სსიპ ქალაქ თბილისის N177 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სსიპ ქალაქ თბილისის N177 საჯარო სკოლა

სსიპ ქალაქ თბილისის N177 საჯარო სკოლა თბილისი, დავით ჯაბიძის ქუჩა N38 (გლდანის მე-5 მ/რ)

19/08/2026

პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ!

📚ჩვენი სკოლის პირველკლასელთათვის, სასკოლო ფორმების შეძენა შესაძლებელია სსიპ ქალაქ თბილისის N79 საჯარო სკოლის შენობაში არსებულ სარეალიზაციო პუნქტში - 11:00 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდში (მისამართი: გლდანი, პირველი მ/რ; ანგია ბოჭორიშვილის ქუჩა №35; რესტორან "ალილოს" მიმდებარედ).

შეძენა განხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშწორებით - შესაძლებელი იქნება საბანკო ბარათით გადახდა.

🗓️ჩვენი სკოლისთვის, ფორმების შესაძენად განრიგით განსაზღვრულია 3 სექტემბერი.

☀️ადგილზე უნდა მიიყვანოთ ბავშვი, რათა შეარჩიოთ შესაბამისი ზომა;
აუცილებლად თან იქონიეთ ბავშვის დაბადების მოწმობა (ან სხვა მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი).

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასკოლო ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც
✅ 1. რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია.
✅ 2. იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, მათ შორის, ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში, განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში ან განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში.
✅3. სასკოლო ფორმას ასევე მიიღებენ ის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.

გთხოვთ, მაქსიმალურად დაიცვათ დადგენილი განრიგი და შესაძენად მიბრძანდეთ 3 სექტემბერს. ❤

მადლობა, რომ არჩევანი ჩვენზე გააკეთეთ! 🙏❤

სსიპ ქალაქ თბილისის  #177 საჯარო სკოლის მე-7ა კლასის აქტიური მონაწილეობით  წარმატებით დასრულდა საერთაშორისო eTwinning-პრ...
15/07/2026

სსიპ ქალაქ თბილისის #177 საჯარო სკოლის მე-7ა კლასის აქტიური მონაწილეობით წარმატებით დასრულდა საერთაშორისო eTwinning-პროექტი — „Life Skills Beyond the Door“ და წარდგენილია ხარისხის ნიშანზე.
პროექტის ფასილიტატორი: ეკა აბზიანიძე. პროექტის მონაწილეები: ნინი გაზდელიანი, ანასტასია ხანთაძე, თამარ ერიაშილი, ელენე სიხარულიძე და საბა იოსავა.
❣ ხუთი ქვეყნის — საქართველოს, თურქეთის, იტალიის, რუმინეთისა და პოლონეთის — მეგობრობამ და კოლაბორაციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ განათლებისთვის საზღვრები არ არსებობს.
❣ ამ ერთობლივი მოგზაურობის ფარგლებში, ჩვენმა მოსწავლეებმა საკუთარ თავში აღმოაჩინეს და განავითარეს ის უმნიშვნელოვანესი უნარები, რომლებიც მათ ცხოვრების გზაზე მეგზურობას გაუწევს.
🤝 გუნდურობა და კომუნიკაცია — საერთო ენის პოვნა და ერთად მუშაობა;
💡 კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება — პრობლემების შემოქმედებითად გადაჭრა;
💻 ციფრული კომპეტენციები — თანამედროვე ტექნოლოგიების გონივრული გამოყენება;
🌱 ეკო-ცნობიერება და პირადი ჰიგიენა — ზრუნვა გარემოსა და საკუთარ თავზე;
🎯 პასუხისმგებლობა — საკუთარი გადაწყვეტილებების ძალა.
❣ მრავალფეროვანი აქტივობებით, ერთობლივი ციფრული პროდუქტებითა და ინტერკულტურული დიალოგით, ბავშვებმა შექმნეს ულამაზესი ნამუშევრები და დააგროვეს შეუფასებელი გამოცდილება.
❣ უღრმესი მადლობა პროექტში ჩართულ თითოეულ კოლეგას, პარტნიორ სკოლებს, პროექტის დამფუძნებელს, თურქ კოლეგას Gülderen-ს, ჩემს საოცარ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის!
https://gemini.google.com/share/a7fb31f0d09d?skid=326bba4a-72ea-40a1-8dc1-adb112fce942&fbclid=IwY2xjawTEogxleHRuA2FlbQIxMABicmlkETJxeGY2UUNlV2tjWmlsQzVYc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHtbARv2_LwvU6uEzQFeJPpb50toU3p_lklGw_Ohx-nkv89h8LEcJbRW6FoDt_aem_J8dSnc4msQodedLLQeqqVw

