პირველი პრაქტიკული კურსი “სტომატოლოგიური კლინიკის მენეჯმენტი”
პირველი მოდული
15 აპრილი - სტრატეგია და მართვა
სპიკერი - Tamuna Gegia
#კლინიკისმენეჯმენტი #კლინიკისმართვა #სტრატეგია #კურსი
Tgrow • Medical Business Consulting
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Tgrow • Medical Business Consulting, Education Website, 44, Aghmashenebeli avenue, Tbilisi.
🏥 კლინიკის მართვის ერთიანი ეკოსისტემა 🇬🇪
📈თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესის ზრდაში
Where leaders grow 💫
Clinic Management Ecosystem 🇬🇪
Your reliable partner for business growth 💫 პირველი საკონსულტაციო კომპანია საქართველოში, რომელიც 100%-ით ფოკუსირებულია კლინიკების მართვაზე.
ეფექტურობა, სტანდარტები, ზრდა.
კლინიკების მართვის ახალი სტანდარტი საქართველოში
18/04/2026
წლების განმავლობაში არსებობდა მიდგომა „იყავი საუკეთესო კლინიცისტი, იმუშავე ხარისხიანად და პაციენტები თავისით მოვლენ.“
დღეს უკვე პაციენტი არ ირჩევს მხოლოდ საუკეთესო ექიმს. ის ირჩევს მას, ვინც ჩანს, ვისი ენაც ესმის და ვისაც ენდობა.
შესაძლოა თქვენ იდეალურად მკურნალობთ, ეთიკურად მუშაობთ, შედეგიც შესანიშნავი გაქვთ,
მაგრამ თუ პაციენტი ვერ გხედავთ, თქვენზე არ ესმის და ვერ გენდობათ, თქვენი პროფესიონალიზმი მისთვის, სამწუხაროდ, უბრალოდ არ არსებობს.
პაციენტისთვის გადაწყვეტილების მიღებაში სამი ფაქტორი მონაწილეობს:
- ექიმის კლინიკური უნარები
- ექიმის ხილვადობა (ონლაინ)
- ნდობა ექიმის მიმართ
და ხშირად, ეს ბოლო ყველაზე გადამწყვეტია.
პირადი ბრენდი ეს არის ნდობის სისტემური მშენებლობა. ის ექიმები, რომლებიც ამას იაზრებენ, ქმნიან მოთხოვნას საკუთარ თავზე. სხვა სიტყვებით, ისინი კი არ ეძებენ პაციენტებს, პაციენტები პოულობენ მათ.
გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება,
რომელია თქვენთვის ყველაზე რთულად დასაძლევი დღევანდელ რეალობაში:
- ხილვადობის მოპოვება
- ნდობის შენება
- კონტენტისთვის დროის გამონახვა?
11/04/2026
საკონსულტაციო კომპანია TGROW გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! 💫
09/04/2026
სტომატოლოგიურ კლინიკებში ქაოსი ხშირად შეუმჩნევლად იწყება: არათანმიმდევრული პროცესებით, გაუგებარი როლებითა და ინტუიციური, ხშირად გაუაზრებელი გადაწყვეტილებებით.
შედეგი კი ყოველთვის იდენტურია: გადაღლილი ხელმძღვანელი, დემოტივირებული გუნდი, დაკარგული პაციენტები და შეჩერებული ზრდა.
ჩვენი კურსის სტრატეგიული მართვის მოდული შექმნილია მათთვის, ვისაც სურს, ეს ქაოსი მკაფიო, მართვად და პროგნოზირებად სისტემად გარდაქმნას.
რას განვიხილავთ მოდულზე?
* სტრატეგიული ხედვა და პოზიციონირება: როგორ განავითაროთ უნიკალური სტრატეგიული ხედვა და პოზიციონირება, რათა თქვენი კლინიკა გახდეს გამორჩეული და კონკურენტუნარიანი ბაზარზე.
* ოპერაციული სისტემების აწყობა: როგორ გადააქციოთ ყოველდღიური ოპერაციული ქაოსი სტაბილურ, გამეორებად და ეფექტურ პროცესებად.
