16/08/2026
IELTS / TOEFL — მომზადება საერთაშორისო გამოცდებისთვის
🎓კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს სტრუქტურირებული და მიზანმიმართული მომზადება IELTS-ის ან TOEFL-ის გამოცდისთვის.
სასწავლო პროცესში ყურადღება დაეთმობა:
📖 Reading — ტექსტის გააზრებას, კითხვების ტიპებსა და დროის მართვას
🎧 Listening — მოსმენის სტრატეგიებსა და ინფორმაციის ეფექტურად დამუშავებას
✍️ Writing — ტექსტის სტრუქტურას, არგუმენტაციას, აკადემიურ ლექსიკასა და გრამატიკას
🗣️ Speaking — პასუხების ორგანიზებას, ლექსიკურ და გრამატიკულ სიზუსტესა და მეტყველების თავისუფლებას
გარდა ენობრივი უნარების გაუმჯობესებისა, მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა გამოცდის სტრატეგიებს, პრაქტიკულ დავალებებს, შეცდომების ანალიზსა და ინდივიდუალურ უკუკავშირს.
📌 რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და გაგრძელდება 25 სექტემბრის ჩათვლით.
თუ IELTS-ის ან TOEFL-ის ჩაბარებას გეგმავ, რეგისტრაციისთვის შეავსე ფორმა:
https://forms.gle/EY7MoZ3HQYwye4y39