სსიპ ქალაქ თბილისის  #177 საჯარო სკოლის მე-10 გ კლასის აქტიური მონაწილეობით  წარმატებით დასრულდა საერთაშორისო eTwinning-...
11/07/2026

სსიპ ქალაქ თბილისის #177 საჯარო სკოლის მე-10 გ კლასის აქტიური მონაწილეობით წარმატებით დასრულდა საერთაშორისო eTwinning-პროექტი "ACTiGEN-Active Digital Generation" და წარვადგინეთ მხარისხის ნიშანზე. პროექტის ფასილიტატორი ლარისა ქავთარაძე;
(Quality Label, ხარისხის ნიშანი)!🏆
​🟦პროექტში მონაწილეობდა 4 ქვეყნის 11 მასწავლებელი და 77 მოსწავლე ;
პროექტის მიზანი იყო:
1. საშუალო საფეხურის მოსწავლეებში აქტიური და პასუხისმგებლიანი ციფრული მოქალაქეობის განვითარება ევროპულ ღირებულებებსა და ციფრული განათლების პრიორიტეტებთან შესაბამისობაში.
პროექტმა მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, განივითარონ უსაფრთხო და ეთიკური ონლაინ ქცევის, მედიისა და ინფორმაციის კრიტიკული გააზრების, პერსონალური მონაცემების დაცვისა და კონფიდენციალურობის, ასევე ინტერკულტურული კომუნიკაციის მნიშვნელოვანი კომპეტენციები.
ევროპის სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან თანამშრომლობითა და ერთობლივ აქტივობებში მონაწილეობით, მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს ციფრული, სოციალური და სამოქალაქო უნარები., რომელმაც ხელი შეუწყო ინკლუზიის, ურთიერთპატივისცემისა და კულტურათაშორისი დიალოგის განვითარებას.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა საერთაშორისო შერეული გუნდები — აქტიური ონლაინ თანამშრომლობა და მენტორული სწავლება
მადლობა პროექტის ავტორს, თურქ კოლეგას, ფაუნდერს Emel Gündoğan - სკეთესო პარტნიორობისთვის 💙
დიდი მადლობა ყველა პარტნიორ სკოლას;
მადლობა ჩვენ ნიჭიერ , მშრომელ მოსწავლეებს და მშობლებს მხარდაჭერისთვის!
Salome Khelashvili
Giorg Gelashvili
Ele Alaverdashvili
Mariam Potskhveria
მადლობა
ETwinning Georgia/ (საქართველო ამ Sესაძლებლობებისათვის

https://www.facebook.com/share/p/14k8Gcax15d/
16/06/2026

https://www.facebook.com/share/p/14k8Gcax15d/

ჩვენმა მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს Junior Achievement-ის სამეწარმეო პროგრამა და მოიპოვეს საერთაშორისო სერთიფიკატი (Entrepreneurial Skills Pass - ESP). ეს დოკუმენტი ოფიციალურად ადასტურებს, რომ მათ აქვთ რეალური სტუდენტური კომპანიის მართვის პრაქტიკული გამოცდილება და ფლობენ ბიზნესისა და ეკონომიკის საბაზისო პრინციპებს.
​ეს სერთიფიკატი მოსწავლეებს რამდენიმე კონკრეტულ უპირატესობას ანიჭებს მომავალი აკადემიური თუ პროფესიული გზისთვის. პირველ რიგში, ის ფართოდ არის აღიარებული ევროპის წამყვანი დამსაქმებლებისა და უნივერსიტეტების მიერ, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს მათ რეზიუმეს (CV) და გამოარჩევს მათ სხვა აპლიკანტებისგან. დოკუმენტი ადასტურებს ისეთ მოთხოვნად კომპეტენციებს, როგორიცაა ფინანსური წიგნიერება, პროექტების მართვა, რისკების შეფასება და გუნდური მუშაობა.
​გარდა ამისა, ამ სტატუსის მოპოვებით მოსწავლეები ხდებიან Junior Achievement-ის საერთაშორისო ალუმნი ქსელის წევრები. ეს მათ აძლევს პირდაპირ წვდომას გლობალურ ახალგაზრდულ პლატფორმებზე, საერთაშორისო სტაჟირებებზე, სამეწარმეო ფორუმებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებზე ევროპის მასშტაბით. ვულოცავ მათ ამ კონკრეტული და პრაქტიკული შედეგის მიღწევას.

