19/06/2026
💙 გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“ ჩვენი ფოტოკონკურსის - „უნივერსიტეტი ობიექტივში“ - შესახებ.
💙 მადლობას ვუხდით სტატიის ავტორს, ნინი ჩარკვიანს, ასევე გაზეთის მთავარ რედაქტორს, ნინო კაკულიას.
უნივერსიტეტი სტუდენტის ფოტოობიექტივში - gazeti.tsu.ge
თსუ-ს სტუდენტური გაერთიანება ,,სხივის” ინიციატივით ჩატარებულ ფოტოკონკურსში - „უნივერსიტეტი ობიექტივში“ - ჟიური.....
18/06/2026
✨ ფოტოკონკურსი „უნივერსიტეტი ობიექტივში“ წარმატებით დასრულდა!
📣თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა გაერთიანება „სხივმა“ მასშტაბური ფოტოკონკურსის ფინალურ ეტაპზე გამარჯვებულები გამოავლინა. პროექტმა, რომლის მიზანიც თსუ-ის მრავალფეროვანი ცხოვრების სტუდენტების პერსპექტივიდან ჩვენება იყო, დიდი ინტერესი გამოიწვია.
📸 კონკურსში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებმა. მათ მიერ წარმოდგენილმა 5 ფოტოსგან შემდგარმა კონცეპტუალურმა კოლაჟებმა სრულიად ახალი რაკურსით ასახა თსუ-ის სივრცე, სტუდენტური ყოველდღიურობა, ემოციები და ურთიერთობები.
💙 კომპეტენტური ჟიურის - თსუ-ის ასოცირებული პროფესორის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელის, მაია ტორაძისა და მოწვეული ლექტორის, უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის უფროსი სპეციალისტის, ლიანა მარქარიანის მიერ, ათობით საუკეთესო ფინალისტს შორის დასკვნით ეტაპზე გამოვლინდნენ საპრიზო ადგილების მფლობელები, რომელთაც ფულადი ჯილდოები და სერტიფიკატები გადაეცათ.
✨ „უნივერსიტეტი ობიექტივში“ იყო პლატფორმა, რომელმაც კიდევ ერთხელ გვიჩვენა, თუ რამდენად ბევრი კრეატიული ახალგაზრდა სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
🥉 მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის II კურსის სტუდენტმა - სოფიო მუჯირმა.
🥈 მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის III კურსის სტუდენტმა - ნია ნიჟარაძემ.
🥇 პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის II კურსის სტუდენტმა - მარიამ ბერიძემ.
💙 სტუდენტური გაერთიანება „სხივი“ მადლობას უხდის კონკურსის თითოეულ მონაწილეს აქტიურობისთვის, ჟიურის წევრებს - გაწეული დახმარებისა და მაღალპროფესიონალური შეფასებებისთვის.
💙 ვულოცავთ გამარჯვებულებს ამ მნიშვნელოვან აღიარებას.
✨ ჩვენ კი ვაგრძელებთ სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერას და ახალი, კიდევ უფრო მასშტაბური იდეების რეალიზებას!
18/06/2026
✨ სტუდენტური გაერთიანება „სხივი“ წარმოგიდგენთ ფოტოკონკურსის „უნივერსიტეტი ობიექტივში“ გამარჯვებულ ნამუშევარს.
📸 შემოსული ნამუშევრებიდან ჟიურის წევრებმა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მაია ტორაძემ და მოწვეულმა ლექტორმა ლიანა მარქარიანმა - შეაფასეს სტუდენტების მიერ წარმოდგენილი 5 ფოტოსგან შემდგარი კოლაჟები, რომლებიც ასახავდნენ მათი თვალით დანახულ საუნივერსიტეტო სივრცესა და ყოველდღიურ სტუდენტურ ცხოვრებას.
🥇 ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა მოცემული ნამუშევრის ავტორმა - მარიამ ბერიძემ.
💙 ვულოცავთ სტუდენტს ფოტოკონკურსში გამარჯვებას და მადლობას ვუხდით კონკურსში აქტიური მონაწილეობისთვის.
18/06/2026
✨ სტუდენტური გაერთიანება „სხივი“ წარმოგიდგენთ ფოტოკონკურსის „უნივერსიტეტი ობიექტივში“ მეორე საპრიზო ადგილზე გასულ ნამუშევარს.
