27/11/2025
📢 სურსათის უვნებლობის საკონსულტაციო კომპანია „გლობალური სტრატეგია და მართვა“ GSM - აცხადებს რეგისტრაციას სასერთიფიკატო კურსზე:
HACCP-ის სისტემის მონიტორინგი და ეფექტური ფუნქციონირება: ლიდერების ტრენინგი
სასერტიფიკატო კურსი ორიენტირებულია პრაქტიკული ცოდნის მიღებაზე და განკუთვნილია:
1. სურსათის სფეროში დასაქმებული ხელმძღვანელი პირების, მენეჯერებისა და HACCP-ის ლიდერებისთვის.
2. სხვა დაინტერესებული პირებისთვის, რომელთა მიზანია სურსათის უვნებლობის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლება და ამ მიმართულებით საქმიანობა
მიზანი:
✓ მონაწილეებმა შეძლონ HACCP-ის სისტემის მონიტორინგის ეფექტური განხორციელება;
✓ გაიაზრონ ლიდერის როლი პროცესების სტაბილურობისა და ეფექტურობის უზრუნველყოფაში;
✓ ისწავლონ კრიტიკული საკონტროლო წერტილების (CCP; CP) მართვა, მონაცემთა ანალიზი და ჩანაწერების წარმოება;
✓ აიმაღლონ კვალიფიკაცია, პრობლემის აღმოსაფხვრელად ეფექტური და მყისიერი გადაწყვეტილების მისაღებად;
✓ შეისწავლონ სისტემური გაუმჯობესების მეთოდები სურსათის უვნებლობაში.
სასწავლო მოდულები:
1. HACCP-ის სისტემის მიმოხილვა და ლიდერის როლი;
2. მონიტორინგის მექანიზმები და მეთოდები;
3. პროცესების ეფექტურობის შეფასება და კონტროლი;
4. პრევენციული და მაკორექტირებელი ქმედებები;
5. დოკუმენტაცია და ჩანაწერების წარმოება HACCP-ის სისტემაში;
6. პრაქტიკული სავარჯიშოები და რეალური ქეისები;
ტრენინგის შედეგები:
• ლიდერები შეძლებენ HACCP-ის სისტემის ეფექტური მონიტორინგისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფას;
• გაიზრდება კომპეტენცია კრიტიკული საკონტროლო წერტილების ლიმიტური ზღვრების მართვაში;
• გაძლიერდება გადაწყვეტილების მიღების უნარი პროცესებში პრობლემების დროულად იდენტიფიცირებისა და გამოსწორებისთვის;
• დაინერგება უწყვეტი გაუმჯობესების პრაქტიკა საწარმოში;
➢ სამუშაო შეხვედრები მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოს. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სურსათის უვნებლობის ლიდერის კომპეტენციის (HACCP-ის ლიდერი) დამადასტურებელი სერტიფიკატი
➢ კურსის დაწყებისა და დასრულების თარიღი: 01.12.2025 - 05.12.2025
➢ კურსის დაწყების დრო: 18:00
➢ შესაძლებელია შეხვედრის საათების გადანაცვლება შეთანხმების საფუძველზე
➢ კურსის ხანგრძლივობა 15 საათი
➢ კურსის ღირებულება: 700 ლარი (დღგ-ს გარეშე); პარტნიორი ორგანიზაციებისთვის 500 ლარი (დღგ-ს გარეშე)
➢ ტრენერი: სურსათის უვნებლობის ექსპერტი - ლალი შამუგია
➢ მისამართი: ნ. ბოხუას ქუჩა №4 (მიონის ბიზნეს-ცენტრი, მე-8 სართული)
➢ საკონტაქტო ინფორმაცია; ელ. ფოსტა: [email protected]; ტელ: 595 07 56 31; 555 47 45 03;
სურვილის შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ მითითებული სარეგისტრაციო ფორმა https://forms.gle/BGWVDSZYreGceSKt9
01/08/2025
14/07/2025