10/06/2026
🌍 ლტოლვილთა მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა UNHCR-თან პარტნიორობით ფოტოგამოფენას „საქართველო – ჩემი ახალი სახლი, სახლიდან შორს“ უმასპინძლა.
📸 ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული გოგონებისა და ახალგაზრდა ქალების ნამუშევრები, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს GAU-ს სასერტიფიკატო კურსების ციფრული ფოტოგრაფიის კურსი.
🖼️ სასწავლო პროგრამა UNHCR-ის ორგანიზებითა და GAU-ს მხარდაჭერით განხორციელდა, ხოლო მონაწილეებს ფოტოგრაფიის ხელოვნებასა და ვიზუალური თხრობის ტექნიკებს ცნობილი ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი აცნობდა.
🤝 ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, ევროკავშირის მისიის, გაეროს წარმომადგენლები, პარტნიორი ორგანიზაციები, სტუდენტები, ლტოლვილთა თემის წევრები, გაუს პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი და ციფრული ფოტოგრაფიის კურსის ხელმძღვანელი, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი.
✨ GAU-ს სასერტიფიკატო კურსები მონაწილეებს არა მხოლოდ ახალი პროფესიული უნარების შეძენის, არამედ საკუთარი ისტორიებისა და ხედვების ფართო აუდიტორიისთვის გაზიარების შესაძლებლობასაც აძლევს.
#გადაწყვეტილებები #ციფრულიფოტოგრაფია