15/06/2026
სსიპ ქალაქ თბილისის N166 საჯარო სკოლის მე-3ა, მე-3ბ და მე-3გ კლასებში, „მე და საზოგადოების“ საზაფხულო გაკვეთილებზე ქართული მულტფილმების ჩვენება გაიმართა. მოსწავლეებმა პროგრამულად გაიარეს იაკობ გოგებაშვილის „სიკეთე ბოროტებისთვის“ და „ჯიუტი თხები“. პროგრამის დასრულების შემდეგ, 1 ივნისს სამივე მესამე კლასში ქართული მულტფილმების ჩვენება დავიწყეთ. 1 ივნისს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ბავშვთა დღის მისალოცი ჩვენება გვქონდა, ხოლო შემდგომ ჩვნებებზე ყოველი ნაწარმოების ნახვის შემდეგ მცირე განხილვას ვაწყობდით, რომელზეც თითოეული მოსწავლე, თუნდაც ორი სიტყვით, აღნიშნავდა, რა იყო მისთვის გამორჩეულად მოსაწონი, მხიარული, სევდიანი, სასიხარულო. ნახატი ფილმების ფორმიდან და შინაარსიდან გამომდინარე, პატარებმა ეს დავალება კარგად შეასრულეს. ზოგიერთმა მოსწავლემ, როცა ეკრანზე გამოსული „თოვლის გუნდა“ დაინახა, წამოიძახა: „აუ, ამაზე სულ ვტირი!“ რა თქმა უნდა, ბავშვებს სიხარულსა და ბედნიერებას ვუსურვებთ, მაგრამ ასეთი ტირილი კარგის ნიშანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოსწავლეებში ემოციური ინტელექტის ნაკლებობას აღვნიშნავთ. გასახარი იყო „წუნა და წრუწუნას“ დროს ლამაზი ფრაზების მოსმენა: „აუ, რა ლამაზი ნახატებია!“ „აუ, რა ლამაზად ცეკვავენ“. დღეს არც ესთეტიკის აღქმაა ხშირი და პატარების მხრიდან სილამაზის შემჩნევა და ხმამაღლა დაფასება სასიხარულოა. კიდევ ერთი სასიხარულო მომენტი ის იყო, რომ რამოდენიმე ჩვენების მერე მოსწავლეებმა თავად დაიწყეს მულტფილმების შემოთავაზება: „ჩხიკვთა ქორწილი“, „სიზმარა“, „მკვეხარა“. ხშირად პატარებმა სურათი პირველივე წამებზე ამოიცნეს. ქართული მულტფილმების პროექტი სასკოლო პროექტს, კულტურულის მემკვიდრეობის დაცვას, ეხმიანება: „გლობალიზაციის ეპოქაში“, როცა ბავშვების საყვარელი გმირები „ლილო და სტიჩი“ არიან, ქართული გმირების გაცნობა, გახსენება, შეყვარება უფრო დიდ დატვირთვას ატარებს, ვიდრე უბრალოდ დროის სახალისოდ გატარებაა, თუმცა სახალისოდაც გავატარეთ. სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!
დამრიგებლები:
მე-3ა: ფიქრია როხვაძე
მე-3ბ: ლია ჩაჩუა
მე-3გ: თინათინ სურგულაძე
მასწავლებელი: კონსტანტინე გურული