16/03/2026
"დამსაქმებლის გამოწვევის" გამარჯვებული გუნდი ბრიტანეთის საელჩოს ეწვია და ახლოდან გაიცნო საელჩოს მუშაობის პროცესი. შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ ენახათ, როგორია ბრიტანეთის საელჩოს სამუშაო სტრუქტურა.
„ჩემი მთავარი მოლოდინი იყო, გამეგო, რა დატვირთვა და მოვალეობები აქვს საელჩოს თითოეული რგოლს. არ მეგონა, ასეთი მრავალფერივანი თუ იქნებოდა მათი სამუშაო პროცესი. შეხვედრებისას განვიხილეთ მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარება; გამოწვევები და ის სირთულეები, რომლის ფონზეც დღეს მუშაობს დიპლომატიური კორპუსი.
თითოეული დეპარტამენტის წარმომადგენელმა პირადად გაგვაცნო თავისი ყოველდღიურობა: დაწყებული კიბერუსაფრთხოების საკითხებით, დამთავრებული Chevening-ის სტიპენდიებითა და ეკონომიკური პროექტებით, რეგიონალური მასშტაბით. დავინახე, რამდენად მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა და სწორი კომუნიკაცია ასეთ დიდ ინსტიტუციაში.." - ლიზი თხილაიშვილი, კონკურსის გამარჯვებული.
სწორედ ამისთვის არსებობს „ოქროს კომპასი", რომ ახალგაზრდებს რეალური სამყაროსკენ გზა გავუხსნათ.