📸 შემოსული ნამუშევრებიდან ჟიურის წევრებმა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მაია ტორაძემ და მოწვეულმა ლექტორმა ლიანა მარქარიანმა - შეაფასეს სტუდენტების მიერ წარმოდგენილი 5 ფოტოსგან შემდგარი კოლაჟები, რომლებიც ასახავდნენ მათი თვალით დანახულ საუნივერსიტეტო სივრცესა და ყოველდღიურ სტუდენტურ ცხოვრებას.
🥈 ჟიურის გადაწყვეტილებით, მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა მოცემული ნამუშევრის ავტორმა - ნია ნიჟარაძემ.
💙 ვულოცავთ სტუდენტს ფინალურ ეტაპზე წარმატებულ ასპარეზობას და მადლობას ვუხდით კონკურსში აქტიური მონაწილეობისთვის.
18/06/2026
✨ სტუდენტური გაერთიანება „სხივი“ წარმოგიდგენთ ფოტოკონკურსის „უნივერსიტეტი ობიექტივში“ მესამე საპრიზო ადგილზე გასულ ნამუშევარს.
📸 შემოსული ნამუშევრებიდან ჟიურის წევრებმა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მაია ტორაძემ და მოწვეულმა ლექტორმა ლიანა მარქარიანმა - შეაფასეს სტუდენტების მიერ წარმოდგენილი 5 ფოტოსგან შემდგარი კოლაჟები, რომლებიც ასახავდნენ მათი თვალით დანახულ საუნივერსიტეტო სივრცესა და ყოველდღიურ სტუდენტურ ცხოვრებას.
🥉ჟიურის გადაწყვეტილებით, მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა მოცემული ნამუშევრის ავტორმა - სოფიო მუჯირმა.
💙 ვულოცავთ სტუდენტს ფინალურ ეტაპზე წარმატებულ ასპარეზობას და მადლობას ვუხდით კონკურსში აქტიური მონაწილეობისთვის.
31/12/2025
🎓27 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტური გაერთიანება „სხივის“ ორგანიზებით, წარმატებით გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია „საბჭოთა კავშირი - პოლიტიკა, საზოგადოება, კულტურა“.
🔷კონფერენციამ გააერთიანა თსუ-ის სტუდენტები, რომლებმაც სამეცნიერო ხელმძღვანელების მხარდაჭერით წარმოადგინეს ახალი და საინტერესო კვლევები საბჭოთა ეპოქის პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და იდეოლოგიურ პროცესებზე. განხილულმა თემებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საბჭოთა თემატიკაზე კვლევების საჭიროება თანამედროვე რეალობის გასააზრებლად, ასევე ის, თუ რამდენად მრავალშრიანი და წინააღმდეგობებით სავსეა საბჭოთა მემკვიდრეობა, როგორც ისტორიული გამოცდილება.
🔷კონფერენცია გახსნა ენათმეცნიერმა, თსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა თინათინ ბოლქვაძემ მოხსენებით - „საბჭოთა იდეოლოგიის გავლენა ენათმეცნიერებაზე“, რომელშიც განხილული იყო საბჭოთა იდეოლოგიის ზეგავლენა ენათმეცნიერების თეორიულ ჩარჩოებსა და კვლევით პრაქტიკაზე, რაც შეხვედრის დასაწყისშივე კრიტიკულ და აკადემიურად მდიდარ დისკუსიას დაედო საფუძვლად.
🔷კონფერენციის სამეცნიერო ხელმძღვანელის, თსუ-ის ასოცირებული პროფესორის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, სამეცნიერო კომისიის - მაია ტორაძის, ლიანა მარქარიანისა და თამარ ორჯონიკიძის - შეფასებებმა და აქტიურმა დისკუსიებმა კონფერენციას განსაკუთრებული აკადემიური სიღრმე და მაღალი სამეცნიერო სტანდარტი შესძინა.
26/12/2025
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის - „საბჭოთა კავშირი - პოლიტიკა, საზოგადოება, კულტურა“ - პროგრამა.
პროგრამა
18/12/2025
💙 გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“ კინოკლუბის შესახებ.
დიდ მადლობას ვუხდით ნინო კაკულიას 💙
კინოკლუბის შექმნის იდეა და კინოჩვენების რამდენიმე სეანსი სტუდენტებისთვის - gazeti.tsu.ge
კინოკლუბის შექმნის იდეა 2025 წელს დაიბადა, რომელიც სტუდენტური გაერთიანება ,,სხივისა“ და რეჟისორის, თსუ-ს ლექტორის ნ....