სოფო მასწავლებელთან ერთად ცოდნის გზაზე

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სოფო მასწავლებელთან ერთად ცოდნის გზაზე

სოფო მასწავლებელთან ერთად ცოდნის გზაზე სოფო მასწავლებელი შენი მეგობარი სწავლების გზაზე 🎒
სწავლის პროცესში ერთად ვსწავლობთ, ვთამაშობთ და ვიზრდებით 📖
სწავლა სითბოთი, მოთმინებით და სიყვარულით❤️

17/08/2026

💡 ძვირფასო მშობლებო, მასწავლებლებო და აღმზრდელებო!
გთავაზობთ სასწავლო მასალების რესურსებს , რომელიც დაეხმარება ბავშვებს სახალისო და დაძაბულობის გარეშე გაიარონ სკოლამდელი მომზადების ეტაპი.
გთავაზობთ რამდენიმე რესურსს:
1. ქართული ანბანი – „ჩემი პირველი ანბანი“
აღწერა: ინტერაქტიული პრინციპით აგებული კრებული, რომელიც ბავშვს უმარტივებს ანბანთან პირველ შეხვედრას.
მოცულობა: 39 გვერდი.
ფასი: 5ლარი.
2. მათემატიკა – „ციფრებისა და რაოდენობების სამყაროში“
აღწერა: სახალისო მათემატიკა 6-7 წლის ბავშვებისთვის. კრებული მოიცავს რიცხვებს, თვლას, ლოგიკურ დავალებებსა და შემოქმედებით სავარჯიშოებს.
მოცულობა: 95 გვერდი.
ფასი: 13ლარი.
3. გრაფომოტორული სავარჯიშოები – „პატარა ხელების დიდი წარმატება“
აღწერა: სპეციალურად შექმნილი კრებული 5-6 წლის ბავშვებისთვის. ეხმარება პატარებს ხელის მოტორიკის განვითარებასა და წერისთვის საჭირო საბაზისო უნარების ჩამოყალიბებაში.
მოცულობა: 55 გვერდი.
ფასი: 10ლარი.
‼️შესაძლებელია სამივე რესურსის ერთად შეძენაც, სპეციალურ ფასად!
📩 შესაძენად ან დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში!
#სოფომასწავლებელთანერთად
#რესურსები #განათლებაყველას

მზადება ახალი სასწავლო წლისთვის! 📚✨სექტემბრისთვის ცოდნის განმტკიცება და სკოლისთვის სრული მზადყოფნა  მშვიდი და შედეგიანი ...
06/08/2026

მზადება ახალი სასწავლო წლისთვის! 📚✨

სექტემბრისთვის ცოდნის განმტკიცება და სკოლისთვის სრული მზადყოფნა მშვიდი და შედეგიანი სასწავლო წლის საწინდარია.
იწყება მოსწავლეთა მიღება ინდივიდუალურ და მცირე ჯგუფურ მეცადინეობებზე!
🎯 ვისთვის არის კურსი?
მომავალი პირველკლასელებისთვის
-სასკოლო მზაობა და მარტივი ადაპტაცია -ნატიფი მოტორიკისა და ყურადღების კონცენტრაციის განვითარება.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის -განვლილი მასალის გაღრმავება და გამყარება
- ახალი წლისთვის მომზადება
-დამოუკიდებლად სწავლის ჩვევის ჩამოყალიბება
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (სსსმ) მოსწავლეებისთვის
-ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ადაპტირებული პროგრამა
-აკადემიური და ფუნქციური უნარების განვითარება
-პოზიტიური, მხარდამჭერი და მშვიდი გარემო
📌 სწავლების ფორმატი:
ინდივიდუალური — მაქსიმალური ყურადღება თითოეულ დეტალზე
მცირე ჯგუფები — ინტერაქციული და მოტივაციური გარემო
📩 ადგილები შეზღუდულია. დეტალებისა და რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით:
598505167

✨ საზაფხულო სკოლის II ნაკადი იწყება! ✨ძვირფასო მშობლებო, დაიწყო რეგისტრაცია საზაფხულო სკოლის მეორე ნაკადზე! 📚✍️პროგრამა ...
25/07/2026

✨ საზაფხულო სკოლის II ნაკადი იწყება! ✨

ძვირფასო მშობლებო, დაიწყო რეგისტრაცია საზაფხულო სკოლის მეორე ნაკადზე! 📚✍️
პროგრამა განკუთვნილია დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის:
🔹 ქართული ენა
🔹 მათემატიკა
⏳ რეგისტრაციის ბოლო ვადა: 31 ივლისი
📞 დეტალებისა და რეგისტრაციისთვის დამიკავშირდით: 598 50 51 67
🎥 თუ გსურთ ნახოთ, როგორ მხიარულად და პროდუქტიულად გავატარეთ დრო, გადმოდით ჩემს გვერდზე და უყურეთ პირველი ნაკადის ვიდეოებს! 💛

✨ „ბავშვობა თავგადასავალია, ცოდნის გზა კი ყველაზე საინტერესო მოგზაურობა!“ ✨🌞 ზაფხული მხოლოდ დასვენება არ არის — ეს არის ...
25/07/2026

