27/05/2026
🇬🇪🇬🇪26 მაისი - დამოუკიდებლობის დღე.
📍🇬🇪 მე-4ბ კლასის მოსწავლეებმა ,,მე და საზოგადოების" საგნის გაკვეთილზე დაამზადეს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პლაკატები, სიმბოლურად დახატეს ჩვენი ქვეყნის დროშები, უსურვეს მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენს სამშობლოს და გამოხატეს სიყვარული ჩვენი ქვეყნის მიმართ♥️🇬🇪
📍🇬🇪ხოლო მე-7ა კლასის მოსწავლეებმა კი მოქალაქეობის საგნის გაკვეთილზე გაიხსენეს საქართველოს ისტორიული წარსული, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორია, გაიხსენეს ექვთიმე თაყაიშვილი და საქართველოს მეფეები, რომლებმაც შეგვინარჩუნეს სამშობლო და სარწმუნოება♥️
მასწავლებელი ნათია შინჯიკაშვილი👍🇬🇪
27/05/2026
🇬🇪🇬🇪საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, დიდი ინტერესით გამოეხმაურნენ მე-3ა კლასის მოსწავლეები. მათ საქართველოს ისტორიის ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის შესახებ მოისმინეს, რომ 1918 წლის 26 მაისს ჩვენმა ქვეყანამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ახალი , თავისუფალი სახელმწიფის მშენებლობა დაიწყო.
🇬🇪🇬🇪ბავშვებმა დოკუმენტური კადრების ნახვის შემდეგ სამშობლოს სიყვარული და პატივისცემა სახალისო და საინტერესო აქტივობებით: ნახატებითა და სლოგანებით გამოხატეს.
კლასის დამრიგებელი ნინო ივანაშვილი👍🇬🇪
26/05/2026
🇬🇪🇬🇪 26 მაისი
📍🇬🇪 საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მე-7ბ კლასის მოსწავლეებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი " 26 მაისი". შემდეგ, გაიმართა სახალისო ვიქტორინა ,, რა ვიცი საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ". მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობაში, გამოავლინეს ცოდნა, სამშობლოს სიყვარული და პატივიცემა.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთევან ჩინაშვილი👍🇬🇪
#ესდღეჩვენია🇬🇪
26/05/2026
🇬🇪🇬🇪26 მაისი — საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 🇬🇪
📍🇬🇪მე-4ბ კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს საქართველოს ჰიმნი და დიდი სიყვარულითა და მონდომებით შექმნეს თემატური ნამუშევრები, რომლებშიც ასახეს სამშობლოსადმი სიყვარული, თავისუფლება და ეროვნული სიმბოლოები. ❤️
📍🇬🇪ფერებით, ჩანახატებითა და თბილი სიტყვებით ბავშვებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის დამოუკიდებლობა და სამშობლოს სიყვარული.
კლასის დამრიგებელი ლია მჭედლიშვილი👍🇬🇪
#ესდღეჩვენია🇬🇪
26/05/2026
🇬🇪🇬🇪 26 მაისი
📍🇬🇪 დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მე-3გ და მე-4ბ კლასის მოსწავლეების ნამუშევრები ხელოვნების გაკვეთილზე🇬🇪❤️
ხელოვნების მასწავლებელი მარინე ხნუსიანი🌸🇬🇪
26/05/2026
🇬🇪🇬🇪 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მიზნობრივი აქტივობებით გამოეხმაურა სკოლის მე 4ა კლასი.
🇬🇪🇬🇪მოსწავლეები, კიდევ ერთხელ გაიხსენეს ისტორიული წარსული, გამოხატეს სიყვარული და პატივისცემა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისადმი და გააკეთეს შესაბამისი ნახატები.
კლასის დამრიგებელი მაია ძამაშვილი👏🇬🇪
25/05/2026
🇬🇪🇬🇪26 მაისი
სიყვარულით და სიამაყით ეხმიანება მე- 3ბ კლასი ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, 26 მაისს.
📍🇬🇪მოსწავლეები ნახეს ვიდეორგოლი, გამართეს მინი დისკუსია და ნახტების საშუალებით გადმოსცეს საკუთარი შთაბეჭდილებები.
კლასის დამრიგებელი ნანა გოგილაძე👍🇬🇪
#დამოუკიდებლობისდღე
25/05/2026
🇬🇪🇬🇪 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა — დღე, რომელიც თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. სწორედ ამ დღეს, 1918 წელს, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო.
📍🇬🇪 26 მაისის მნიშვნელოვან დღესასწაულს მე-7ა კლასი საინტერესო აქტივობებით გამოეხმაურა. დოკუმენტური კადრების ნახვის შემდეგ მოვაწყეთ ვიქტორინა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ხალისით ჩაერთნენ. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ისტორიული წარსული და გამოხატეს სამშობლოს სიყვარული და პატივისცემა, ასევე გააკეთეს ჩანაწერები, თუ რას გააკეთებენ საქართველოს მომავლისთვის.
