TSU ტურიზმის თვითმართველობა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • TSU ტურიზმის თვითმართველობა

TSU ტურიზმის თვითმართველობა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from TSU ტურიზმის თვითმართველობა, College & University, 44 ვაჟა-ფშაველას გამზირი, Tbilisi.

🎓🌟2026 წლის 19 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტური თვ...
20/04/2026

🎓🌟2026 წლის 19 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის,კერძოდ, განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით, ჩატარდა პროექტი- ლუდის ქარხანა ,,ბაიოში”.🍻
🌟🏭ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა დაათვალიერეს საწარმო, მიიღეს პრაქტიკული და თეორიული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მზადდება სხვადასხვა ტიპის ლუდი და შეძლეს ახლოდან გაცნობოდნენ ლუდის წარმოების პროცესსა და სპეციფიკას.
🤩განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მათ ასეთი მასპიმძლობისა და შემეცნებითი ტურისთვის, ხოლო სტუდენტებს აქტიური ჩართულობისათვის.

🎓🌟2026 წლის 16 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტური თვ...
17/04/2026

🎓🌟2026 წლის 16 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის,კერძოდ, სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, გაიმართა-შეხვედრა დრიფტერთან ალექსანდრე ხეროდინაშვილთან.🏎️
🌟 სასაუბრო თემა იყო ,,დრიფტის ფილოსოფია: ქაოსი კონტროლში”, მოწვეულმა სტუმარმა სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა, ისაუბრა საქართველოში დრიფტის გავლენასა და სპორტში არსებულ სირთულეებზე.
🥇 დიდ მადლობას ვუხდით მას ასეთი საინტერესო და მრავლისმთქმელი ლექციისათვის.
📍გელოდებით მომდევნო საჯარო ლექციებზეც.

ტურიზმის თვითმმართველობა აცხადებს ახალი წევრების მიღებას.ეს არის შესაძლებლობა მათთვის, ვისაც სურს საკუთარი თავი გამოცადო...
25/03/2026

ტურიზმის თვითმმართველობა აცხადებს ახალი წევრების მიღებას.
ეს არის შესაძლებლობა მათთვის, ვისაც სურს საკუთარი თავი გამოცადოს აქტიურ, განვითარებაზე ორიენტირებულ და მიზანდასახულ გარემოში. ჩვენი გუნდი აერთიანებს ახალგაზრდებს, რომლებიც იზიარებენ ინტერესს ტურიზმის სფეროს მიმართ და ცდილობენ შექმნან ხარისხიანი, საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტები.
წევრობის ფარგლებში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა:
• მონაწილეობა მიიღოთ ტურისტული პროექტებისა და ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში
• შეიძინოთ პრაქტიკული გამოცდილება ტურიზმისა და მენეჯმენტის მიმართულებით
• განივითაროთ კომუნიკაციის, ლიდერობისა და გუნდური მუშაობის უნარები
• იმუშაოთ მოტივირებულ და მიზანდასახულ ადამიანებთან ერთად
• გახდეთ სხვადასხვა აქტივობისა და ინიციატივის ნაწილი, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე
ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც არიან პასუხისმგებლიანი, კომუნიკაბელური და მზად არიან აქტიურად ჩაერთონ გუნდურ პროცესებში.
თუ გსურთ იყოთ იმ სივრცის ნაწილი, სადაც იდეები რეალობად იქცევა და ყოველი პროექტი ქმნის ახალ შესაძლებლობას — ტურიზმის თვითმმართველობა სწორედ თქვენ გელოდებათ.
📩 განაცხადის მიღება უკვე დაწყებულია
📅 ნუ გადადებთ — გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და გახდით ჩვენი გუნდის წევრი.

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSckD-70QO42UA2wfXz_J90I6i24BylA37KSIYKOcMCs0CiJCg/viewform

თარიღი: 25.03.2026 - კონტაქტი: [email protected]

Address

44 ვაჟა-ფშაველას გამზირი
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when TSU ტურიზმის თვითმართველობა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share