✨ „ბავშვობა თავგადასავალია, ცოდნის გზა კი ყველაზე საინტერესო მოგზაურობა!“ ✨

🌞 ზაფხული მხოლოდ დასვენება არ არის — ეს არის საუკეთესო დრო ახალი უნარების აღმოსაჩენად, მეგობრების შესაძენად და მხიარული თავგადასავლებისთვის!
🚀 საზაფხულო სკოლის მეორე ნაკადი იწყება!
ჩვენთან პატარებს ელოდებათ:
🎨 შემოქმედებითი და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები
📚 სასკოლო მზაობისა და უნარების გაძლიერება
სითბოთი, ზრუნვითა და სიყვარულით სავსე გარემო 🌿
📩 ადგილები შეზღუდულია! რეგისტრაციისთვის ან დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით:
598 50 51 67
📍 სანზონა, ერწოს ქუჩა 13

24/07/2026

მასწავლებლობა უბრალოდ პროფესია არ არის -ეს არის შესაძლებლობა, იყო პატარა ადამიანების მეგზური ცოდნის გზაზე. ✨
მასწავლებლობა ნდობაა, სიყვარულია და ყოველდღიური ზრდა ბავშვებთან ერთად. 🌿
☀️ საზაფხულო სკოლის პირველი ნაკადის დასასრული და ბოლო, ყველაზე ემოციური დღე!
🎥 ვრცლად და დეტალურად უყურეთ ვიდეოში! 💛
#ცოდნისგზაზე #მასწავლებელი #საზაფხულოსკოლა #განათლება #მოსწავლეები #დაჯილდოება

🌟 საზაფხულო სკოლის პირველი ნაკადი ოფიციალურად დასრულდა! 🌟დაუვიწყარი, ემოციებითა და ახალი ცოდნით დახუნძლული დღეები უკან დ...
24/07/2026

🌟 საზაფხულო სკოლის პირველი ნაკადი ოფიციალურად დასრულდა! 🌟

დაუვიწყარი, ემოციებითა და ახალი ცოდნით დახუნძლული დღეები უკან დარჩა... 📚✨
ჩვენმა პატარებმა უამრავი იშრომეს, იაქტიურეს, გაიმეორეს მასალა, განავითარეს უნარები და, რაც მთავარია, ერთად გაატარეს საუკეთესო დრო! ❤️
უღრმესი მადლობა თითოეულ მოსწავლეს ასეთი მონდომებისთვის, ენერგიისთვის და იმ განსაკუთრებული სითბოსთვის, რომელსაც ყოველდღე მიზიარებდნენ. ჩემო ყოჩაღებო, ძალიან ვამაყობ თითოეული თქვენგანით! 🥇🥳
წარმატებულ, შთამბეჭდავ და საინტერესო სასწავლო წელს ვუსურვებ ჩემს საყვარელ ბავშვებს! ✨🚀
#საზაფხულოსკოლა #პირველინაკადი #შემაჯამებელი #სერტიფიკატები #ჩემიყოჩაღები #წარმატებები #განათლება #მასწავლებლისდღიური

24/07/2026

📖 მომავალი მესამეკლასელების ჯგუფი 👦👧
⏱️ დაწყება: 17:00 საათი
⌛ დასრულება: 19:00 საათი
საზაფხულო სკოლის პირველი ნაკადის დასასრული! ჩემი ყოჩაღი გოგოები... 🎉✨
წარმატებებს ვუსურვებ მათ! ❤️📜
#საზაფხულოსკოლა #მომავალიმესამეკლასელები #სწავლადაგანვითარება #წარმატებულიმოსწავლეები #ჩემიყოჩაღები #მასწავლებელი #განათლება

24/07/2026

📚 მომავალი მეორეკლასელების ჯგუფი 👦👧
⏱️ დაწყება: 14:30 საათი
⌛ დასრულება: 16:30 საათი

ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გამოგვივიდა. წარმატებები ამ ყოჩაღ პატარებს მეორე კლასში! 📚💫

24/07/2026

🎒 მომავალი პირველკლასელების ჯგუფი 🧒👧
⏰ 12:00 – 14:00
ჩემო საყვარელო პატარებო, მთელი გულით გილოცავთ ამ საინტერესო, ჯადოსნურ გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმასა და სკოლის სამყაროში შესვლას! 🔔🎒✨

24/07/2026

🕒 10:00 – 11:30 — ინდივიდუალური მუშაობა ✍️
დღეს ჩვენი სწავლის ბოლო დღე დავაგვირგვინეთ! 🌟
დემეტრემ დაუღალავი შრომისა და საოცარი პროგრესისთვის კუთვნილი სერტიფიკატი და მედალი დაიმსახურა! 🏅📚
უზომოდ ამაყი ვარ! წარმატებებს ვუსურვებ ჩემს დემეტრეს და კიდევ უამრავ მწვერვალზე ასვლას! 🚀🏔️✨
#სოფომასწავლებელი👩🏻‍🏫
#საზაფხულოსკოლა🏫
#პირველინაკადისდასასრული
#ბედნიერიმომენტები❤️✨

Address

სანზონა
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სოფო მასწავლებელთან ერთად ცოდნის გზაზე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category