* სტანდარტიზაცია და პროტოკოლები: კლინიკური და ადმინისტრაციული სტანდარტები და პროტოკოლები, რომლებიც უზრუნველყოფენ მომსახურების მაღალ ხარისხს და გუნდის თანმიმდევრულ მუშაობას.
* სამოქმედო გეგმის დიზაინი: კონკრეტული, გაზომვადი და მიღწევადი სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ შედეგებად გარდაქმნის და უზრუნველყოფს კლინიკის მდგრად განვითარებას.
მოდულის სპიკერი: თამარ გეგია
Tgrow Consulting-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მენეჯმენტის პროფესიონალი, რომელიც ორგანიზაციულ ტრანსფორმაციას და სისტემურ განვითარებას უკვე 20 წელზე მეტია ქმნის.
ბოლო 8 წლის განმავლობაში თამუნა აქტიურად მუშაობს სტომატოლოგიური კლინიკების მიმართულებით, ეხმარება კლინიკებს არა მხოლოდ სწორი საფუძვლის შექმნაში, არამედ ზრდაშიც.
მისი მიდგომა აერთიანებს სტრატეგიას, ადამიანებსა და სისტემებს და ეყრდნობა რეალურ პრაქტიკას, რაც დაგეხმარებათ თქვენი კლინიკა მოწესრიგებულ, წარმატებულ და მზარდ ბიზნესად აქციოთ 💫
03/04/2026
კლინიკის შემოსავალი იზრდება, მაგრამ მოგებას ვერ ხედავთ? მსგავსი შემთხვევები იმაზე ხშირია კლინიკებში, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
ჩვენი კურსის ფინანსური მოდული დაგეხმარებათ, ციფრები არა მხოლოდ წაიკითხოთ, არამედ მათზე დაყრდნობით მიიღოთ გადაწყვეტილებები.
რას განვიხილავთ მოდულზე?
* მოგება-ზარალის, Cash Flow-ს და ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების კითხვა და ანალიზი;
* ფასების სტრატეგია: როგორ ვადგენთ ფასს, რომ იყოს მომგებიანი და არა “ბაზრის ანალოგიური”;
* ინვესტიციების და მასშტაბირების ლოგიკა (როდის ღირს აღჭურვილობის შეძენა, ახალი ფილიალის გახსნა);
* ROI (Return on Investment) ანალიზი;
* მენეჯერული აღრიცხვის და საგადასახადო აღრიცხვის განსხვავება;
* მარაგების კონტროლი;
* ხარჯების კონტროლი;
* ბუღალტერთან და აუდიტორთან ეფექტური მუშაობა.
მოდულის სპიკერი: ნესტან ბაზერაშვილი.
ფინანსური ანალიტიკოსი. 16 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილების მქონე სპეციალისტი ბუღალტრული აღრიცხვის, საგადასახადო აუდიტისა და ფინანსური ანალიზის მიმართულებით.
მუშაობის გამოცდილება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში, მათ შორის, სტომატოლოგიური კლინიკები.
31/03/2026
სტომატოლოგიურ საქმიანობაში სამართლებრივი რისკები ყოველდღიურობის ნაწილია და ხშირად იჩენს თავს მაშინ, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელით.
ჩვენი კურსის იურიდიული მოდული დაგეხმარებათ, წინასწარ ამოიცნოთ გავრცელებული საფრთხეები და დანერგოთ პრევენციული მექანიზმები, პრობლემის დადგომამდე.
რას განვიხილავთ მოდულზე?
* სტომატოლოგიური კლინიკების სამართლებრივი ფორმა და მათი თავისებურებანი;
* პაციენტის ინფორმირებული თანხმობა - მისი არსი და მნიშვნელობა;
* კონტრაქტების მნიშვნელობა და მათი სპეციფიკა;
* შრომის ინსპექცია - საზედამხედველო ორგანო, ინსპექტირებისთვის მზად ყოფნა;
* იურისტის როლი სტომატოლოგიური კლინიკების ყოველდღიურობაში.