💖2025-2026 სასწავლო წელს, სსიპ ქალაქ თბილისის N177 საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგმა Eka Abzianidze ეკა აბზიანიძემ და ...
14/06/2026

💖2025-2026 სასწავლო წელს, სსიპ ქალაქ თბილისის N177 საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგმა Eka Abzianidze ეკა აბზიანიძემ და მე-7ა კლასის მოსწავლეებმა:
ნინი გაზდელიანმა, საბა იოსავამ,
ელენე სიხარულიძემ, ანასტასია ხანთაძემ, თამარ ერიაშვილმა,
წარმატებით განახორციელეს საერთაშორისო eTwinning პროექტი – „Small Steps, Big Skills“, რომლის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში ცხოვრებისეული უნარების განვითარება, როგორც სასკოლო, ისე ოჯახურ გარემოში. 💖 პროექტის დამფუძნებელია Yarbay Refik Cesur-ის დაწყებითი სკოლის პედაგოგი ქ-ნი არზუ ჩაკიჩი, თანადამფუძნებელი – თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ქ-ნი ზეინაბ კაკალაშვილი.
💖 პროექტში მონაწილეობდა: • საქართველოდან – 13 მასწავლებელი • თურქეთიდან – 7 მასწავლებელი • რუმინეთიდან – 1 მასწავლებელი. სულ პროექტში ჩართული იყო 21 პედაგოგი და 52 მოსწავლე.
💖 პროექტი ნოემბრიდან მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.
💖 მოსწავლეები აქტიურად ერთვებოდნენ შემოქმედებით, პრაქტიკულ და ტექნოლოგიურ დავალებებში, რაც ხელს უწყობდა მათ კოგნიტურ, სოციალურ და ემოციურ განვითარებას. განხორციელებული აქტივობებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: ✔ პარტნიორი ქვეყნების რუკის შექმნა • მასწავლებლებისა და მოსწავლეების წარდგენა ✔ საკუთარი ქვეყნის, ქალაქისა და სკოლის გაცნობა ✔ პროექტის ლოგოსა და პოსტერის შექმნა და შერჩევა ✔ კულტურული ღირებულებების გაზიარება ✔ ჰიგიენაზე სიმღერის შექმნა ✔ ემპათიის განვითარების აქტივობები ✔ წყლის დაზოგვის კამპანია ✔ მცენარეების დარგვა და მოვლა ✔ საკლასო წესების შემუშავება ✔ პაზლებისა და გუნდური თამაშების ორგანიზება ✔ „უსაფრთხო ინტერნეტის დღის“ აღნიშვნა ✔ ძველი ნივთებისა და ქსოვილებისგან ახალი ნივთების შექმნა ✔ ნარჩენი მასალებისგან სათამაშოების დამზადება ✔ „მსოფლიო ნარჩენების დღის“ პოსტერების შექმნა ✔ Web 2.0 ინსტრუმენტების გამოყენება ✔ სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციებისა და დღესასწაულების გაცნობა.
💖 პროექტის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარება, როგორებიცაა: 👉 პირადი ჰიგიენისა და გარემოზე ზრუნვის კულტურა 👉 პასუხისმგებლობის აღება 👉 თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა 👉 კომუნიკაცია და ემპათია 👉 პრობლემების გადაჭრა და გადაწყვეტილების მიღება 👉შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება 👉 მეწარმეობრივი და მდგრადი ცხოვრების უნარები 👉 ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა.
💖 პროექტის შედეგად მოსწავლეებმა: 🔹 გაიუმჯობესეს სოციალური და ცხოვრებისეული უნარები; 🔹 ისწავლეს რესურსების ეფექტურად გამოყენება; 🔹 მეტად პასუხისმგებლიანად დაიწყეს გარემოსა და ბუნების მიმართ დამოკიდებულება; 🔹 განივითარეს თვითგამოხატვისა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი; 🔹 შეიძინეს ტექნოლოგიური და ციფრული კომპეტენციები; 🔹 გახდნენ უფრო ტოლერანტული, შემოქმედებითი და აქტიური მოქალაქეები.
💖 პროექტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა, თანამედროვე ტექნოლოგიები და მოსწავლეზე ორიენტირებული აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვების ჰოლისტურ განვითარებაში.

IV კლასების გამოსაშვები ღონისძიება ❤👏
11/06/2026

IV კლასების გამოსაშვები ღონისძიება ❤👏

Address

ქალაქი Tbilisi
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ ქალაქ თბილისის N177 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სსიპ ქალაქ თბილისის N177 საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category