📍🇬🇪დამოუკიდებლობის დღე გვაერთიანებს და გვახსენებს, რომ ძლიერი საქართველო თითოეული ჩვენგანის ძალისხმევით შენდება.
🇬🇪 ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი : მარიკა ცოფურაშვილი.
#26მაისიდამოუკიდებლობისდღე
22/05/2026
📚♥️1ა კლასის საყვარელმა ბავშვებმა, მათ მშობლებთან და კლასის დამრიგებელ ნინო წიკლაურთან ერთად ,, დედა ენის ბაღში" შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს♥️👏
მადლობა ჩვენს პატარებს და ნინო მასწავლებელს♥️📚🎯👏🛎
✨️♥️გისურვებთ მშვიდ, საინტერესო და შთაგონებით სავსე ზაფხულს, რათა ახალ სასწავლო წელს კიდევ უფრო მეტი ენერგიითა და წარმატებით შევხვდეთ.
#პირველკლასელებიმარტყოფი1
22/05/2026
🎯👏♥️📚წარმატება საგანმანათლებლო პროექტ ,,დიდგორელში"📍
📚♥️ჩვენი სკოლა ტრადიციულად, ყოველწლიურად ერთვება საგანმანათლებლო პროექტ ,,დიდგორელში", რომელიც ბატონ ლევან ჟვანიას ორგანიზებით ხორციელდება საქართველოს საჯარო სკოლებში განათლების სამინისტროს მხარდაჭერით👏📚🎯
📚მიმდინარე წელს, პროექტში ( I ტურში) მარტყოფის N1საჯარო სკოლის ორი ისტორიის მასწავლებელი:
ლამარა ბიბილური👏📚♥️
თამარი კენკაძე 📚♥️👍
და მათი, მე-7, მე-8, მე-9 კლასის 13 მოსწავლე ჩაერთო:
♥️ელენე დაუთაშვილი - მე-8ა კლასი.
♥️ნინო სალთხუციშვილი- 8ა
♥️გიორგი ლორიაშვილი- 9ა
♥️გიგი კანდელაკი- 9ა
♥️თინათინ სალთხუციშვილი- 9ა
♥️ანანო მამუკაშვილი-9ა
♥️თეკლა შიოშვილი-9ა
♥️მარიამ თვალიაშვილი-9ბ
♥️გვანცა ითაშვილი-9ბ
♥️ბარბარე ბერიძიშვილი-7ა
♥️ქეთი ჯამასპაშვილი-7ა
♥️საბა კანდელაკი-7ა
♥️ელენე ლოლაძე-7ა
📍📍პროექტი ,, დიდგორელი" ისტორიული ხარიათისაა და მოსწავლეებს, პროექტის ფარგლებში საკმაოდ დიდი რაოდენობის ისტორიული ლიტერატურის დამუშავება მოუწიათ, რაც ძალიან სასიხარულოა👍📚
📍📍📚 მოსწავლეების შრომისა და მაღალი ჩართულობის, ასევე ისტორიის მასწავლებელთა ეფექტური ფასილიტირებით, მეორე საკონკურსო ტურში 6 მოსწავლე გადავიდა:
♥️ანანო მამუკაშვილი
♥️გიორგი ლორიაშვილი
♥️თინათინ სალთხუციშვილი
♥️ნინო სალთხუციშვილი
♥️მარიმ თვალიაშვილი
♥️ქეთევან ჯამასპაშვილი
📍📍ხოლო, ფინალურ ტურში ორმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა:
📚ანანო მამუკაშვილი - 9ა
📚გიორგი ლორიაშბილი - 9ა
📍📍დღეს, 22 მაისს, ,,დიდგორელის" ფინალურ ტურში მონაწილეთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა
საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც მოწვეული იყვნენ: ფინალისტები, პედაგოგები, სკოლის დირექტორები და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელები👏🎯
🎯👏დღევანდელი დაჯილდოების ცერემონია მარტყოფის N1 საჯარო სკოლისთვის წარმატებული აღმოჩდა📚👏
👏📚პროექტ ,,დიდგორელში"
9ა კლასის მოსწავლე გიორგი ლორიაშვილმა მე-3 საპრიზო ადგილი დაიმსახურა♥️👍👏📚 და ყოველთვიური 200 ლარიანი სტიპენდიის ერთ-ერთი კანდიდატი გახდა♥️
🎊✨️ვულოცავთ გიორგი ლორიაშვილს და მის პედაგოგს თამარ კენკაძეს მიღწეულ წარმატებას👏📚 ♥️🎯
♥️👏 მადლობას ვუხდით პროექტში ჩართულ ყველა მოსწავლეს, ისტორიის მასწავლებელს, ქალბატონ ლამარა ბიბილურს📚 და პროექტის ფინალისტს ანანო მამუკაშვილს♥️✨️
📍განსაკუთრებული მადლობა გიორგის მშობლებს მაქსიმალური კომუნიკაციისა და ჩართულობისთვის, ასევე პროექტის ფარგლებში (მეორე და მესამე ტურის) ტრანსპორტირების უზრუნველყოფისთვის♥️
#პროექტიდიდგორელი