თავისუფალი უნივერსიტეტი - Free University

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თავისუფალი უნივერსიტეტი - Free University

თავისუფალი უნივერსიტეტს აქვს რვა სკოლა:

1. ბიზნესის სკოლა - ESM
2. საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა
3. კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკისა და ინჟინერიის სკოლა - MACS[E]
4. მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა
5. სამართლის სკოლა
6. ფიზიკის სკოლა
7. ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა - VA[A]DS
8. სოციალური, ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა

თავისუფალი უნივერსიტეტის VA[A]DS-ის სკოლის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტების სადიპლომო პროექტების გამოფენა გაიმართება 1...
17/09/2026

თავისუფალი უნივერსიტეტის VA[A]DS-ის სკოლის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტების სადიპლომო პროექტების გამოფენა გაიმართება 19 სექტემბერს, 11:00-14:00, კამპუსის გალერეაში 💛

გამოფენაზე წარმოდგენილია მე-4 კურსის 23 სტუდენტის ნამუშევრები. თითოეული პროექტი ეფუძნება არქიტექტურულ კონცეფციას და ხედვას, რომლებიც სტუდენტმა დამამთავრებელი სასწავლო წლის განმავლობაში ჩამოაყალიბა.

ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული დავით იმნაიშვილი სწავლას აგრძელებს აშშ-ში, Bin...
16/09/2026

ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული დავით იმნაიშვილი სწავლას აგრძელებს აშშ-ში, Binghamton University-ში ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის სადოქტორო პროგრამაზე, სრული დაფინანსებითა და სტიპენდიით.

დავითის ინტერესის სფერო სიგნალების დამუშავებაა და ამ მიმართულებით გეგმავს კვლევის გაგრძელებას. ის აგრეთვე შეუერთდა Dr. Yu Chen-ის კვლევით ჯგუფს, კონკრეტულად, კი მუშაობს დაბალი სიმძლავრის ფიზიკური სიგნალების მანქანური სწავლების მოდელებზე, რომლებიც IoT სისტემების უსაფრთხოებისთვის გამოიყენება.

2026 წლის 3 აგვისტოდან თავისუფალი უნივერსიტეტის აზიური კვლევების ჟურნალი ინდექსირებულია მსოფლიოში უდიდეს ღია წვდომის მონ...
16/09/2026

2026 წლის 3 აგვისტოდან თავისუფალი უნივერსიტეტის აზიური კვლევების ჟურნალი ინდექსირებულია მსოფლიოში უდიდეს ღია წვდომის მონაცემთა ბაზაში - Directory of Open Access Journals (DOAJ).

DOAJ წარმოადგენს მსოფლიოს სხვადასხვა სფეროდან მრავალფეროვანი ღია წვდომის ჟურნალების უნიკალურ და ვრცელ ინდექსს. ის ორიენტირებულია ხარისხიანი კონტენტის ონლაინ ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე ყველასთვის და, შესაბამისად, გლობალური ღია წვდომის ინფრასტრუქტურის ნაწილს წარმოადგენს.

DOAJ-ის მონაცემთა ბაზაში ინდექსირება მნიშვნელოვანი ეტაპია ჟურნალის სანდოობისა და ზრდისთვის. ეს ნიშნავს ღიაობის, გამჭვირვალობის, მკაცრი რეცენზირების და პუბლიკაციის ხარისხის მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობას, ასევე ზრდის სტატიების გლობალურ ხილვადობას და მათ ხელმისაწვდომობას მთელი მსოფლიოს მკვლევარებისთვის.

ჟურნალის შესახებ ჩანაწერი DOAJ-ში განთავსებულია შემდეგ ბმულზე: https://doaj.org/toc/2667-9531

ბიზნესის სკოლის (ESM) საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ნიკოლოზ ჩიტაძე სექტემბრიდან სწავლას აგრძელებს საფრანგეთში, ...
15/09/2026

ბიზნესის სკოლის (ESM) საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ნიკოლოზ ჩიტაძე სექტემბრიდან სწავლას აგრძელებს საფრანგეთში, Grenoble École de Management-ის ფინანსებისა და საინვესტიციო საბანკო საქმის სამაგისტრო პროგრამაზე.

ნიკოლოზმა მაღალი აკადემიური მოსწრებისა და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით მოიპოვა შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსება. მას აგრეთვე მიენიჭა France Excellence-ის სტიპენდია.

ბიზნესის სკოლის (ESM) საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული მარი ვარდიაშვილი სწავლას აგრძელებს ესპანეთში, ESCP Business...
14/09/2026

ბიზნესის სკოლის (ESM) საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული მარი ვარდიაშვილი სწავლას აგრძელებს ესპანეთში, ESCP Business School-ის სამაგისტრო პროგრამაზე Marketing & Digital Media.

პროგრამის ფარგლებში, მარი ერთთვიან სპეციალურ კურსს გაივლის ლონდონში, ხოლო მოგვიანებით სასწავლო ვიზიტით გაემგზავრება აშშ-ში, სილიკონ ველზე.

მარიმ მოწვევა მიიღო აგრეთვე SKEMA Business School, KEDGE Business School, EADA Business School-ისა და Universidad Europea de Madrid-დან, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი გააკეთა ESCP Business School-ზე, მრავალფეროვანი საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკულ სწავლებაზე ორიენტირებული კურიკულუმის გამო.

