12/08/2026
🟣ივლისში ილიაუნის განათლების სკოლის დოქტორანტები – ლიკა ტვილდიანი, ნინო ლაცაბიძე და სოფიო ბაჩილავა – Erasmus+ საერთაშორისო მობილობის პროგრამით კვლევითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ქალაქ ლიმერიკში (ირლანდია), Mary Immaculate College-ის განათლების ფაკულტეტზე.
კოლეჯში დოქტორანტებს დახვდათ პროფესიული გარემო სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებისთვის. შეხვდნენ თავიანთი კვლევის სფეროსთან დაკავშირებულ ადგილობრივ და საერთაშორისო მკვლევრებს, მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო დისკუსიებში, კოლეგებს გაუზიარეს გამოცდილება და გაეცნენ განათლების სფეროს საერთაშორისო კვლევით პრაქტიკებს. დოქტორანტებმა სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლებისგან მიიღეს პროფესიული რჩევები და კონსტრუქციული უკუკავშირი. გაეცნენ ირლანდიურ კულტურას და დაუვიწყარი მოგონებებით დაბრუნდნენ საქართველოში.
💬„შესაძლებლობა მქონდა სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებისა და დოქტორანტებისთვის პროფესიული გამოცდილება და იდეები გამეზიარებინა. ამ შეხვედრებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა, ცოდნის გაზიარება და ერთმანეთის გამოცდილების სწავლა“ – ნინო ლაცაბიძე
💬„ჩემთვის ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მომავალი პროფესიული განვითარებისთვის, რადგან მომეცა შესაძლებლობა, მემუშავა მრავალფეროვან და ინკლუზიურ საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში, განმევითარებინა ჩემი სადოქტორო კვლევა და გამეფართოებინა საერთაშორისო აკადემიური ქსელი“ – ლიკა ტვილდიანი
💬„Erasmus+ პროგრამით მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჩემი კვლევის შემდგომ განვითარებაზე“ – სოფიო ბაჩილავა