Albion School · სკოლა ალბიონი

Albion School · სკოლა ალბიონი არასახელმწიფო საერო სკოლა “ალბიონი”

მზადება ახალი  2026-2027 სასწავლო წლისათვის(სააღმზრდელო პროგრამის თემატიკა და 15 სექტემბრის პირველი გაკვეთილის დაგეგმვა)...
04/09/2026

მზადება ახალი 2026-2027 სასწავლო წლისათვის

(სააღმზრდელო პროგრამის თემატიკა და 15 სექტემბრის პირველი გაკვეთილის დაგეგმვა)
სკოლა „ალბიონის აღმზრდელებმა მოისმინეს და იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე:
1. სააღმზრდელო გეგმაში გასათვალისწინებელი თემების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს სკოლა „ალბიონის“ ახალგაზრდა მასწავლებლებმა თამთა გურაშვილმა და ნანა უსტარაშვილმა.

2. დაიგეგმა სასწავლო წლის პირველი დღის პირველი გაკვეთილი კლასების მიხედვით. თემატიკა და აქტივობები შეირჩა ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით. აღმზრდელებთან ერთად თემატიკაზე იმუშავა სკოლის წამყვანმა მასწავლებელმა ქეთევან ილუიძემ.

3. სკოლის ადმინსიტრაციამ გააცნო ინფორმაცია ახალი სახელმძღვანელოების შესახებ.

გამარჯობა, გიზიარებთ საინტერესო შესაძლებლობას სკოლის მოსწავლეებისთვის. თიბისი ტექსკოლის ელჩების კურსების ფარგლებში, რომე...
04/09/2026

გამარჯობა, გიზიარებთ საინტერესო შესაძლებლობას სკოლის მოსწავლეებისთვის. თიბისი ტექსკოლის ელჩების კურსების ფარგლებში, რომელსაც ატარებენ თიბისი ტექსკოლის კურსდამთავრებულები, რამდნეიმე ჯგუფთან სექტემბერიდან დაიწყება სწავლა, შესაბამისად გიზიარებთ სარეგისტრაციო ფორმას, რომ მოსწავლეები დაარეგისტრიროთ სასურველ კურსზე. რეგისტრაცია შეუძლიათ მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით სკოლის მოსწავლეებს, კურსი არის მოკლე 6 შეხვედრიანი, ონლაინ ფორმატში და არის სრულიად უფასო. სარეგისტრაციო ფორმა - https://forms.gle/iPKRGZiRmPcHWruk8 თუ რაიმე კითხვა გექნებათ, ან დაგჭირდებათ დაკვალიანება, გთხოვთ, მომწეროთ. პატივისცემით, თამუნა --  Tamar Getsadze Strategic Projects Manager Public Relations Manager Cell: 598 422 372 www.Geolab.edu.ge

პროგრამა: თიბისი ტექსკოლის ელჩები x ჯეოლაბი - მოხალისე ტრენერების მოკლე კურსები
პროექტი „თიბისი ტექსკოლის ელჩები“ ონლაინ ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმაა, სადაც ტექსკოლის საუკეთესო კურსდამთავრებულები მოხალისე ტრენერების ამპლუაში გააზიარებენ საკუთარ ცოდნას. ელჩები მომზადდნენ თანამედროვე საგანმანათლებლო მეთოდოლოგიებში (PBL, კონსტრუქტივიზმი) და მზად არიან, ტექნოლოგიებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს დაეხმარონ ტექნოლოგიური სამყაროს აღმოჩენაში. კურსი არის უფასო. პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია გქონდეს წვდომა კომპიუტერსა და ინტერნეტზე. ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ. სასურველი განრიგი შეგიძლია ფორმაშივე აირჩიო; ხანგრძლივობა: 3 კვირა, 6 შეხვედრა; კურსი წარიმართება ონლაინ ფორმატში, Google Meet-ის პლატფორმაზე. რეგისტრაცია მიმდინარეობს 7 სექტემბრისჩათვლით.

კურსები არის ორ ეტაპიანი - ჯერ 6 გაკვეთილს უტერებენ, რომ წარმოდგენა შეუქმნან და შემდეგ ვინც მეტად დაინტერესდება, ხანგრძლივი კურსი აირჩიოს.

რეგისტრაციის ბოლო ვადა 7 სექტემბერია.

ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორია და სასწავლო ცენტრი • Innovative technology lab and education centre

20/08/2026

მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო, საყვარელო მოსწავლეებო, პატივცემულო მშობლებო . . .

