწაშვილი, MD, შინაგანი მედიცინის რეზიდენტი, ბოსტონი, (ა.შ.შ).👤პაციენტი: ...
06/09/2026

21-ე მოხსენების შეჯამება:

🥼მომხსენებელი: ცისია ბაწაშვილი, MD, შინაგანი მედიცინის რეზიდენტი, ბოსტონი, (ა.შ.შ).
👤პაციენტი: 71 წლის მამაკაცი სახის სწრაფად პროგრესირებადი შეშუპებით.
💊 💉 საბოლოო დიაგნოზი: რბილი ქსოვილის მანეკროზირებელი ინფექციით გამოწვეული სეფსისი.

ინტერაქციული მოხსენებისას განვიხილეთ ფართო დიფერენციალური დიაგნოზი.
დიდაქტიკურ ნაწილში დეტალურად იყო წარმოდგენილი სეფსისის წარმატებული მართვის სპეციფიკურობა და სტანდარტიზებული მიდგომის კლინიკურ პრაქტიკაში გადატანა.

🎓 აკადემიურ მასალასა და შეხვედრის ჩანაწერის სურვილის შემთხვევაში, გახდით ჩვენი გუნდის GAIM-ის წევრი.
გაწევრიანება უფასოა!

🔈🔈 შაბათს ჩვენი პაციენტი იქნება 71 წლის მამაკაცი სახის სწრაფად პროგრესირებადი შეშუპებით. 💭 🤔 დააფიქსირეთ კომენტარების გრ...
02/09/2026

🔈🔈 შაბათს ჩვენი პაციენტი იქნება 71 წლის მამაკაცი სახის სწრაფად პროგრესირებადი შეშუპებით.

💭 🤔 დააფიქსირეთ კომენტარების გრაფაში რა იქნება თქვენი დიფერენციალური დიაგნოზები.

თუ გსურთ განხილვაში მონაწილეობა, შემოგვიერთდით. რეგისტრაციის ბმული კომენტარებში! 👇

#დიაგნოზი #დიფერენციალურიდიაგნოზი #შინაგანიმედიცინა #რეზიდენტი #უმცროსიექიმი #შეშუპება

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when GAIM - Georgian Academy of Internal Medicine posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to GAIM - Georgian Academy of Internal Medicine:

Shortcuts

Share