2-3 სექტემბერს თავისუფალ უნივერსიტეტში პირველკურსელებმა 2026-27 აკადემიური წლისთვის რეგისტრაცია გაიარეს 💛✨
12/09/2026

2-3 სექტემბერს თავისუფალ უნივერსიტეტში პირველკურსელებმა 2026-27 აკადემიური წლისთვის რეგისტრაცია გაიარეს 💛✨

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი თამარ გაგუა გაცვლითი პროგრამით ორი სემესტრი სწავლობდა იაპონიაშ...
11/09/2026

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი თამარ გაგუა გაცვლითი პროგრამით ორი სემესტრი სწავლობდა იაპონიაში, ცუკუბას უნივერსიტეტში. სწავლის პროცესში მან აგრეთვე მოიპოვა იაპონიის სტუდენტური სერვისების ორგანიზაციის (JASSO) ყოველთვიური სტიპენდია.

პროგრამის ფარგლებში, თამარი სწავლობდა სოციალური და საერთაშორისო კვლევების პროგრამაზე, რაც ასევე მოიცავდა იაპონური ენის კურსებსაც.

გაცვლითი პროგრამა განხორციელდა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და ცუკუბას უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიის და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) სასერ...
08/09/2026

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიის და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) სასერტიფიკატო პროგრამაზე - კულინარია და რესტორნის მენეჯმენტი - მიღება გრძელდება.

პროგრამაზე სწავლის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე 30 სექტემბრამდე: https://shorturl.at/ZbRA4

პროგრამა მოიცავს შემდეგ საგნებს:
- ბიზნესის საწყისებს
- მენეჯმენტის საფუძვლებს
- ადამიანური რესურსების მართვას
- მარკეტინგს
- ოპერაციების მართვას
- კონფლიქტების მართვის ტრენინგს
- ფინანსურ აღრიცხვას
- ფინანსებს
- მენიუს ინჟინერიასა და სამზარეულოს დაგეგმარებას
- მომზადების ტექნოლოგიასა და მსოფლიო სამზარეულოს
- სასმელებსა და ბარს
- ღვინის ისტორიასა და დეგუსტაციას
- კალკულაციას
- სურსათის უვნებლობას
- HACCP-ის ტრენინგს
- ნუტრიციოლოგიის საფუძვლებს
- მათემატიკის საფუძვლებს
- კომპიუტერულ უნარებს

პროგრამაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/JQ24R

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბიზნესის სამართლის (LLM) სამაგისტრო პროგრამის ონლაინ გაცნობითი შეხვედრა გაიმარ...
05/09/2026

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბიზნესის სამართლის (LLM) სამაგისტრო პროგრამის ონლაინ გაცნობითი შეხვედრა გაიმართება 11 სექტემბერს, 20:00 საათზე.

შეხვედრას გაუძღვება სამართლის სკოლის დეკანი, რევაზ ხოფერია.

ბიზნესის სამართლის სამაგისტრო პროგრამა ხორციელდება 2015 წლიდან. პროგრამის მიზანია, კურსდამთავრებულებმა შეძლონ ბიზნესის სამართლის სფეროში მიღებული სისტემური ცოდნისა და უნარების გამოყენება, ბიზნესის სამართლის ცვალებადი გარემოს მართვა ინოვაციებისა და ახალი, ორიგინალური იდეების განვითარების გზით.

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ პროგრამის სტრუქტურას, სწავლების ფორმატს და მიიღონ ამომწურავი პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.

ონლაინ გაცნობით შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაცია.
რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული: https://shorturl.at/xtuQQ

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) სამაგისტრო პროგრამების ონლაინ გაცნობითი შეხვედრა გაიმართება 12 სექტემბერს...
04/09/2026

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) სამაგისტრო პროგრამების ონლაინ გაცნობითი შეხვედრა გაიმართება 12 სექტემბერს, 20:00 საათზე.

შეხვედრას გაუძღვება ბიზნესის სკოლის დეკანი, გიგა ბედინეიშვილი, რომელიც ისაუბრებს ESM-ის 3 სამაგისტრო პროგრამაზე:
•⁠ ბიზნესის ადმინისტრირება
•⁠ ოპერაციების მენეჯმენტი
•⁠ ფინანსები

ESM უკვე მრავალი წელია საქართველოში ბიზნესგანათლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სკოლაა. ის აერთიანებს საფუძვლიან თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ გამოცდილებასა და ანალიტიკურ მიდგომებს, რაც სტუდენტებს ეხმარება გადაწყვეტილებების მიღების, ლიდერობისა და რეალური ბიზნესგარემოსთვის საჭირო უნარების განვითარებაში.

გაცნობითი შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მათთვის საინტერესო პროგრამების სტრუქტურას, სწავლების ფორმატს და მიიღონ ამომწურავი პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.

ონლაინ გაცნობით შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული: https://shorturl.at/MusRv

Address

Kakha Bendukidze Campus
Tbilisi
0131

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თავისუფალი უნივერსიტეტი - Free University posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to თავისუფალი უნივერსიტეტი - Free University:

Shortcuts

Share