შპს არასახელმწიფო საერო სკოლა ალბიონი სწავლას განაახლებს 2026 წლის 15 სექტემბრიდან.

ამასთან, შეგახსენებთ მოსწავლეთა მობილობასთან დაკავშირებით ინფორმაციას: „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის N193/ნ ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მობილობა დაუშვებელია კალენდარული წლის პირველი სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ის ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მოსწავლის მობილობის თაობაზე პირველი სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე.

პატივისცემით,
ადმინისტრაცია

Send a message to learn more

29/07/2026

საერო სკოლა ალბიონის მეათეკლასელებმა, მართა მიქელაძემ და ანასტასია ბანძელაძემ გაიმარჯვეს "Lingostar" ინგლისური ენის საზაფხულო ოლიმპიადაში და დაჯილდოვდნენ წითელი დიპლომებით.

ანასტასია დააჯილდოვეს საზაფხულო ბანაკით" Global Leadership Camp", სადაც იგი მოხსენებით წარსდგა უცხო ქვეყნების ელჩების წინაშე. მან წარჩინებით ჩააბარა Cambridge FCE gamotsda C level. მართამ და ანასტასიამ მონაწილეობა მიიღეს კანტის აკადემიის გაეროს მოდელირების პროგრამაში და მათ მიანიჭეს ყველაზე წარმატებული და ღირსეული დელეგატის წოდება. მართამ ოქსფორდის სკოლის ფარგლებში მიიღო 50% დაფინანსება სტამბულში. მისი ღირსეული და საინტერესო გამოსვლა ნამდვილად საამაყოა.

სკოლა "ალბიონი" გამარჯვებას ულოცავს მართა მიქელაძეს და ანასტასია ბანძელაძეს და უსურვებს მათ კვლავაც ბევრჯერ გაიხარონ საკუთარი შრომისა და მონდომების შედეგით.

წარმატებები საყვარელო ალბიონელებო! მართა მიქელაძე ❤️ ანასტასია ბანძელაძე ❤️

Send a message to learn more

საერო სკოლა "ალბიონის" წარმატებული კურსდამთავრებულები - საბა აბესაძე და ბექა აბესაძე. ❤️❤️
21/07/2026

საერო სკოლა "ალბიონის" წარმატებული კურსდამთავრებულები - საბა აბესაძე და ბექა აბესაძე. ❤️❤️

საბა და ბექა აბესაძეებმა საკუთარი სტუდენტური გამოცდილებიდან დაბადებული იდეა უნივერსიტეტის ოფიციალურ ციფრულ პ...

ალბიონის ადმინისტრაცია იწყებს მუშაობს 2026-2027 სასწავლო წლის სამუშაო გეგმისშემუშავებაზე.  გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა და...
06/07/2026

ალბიონის ადმინისტრაცია იწყებს მუშაობს 2026-2027 სასწავლო წლის სამუშაო გეგმის
შემუშავებაზე. გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა და შეავსოთ კითხვარები.

კითხვარი მოსწავლეებისათვის:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf3Vr11SOVr7ddfI8AVCftF3s9vlspsvFT4phzGxtNfBzeQPA/viewform

კითხვარი მშობლებისათვის:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf-PySL6JWjiQ4RGXoqCP4jjV8EJO_Ea6-wxx3Q9uJU2CIgoA/viewform

კითხვარი მასწავლებლებისათვის:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc96NkwC_uKj3LIT0lW6-takLMSlV1XnMmRXLK7usKjQXZibA/viewform

01/07/2026

მოგესალმებით!
ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, კოლეგებო...

გაცნობებთ, რომ შპს არასახელმწიფო საერო სკოლა „ალბიონში“ მიმდინარეობს შიდა ნორმატიული დოკუმენტების განახლებისა და სრულყოფის პროცესი.

ამჯერად მომზადებულია შპს არასახელმწიფო საერო სკოლა „ალბიონში“ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების წესი და სკოლის შინაგანაწესში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეთა და სკოლის უფლებამოსილი პირების დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების დაზუსტებას, დისციპლინური წარმოების პროცედურების სრულყოფას და მოქმედი კანონმდებლობით განხორციელებული ცვლილებების ასახვას.

სკოლისთვის მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოების: მშობლების, მოსწავლეების, თანამშრომლებისა და სხვა დაინტერესებული პირების მოსაზრებების გათვალისწინება.

შესაბამისად, გიწვევთ, მონაწილეობა მიიღოთ წარმოდგენილი პროექტების საჯარო განხილვაში.