მოდულის სპიკერი: ლანა პაიჭაძე
Loialte Legal-ის ხელმძღვანელი პროფესიონალი, რომელსაც იურიდიულ სფეროში საქმიანობის 15-წლიანი, ხოლო მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება აქვს.
მისი გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა სექტორს, მათ შორის: საფინანსო ინსტიტუტები, მომსახურების სფერო, სამედიცინო დაწესებულებები, სამშენებლო კომპანიები და რითეილ ინდუსტრია.
მრავალწლიანი გამოცდილების ტრენერი და მენტორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატი, სამართლის მაგისტრი და კავკასიის უნივერსიტეტის დოქტორანტი 💫
29/03/2026
მხოლოდ მაღალი ხარისხის სტომატოლოგიური მომსახურება საკმარისი არ არის. აუცილებელია, პოტენციურმა პაციენტმა თქვენს შესახებ სწორი გზით შეიტყოს და გენდოთ.
ჩვენი კურსის მარკეტინგის მოდული დაგეხმარებათ, აღიქვათ მარკეტინგი არა როგორც ხარჯი, არამედ როგორც თქვენი ბიზნესის ზრდის მთავარი ინსტრუმენტი.
რას განვიხილავთ მოდულზე?
* როგორ დასვათ ზუსტი ბიზნეს ამოცანები და გარდასახოთ ისინი რეალურ მარკეტინგულ შედეგებად;
* როგორ შექმნათ ღირებულებითი შეთავაზება (Value Proposition), რომელიც თქვენს კლინიკას კონკურენტებისგან გამოარჩევს;
* რომელი არხები მუშაობს საუკეთესოდ სტომატოლოგიაში და როგორ მივწვდეთ მიზნობრივ აუდიტორიას;
* პაციენტის გზის მართვა - პირველი „კლიკიდან“ კლინიკის სავარძლის დაკავებამდე და ლოიალურ მომხმარებლად ქცევამდე;
* როგორ დაამყაროთ სწორი კომუნიკაცია მარკეტინგულ გუნდთან ან სააგენტოსთან მაქსიმალური უკუგების მისაღებად.
მოდულის სპიკერი: ნიკა კემულარია
Pixel Provocateur, ციფრული მარკეტინგის ექსპერტი და სააგენტოების Doubleu-სა და Starlight-ის დამფუძნებელი.
ათწლეულზე მეტია, ნიკა 25-ზე მეტი ქვეყნის ბიზნესს ეხმარება მაღალი ღირებულების მომხმარებლების მოზიდვასა და მათ გრძელვადიან კლიენტებად გარდაქმნაში.
ის არის ციფრული ანტერპრენერი, რომელიც ქმნის მარტივ და დახვეწილ გადაწყვეტებს ტექნოლოგიებსა და ადამიანებს შორის ჰარმონიის დასამყარებლად 💫
23/03/2026
პირველი პრაქტიკულ კურსი - „სტომატოლოგიური კლინიკის მენეჯმენტი“.
ეს პროგრამა შექმნილია მათთვის, ვისაც სურს კლინიკის მართვის პროცესი სტრატეგიულ, მაღალპროფესიულ დონეზე აიყვანოს.
კურსი მოიცავს 6 ფუნდამენტურ მოდულს:
15 აპრილი - სტრატეგია და მართვა
22 აპრილი - ფინანსები და აღრიცხვა
29 აპრილი - იურიდიული რისკები და მათი მართვა
6 მაისი - ეფექტური გუნდის ფორმირება
13 მაისი - ციფრული მარკეტინგი კლინიკებისთვის
20 მაისი - ზრდის სტრატეგია და მასშტაბირება
კურსს უძღვებიან პრაქტიკოსი ექსპერტები, რომელთაც მრავალწლიანი გამოცდილება აკავშირებთ სამედიცინო სექტორთან:
თამარ გეგია - საკონსულტაციო კომპანია TGROW-ს დამფუძნებელი. მენეჯმენტსა და ორგანიზაციულ ტრანსფორმაციაში 20-წლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტი, რომელიც ბოლო 7 წელია აქტიურად მუშაობს სტომატოლოგიური კლინიკების განვითარების მიმართულებით.
