28/09/2026
📚 ვისწავლოთ სამოქალაქო განათლების ტერმინები
🔹 ტერმინი №2 — #დეცენტრალიზაცია
დეცენტრალიზაცია არის სახელმწიფო მმართველობის პრინციპი, რომლის დროსაც ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების ნაწილი გადაეცემა ადგილობრივ თვითმმართველობას.
📌 მაგალითად:
თუ მუნიციპალიტეტს თავად შეუძლია გადაწყვიტოს ადგილობრივი გზების, დასუფთავების, მუნიციპალური ტრანსპორტის ან სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები, ეს დეცენტრალიზაციის გამოვლინებაა.
🧠 დაიმახსოვრე:
დეცენტრალიზაცია = უფლებამოსილების გადანაწილება ცენტრალური ხელისუფლებიდან ადგილობრივ დონეზე.
⚖️ არ აგერიოს სუბსიდიარობაში:
სუბსიდიარობა გვიჩვენებს, რომელ დონეზე უნდა გადაწყდეს საკითხი, ხოლო დეცენტრალიზაცია — როგორ ნაწილდება ძალაუფლება და უფლებამოსილებები სხვადასხვა დონეს შორის.
🏛️ სამოქალაქო განათლების პლატფორმა აბიტურიენტებისთვის • CEP for Entrants
📚 სასერტიფიკატო/სააბიტურიენტო კურსზე ჩასაწერად:
📞 598 11 00 36
Shalva Mindadze