საჯარო განხილვა გაიმართება:

თარიღი: 15 ივლისი
დრო: 13:00 საათი
ადგილი: შპს არასახელმწიფო საერო სკოლა „ალბიონი“ (იოსებ და ლეონ ორბელების 64) , IV სართული, საკონფერენციო დარბაზი.

შეგიძლიათ თქვენი შენიშვნები, რეკომენდაციები და წინადადებები განხილვამდე ან განხილვის შემდეგ გამოგზავნოთ სკოლის ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]

თქვენი ჩართულობა და მოსაზრებები მნიშვნელოვანია სკოლის შიდა რეგულაციების სრულყოფისა და ეფექტიანი განხორციელებისთვის.

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის!

ძალაში შედის საგამოცდო ციებ-ცხელება.  ნერვიულობენ და იმედებს ეჭიდებიან აბიტურიენტები, მათი ოჯახები და პედაგოგები. ფოტოზე...
30/06/2026

ძალაში შედის საგამოცდო ციებ-ცხელება. ნერვიულობენ და იმედებს ეჭიდებიან აბიტურიენტები, მათი ოჯახები და პედაგოგები.

ფოტოზე სკოლა ‘ალბიონის“ კურსდამთვრებულები არიან. ჯუმბერ კეპულაძემ მიმდინარე სასწავლო წელს რესპუბლიკურ ოლიმპიადაში, რეიტინგული ათეულის პირველი ადგილი მოიპოვა ინგლისურ ენაში, ხოლო ელენე ნასყიდაშვილმა 60 ქულიან ტესტში 60 ქულა დააგროვა.

ყველანი ვუერთდებით მასწავლებელ მარინა თათანაშვილის დიდ სიხარულს და დაფასებულ ძალისხმევას.

სკოლის აღმზრდელები ამ წარმატებას დამსახურებულად მიიჩნევენ. გარდა აკადემიური მოსწრებისა, ჯუმბერმა და ელენემ ოქროს მედლებიც დაიმსახურეს.

სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, ადმინისტრაცია და ყველა თანამშრომელი ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას. სკოლის ყველა კურსდამთვრებულთან ერთად ვუსურვებთ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას, დასახული მიზნის მიღწევასა და ღირსეულ მომავალს.

სასწავლო წლის ბოლო დღე, 12 ივნისი სკოლა „ალბიონში“  ისტორიულ-ეთნოგრაფიული კონფერენციით „წაფი“ დასრულდა. კონფერენცია ბატო...
17/06/2026

სასწავლო წლის ბოლო დღე, 12 ივნისი სკოლა „ალბიონში“ ისტორიულ-ეთნოგრაფიული კონფერენციით „წაფი“ დასრულდა. კონფერენცია ბატონი სანდრო ჯავახიშვილის ხსოვნას მიეძღვნა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ მეათეკლასელები. თემები მიეძღვნა ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. შემოქმედებით ნამუშევრებს ერთვოდა უცხო ენებზე (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული) გაკეთებული რეზიუმეები.

კონფერენციის სამუშაო სივრცე გაფორმებული იყო მოსწავლეთა ფერწერული ნამუშევრებით.

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ინიციატივით (მასწავლებელი ლია ნარიმანიძე) სკოლა "ალბიონში" 2026 წლიდან ამოქმედდა პ...
15/06/2026

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ინიციატივით (მასწავლებელი ლია ნარიმანიძე) სკოლა "ალბიონში" 2026 წლიდან ამოქმედდა პროექტი "ქართული კინოს ისტორია.

ამ პროექტის ფარგლებში 12 ივნისს, 7-3 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე სახელწოდებით "ქართული კინოს ტური". ექსკურსიის მიზანი იყო, ქართული კინოს ისტორიის უკეთ შემეცნება, გააზრება.

მოსწავლეებმა, გიდის დახმარებით, მოინახულეს რამდენიმე ღირშესანიშნავი ადგილი, რომელიც გადაღებულია ქართულ ფილმებში.

მოსწავლეები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, როცა ხედავდნენ ამ მნიშვნელოვან ადგილებს და თან პარალელურად შეეძლოთ ენახათ იგივე ადგილები უშუალოდ ფილმებიდან (რომლის კადრებსაც აჩვენებდა გიდი).

Address

იოსებ და ლეონ ორბელების 64
Tbilisi
0190

Opening Hours

Monday 09:30 - 18:00
Tuesday 09:30 - 18:00
Wednesday 09:30 - 18:00
Thursday 09:30 - 18:00
Friday 09:30 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Albion School · სკოლა ალბიონი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category