ლანა პაიჭაძე - Loialte Legal-ის ხელმძღვანელი, იურისტი 15-წლიანი სტაჟით. სპეციალიზებულია სამედიცინო დაწესებულებების სამართლებრივ მხარდაჭერასა და რისკების მართვაში.
ნესტან ბაზერაშვილი - ფინანსური ანალიტიკოსი 16-წლიანი გამოცდილებით. ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო აუდიტის ექსპერტი, რომელიც სიღრმისეულად ფლობს სტომატოლოგიური ბიზნესის ფინანსურ სპეციფიკას.
ნიკა კემულარია - ციფრული მარკეტინგის სტრატეგი, სააგენტოების Doubleu და Starlight დამფუძნებელი. აქვს 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება და წარმატებული ქეისები 25-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის სამედიცინო მარკეტინგის მიმართულებით.
👥 კურსის ფორმატიდან გამომდინარე, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
კურსის ღირებულება: 2250 ლარი.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
👉 https://forms.gle/JrY4SZFUD6Trex959
17/03/2026
გამოტოვებული ზარები, დაუფიქსირებელი მოთხოვნები, არაორგანიზებული პროცესები - ქაოსური კომუნიკაციის გამო კლინიკები ყოველდღიურად კარგავენ პაციენტებს.
TGROW და K•Call ერთობლივად სთავაზობენ სამედიცინო დაწესებულებებს კომუნიკაციის სრულ კონტროლს.
პარტნიორობის მიზანია კლინიკებში პაციენტთან კომუნიკაციის პროცესის სტანდარტიზაცია.
რა იცვლება სისტემის დანერგვით?
ქაოსური პროცესი
⚠ გამოტოვებული ზარები -დაკარგული პაციენტები
⚠ ქაღალდზე ჩანაწერები - არაორგანიზებული
⚠ ინტუიციაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები
⚠ პროცესების კონტროლის არარსებობა
⚠ არ იზომება -არ იმართება
სისტემური მართვა
✓ ყველა ზარი კონტროლდება
✓ სტრუქტურირებული კომუნიკაცია
✓ მონაცემებზე დაფუძნებული ანალიტიკა
✓ რეალურ დროში მონიტორინგი
✓ რაც იზომება - ის იმართება
შედეგი:
✓ პაციენტის გაუმჯობესებული გამოცდილება და გაზრდილი კმაყოფილება
✓ ნაკლები დანაკარგი - მინიმალური გამოტოვებული ზარები
✓ კონტროლირებადი პროცესი - ყველა კომუნიკაცია სტანდარტიზებული
✓ გაზომვადი შედეგი - მონაცემებზე დაფუძნებული ანალიტიკა.
დაგვიკავშირდით და ერთად დავგეგმოთ თქვენი კლინიკის ტრანსფორმაცია 💫
10/03/2026
🚀 ტრანსფორმაცია სტომატოლოგიურ კლინიკაში: მენეჯმენტის პირველი პრაქტიკული კურსი ლიდერებისთვის 💫
თუ თქვენ ხართ სტომატოლოგიური კლინიკის დამფუძნებელი, დირექტორი, მენეჯერი ან ექიმი, რომელიც საკუთარი ბიზნესის დაწყებას გეგმავს, მაშინ ეს კურსი თქვენთვისაა! ✨
რეგისტრაცია კურსზე "სტომატოლოგიური კლინიკის მენეჯმენტი" უკვე ღიაა!
📅 თარიღი: 15 აპრილი - 20 მაისი, 2026
📍 მისამართი: Radisson RED Tbilisi, აღმაშენებლის 44.
