26/01/2026
🌍გახდი დიპლომატი - სკოლა ,,ახალ თაობაში''!
📢შენი ხმა გლობალური ცვლილებებისთვის!
🇲🇻ჩაიძირება თუ არა მალდივები?
🇨🇳გადაარჩენს თუ არა ჩინეთი მსოფლიოს?
წარმოიდგინე, რომ ხარ 🇸🇦საუდის არაბეთის დელეგატი და უნდა დაიცვა ნავთობი, როცა მთელი მსოფლიო მწვანე ენერგიას ითხოვს. 🇳🇴ან ხარ ნორვეგია და ცდილობ დაარწმუნო ბრაზილია, რომ ტყეების გაჩეხვა შეწყვიტოს.
🌐ეს არ არის უბრალოდ თამაში – ეს არის გაეროს მოდელირება! 🇺🇳
მოდი ჩვენთან, აირჩიე შენი ქვეყანა და ჩაები წლის ყველაზე ცხელ დებატებში ეკოლოგიის შესახებ. აქ შენი ყოველი სიტყვა რეზოლუციის ბედს წყვეტს!
🌍 თემა: კლიმატის ცვლილება და ენერგოტრანზიცია.
🏢 კომიტეტი: UNEP (გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა).
👥 ვის ველოდებით: მათთვის, ვისაც არ ეშინია აზრის გამოთქმის, დებატების და სურს გლობალურ პოლიტიკაში გარკვევა.
ნუ იქნები მხოლოდ მაყურებელი, გახდი ის, ვინც ცვლის დღის წესრიგს! ✍️