Beyond Borders/საზღვრებს მიღმა

Beyond Borders/საზღვრებს მიღმა გაცდი საზღვრებს და აღმოაჩინე გეოგრაფიის უკიდეგანო სამყარო! 🌍

შხარა საქართველოს უმაღლესი მწვერვალია🏔️მისი სიმაღლე ზღვის დონიდან დაახლოებით 5193 მეტრია. ის მდებარეობს ზემო სვანეთის რე...
23/08/2025

შხარა საქართველოს უმაღლესი მწვერვალია🏔️მისი სიმაღლე ზღვის დონიდან დაახლოებით 5193 მეტრია. ის მდებარეობს ზემო სვანეთის რეგიონში, უშგულის მახლობლად, და დიდი კავკასიონის მთავარი ქედის ცენტრალურ ნაწილს ეკუთვნის.
შხარა გამოირჩევა ძნელად მისადგომი და რთული რელიეფით. მისი ფერდობები დაფარულია მყინვარებითა და ციცაბო კლდეებით.🧊🧗

რუკაზე ასახულია ეგვიპტის მოსახლეობის სიმჭიდროვე!🇪🇬 რუკის მიხედვით, ვხედავთ, რომ მოსახლეობა მკვეთრად კონცენტრირებულია ნილ...
22/08/2025

რუკაზე ასახულია ეგვიპტის მოსახლეობის სიმჭიდროვე!🇪🇬
რუკის მიხედვით, ვხედავთ, რომ მოსახლეობა მკვეთრად კონცენტრირებულია ნილოსის ნაპირებსა და დელტაში, ხოლო ქვეყნის უდიდესი ნაწილი კი თითქმის დაუსახლებელია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ეგვიპტის ტერიტორიის დაახლოებით 95% უდაბნოა, ხოლო უდაბნოში წყლისა და ნაყოფიერი მიწის ნაკლებობის გამო, დასახლება თითქმის შეუძლებელია. 🐪🌵🏜️
ნილოსი კი არის ეგვიპტის ერთადერთი მუდმივი წყლის წყარო. მისი წლიური დატბორვა ტრადიციულად ამდიდრებდა და ამდიდრებს ნიადაგს ნაყოფიერი ტალახით, რაც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას. ნილოსის გარეშე, ეგვიპტე პრაქტიკულად უსიცოცხლო უდაბნოს წარმოადგენდა.🏞️💧

📍მთა მტირალა (ცისკარა) მდებარეობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ზღვის დონიდან დაახლოებით 1380 მეტრზე. 🏔️ მთის სახელი პ...
22/08/2025

📍მთა მტირალა (ცისკარა) მდებარეობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ზღვის დონიდან დაახლოებით 1380 მეტრზე. 🏔️
მთის სახელი პირდაპირაა დაკავშირებული აქ გაბატონებულ კლიმატთან,კერძოდ, მთა მტირალა ითვლება ყველაზე ტენიან და ნალექიან ადგილად არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც. ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოდ 4500–4700 მმ-ს აღწევს. ⛈️💦
აქვე მდებარეობს მტირალას ეროვნული პარკიც, სადაც დაცულია სუბტროპიკული, კოლხური ტყეები.🌲🌿☘️
• ხე-მცენარეებიდან გვხვდება: წაბლი, წიფელი, რცხილა, ნიგვზის ხე.
• მდიდარია ფაუნით: დათვის, გარეული ღორის, მელას, სხვადასხვა ფრინველისა და ბაყაყის სახეობებით.
• განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ენდემურ და რელიქტურ მცენარეებს.

მტირალა არა მხოლოდ ბუნებრივი სიმდიდრეა, არამედ გარემოს დაცვის თვალსაზრისითაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან იგი წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების უნიკალურ „სათავსოს“. ❤️

📸სურათზე გამოსახულია ხელსაწყო ფლუგერი, რომელიც გამოიყენება ქარის მიმართულების განსასაზღვრად. ჩვეულებრივ, ის დამაგრებულია...
21/08/2025

📸სურათზე გამოსახულია ხელსაწყო ფლუგერი, რომელიც გამოიყენება ქარის მიმართულების განსასაზღვრად. ჩვეულებრივ, ის დამაგრებულია მაღალ ადგილას (მაგალითად სახურავზე, ან კოშკზე). ქარის მიმართულება იმით განისაზღვრება, თუ საით მიუთითებს ფლუგერის ისარი. 🌬️🪁

🐓ფლუგერს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს და ის ერთ-ერთ ყველაზე ძველ მეტეოროლოგიურ ხელსაწყოდ ითვლება.

მსოფლიოს ძირითადი რელიგიების გავრცელების რუკა❤️
20/08/2025

მსოფლიოს ძირითადი რელიგიების გავრცელების რუკა❤️

მოგესალმებით, აღნიშნული გვერდი შეიქმნა საინტერესო გეოგრაფიული ფაქტებისა და მოვლენების გაზიარების მიზნით! იმის დასამტკიცე...
19/08/2025

მოგესალმებით, აღნიშნული გვერდი შეიქმნა საინტერესო გეოგრაფიული ფაქტებისა და მოვლენების გაზიარების მიზნით! იმის დასამტკიცებლად, რომ გეოგრაფია არ არის მხოლოდ ქვეყნები და დედაქალაქები, არამედ გეოგრაფია არის მრავლისმომცველი და ფართო მეცნიერება, რომლის ცოდნის არეალიც დღითიდღე ფართოვდება!❤️🌍🌎🌲
🚨აქვე აღვნიშნავ, რომ ამ უზარმაზარი გეოგრაფიული სამყაროს აღმოსაჩენად სექტემბრიდან ვიწყებ აბიტურიენტებისა და მოსწავლეების მომზადებას გეოგრაფიაში❤️ კომპეტენცია დადასტურებული მაქვს გეოგრაფიის მასწავლებლის გამოცდის ჩაბარებით, ასევე სასკოლო პერიოდში ვიყავი გეოგრაფიის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მონაწილე და ერთიან ეროვნულ გამოცდაზეც ავიღე უმაღლესი შედეგი❤️
📍 ლოკაცია - თბილისი.

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Beyond Borders/საზღვრებს მიღმა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share