6 კვირა, 6 პრაქტიკული სესია:
15 აპრილი - სტრატეგია და მართვა
22 აპრილი - ფინანსები და აღრიცხვა
29 აპრილი - იურიდიული რისკები და მათი მართვა
6 მაისი - ეფექტური გუნდის ფორმირება
13 მაისი - მარკეტინგი და პაციენტების მოზიდვა
20 მაისი - ზრდის სტრატეგია და მასშტაბირება
კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:
- შექმნათ გამართული სისტემა, სადაც ყველა თანამშრომელმა იცის თავისი როლი და პასუხისმგებლობა;
- გაიგებთ, საიდან მოდის რეალური მოგება და სად იკარგება თანხები. ისწავლით ფინანსური ნაკადების ეფექტურ მართვას და კლინიკის მომგებიანობის გაზრდას;
- დაიცავთ კლინიკას სამართლებრივი რისკებისგან და იქნებით მზად ნებისმიერი შემოწმებისთვის;
- შექმნით ძლიერ, მოტივირებულ და სტაბილურ გუნდს;
- ისწავლით, როგორ მოიზიდოთ და შეინარჩუნოთ ლოიალური პაციენტები;
- შეიმუშავებთ ზრდის და მასშტაბირების სტრატეგიას, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი კლინიკის გრძელვადიან წარმატებას. 🚀
👥 ჯგუფში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
სრული კურსის ღირებულება: 2250 ლარი.
დარეგისტრირდით და არ გაუშვათ შანსი, მიიღოთ ცოდნა, რომელიც თქვენს ბიზნესს შეცვლის: https://forms.gle/xKVEhBMfhDUukDQd9
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 25 მარტი, 2026
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
+995 595 080 725 ან
[email protected]
პირველი პრაქტიკული კურსი თარიღები: 15 აპრილი - 20 მაისი, 2026 მისამართი: Radisson RED Tbilisi, აღმაშენებლის 44. დაგვიკავშირდით: +995 595 080 725 ან [email protected]
08/03/2026
გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! 🌸
განსაკუთრებით კი ვულოცავთ ჩვენი გუნდის წევრებს, პარტნიორებსა და მეგობრებს, იმ ქალებსა და გოგონებს, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან ღირებულს და საკუთარი პროფესიონალიზმით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სამედიცინო სფეროს განვითარებაში 💫
ასეთი ძლიერი, შთამაგონებელი და მიზანდასახული ქალები ქმნიან მომავალს!
გისურვებთ უწყვეტ განვითარებას, დიდ წარმატებას და მუდმივ შთაგონებას 🌷✨
05/03/2026
პაციენტები კლინიკას არა მხოლოდ კლინიკური შედეგით, არამედ მიღებული ემოციით აფასებენ.
ყოველი დეტალი, დახვედრიდან დაწყებული, მკურნალობის გეგმის განმარტებით დასრულებული, თქვენი იმიჯის ნაწილია.
თანამედროვე სტომატოლოგიაში პაციენტის გამოცდილება მთავარი მარკეტინგული ძალაა.
ზედაპირული მიდგომა პაციენტს აფრთხობს. გააზრებული, მშვიდი და ადამიანური გარემო კი პირიქით, ბარიერებს ხსნის.
როცა პაციენტი გრძნობს, რომ მასზე ზრუნავენ, ის უფრო მარტივად იღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის დაწყებაზე.
რა ხდება მაშინ, როცა პაციენტი თავს დაფასებულად გრძნობს?
- იზრდება ნდობა თქვენს მიმართ
- ჩნდება ლოიალობა და განმეორებითი ვიზიტების სურვილი
- ხდება თქვენი რეკომენდატორი სხვა ადამიანებთან.
გსურთ დანერგოთ გამართული სერვის-სისტემები თქვენს კლინიკაში?
მოგვწერეთ და დავიწყოთ თქვენი მომსახურების ტრანსფორმაცია დღესვე 💫
Email: [email protected]
WhatsApp: +995 511 40 51 55
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Website
Address
Tbilisi
0102
Opening Hours
| Monday | 10:00 - 17:00 |
| Tuesday | 10:00 - 17:00 |
| Wednesday | 10:00 - 17:00 |
| Thursday | 10:00 - 17:00 |
| Friday | 10:00 - 17:00 |