Lingostar•ლინგოსთარი

Lingostar•ლინგოსთარი ⭐️ინგლისური ენის ონლაინ ოლიმპიადა
⭐️ინგლისური ენის სკოლა
⭐️ახალგაზრდული ბანაკი
(1)

🚀დასრულდა Lingostar School of English-ის საზაფხულო სკოლა Talktopia ზუგდიდში! ☀️5 დღიანი ინტენსიური პროგრამის განმავლობაშ...
03/08/2026

🚀დასრულდა Lingostar School of English-ის საზაფხულო სკოლა Talktopia ზუგდიდში! ☀️

5 დღიანი ინტენსიური პროგრამის განმავლობაში მონაწილეები ამერიკელ პედაგოგთან ერთად ყოველდღიურად ავითარებდნენ ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარებს, მონაწილეობდნენ ინტერაქტიულ დისკუსიებსა და გუნდურ აქტივობებში.

🏅პროგრამის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები. სერტიფიკატები მონაწილეებს გადასცეს ამერიკელმა პედაგოგმა რუდი კარერამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორმა ბესიკ არახამიამ.

🚀ვულოცავთ ყველა მონაწილეს პროგრამის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო მეტ წარმატებას ინგლისური ენის შესწავლისა და პიროვნული განვითარების გზაზე!

🤩განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრს მასპინძლობის, მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი

🇹🇷 🇺🇳სტამბულში გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია (MUN Istanbul 2026) წარმატებით დასრულდა. კონფერენციის ფარგლებ...
26/07/2026

🇹🇷 🇺🇳სტამბულში გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია (MUN Istanbul 2026) წარმატებით დასრულდა. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საკომიტეტო სამუშაოებში, სადაც მსოფლიოს წინაშე მდგარ აქტუალურ საერთაშორისო საკითხებზე იმსჯელეს, გამართეს დებატები და ერთობლივად იმუშავეს შესაძლო გადაწყვეტილებების შემუშავებაზე სხვადასხვა ქვეყნის ახალაგზრდებთან ერთად.

🇺🇳🌎დასკვნით ეტაპზე მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გამოცდილი დიპლომატებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს წარმომადგენლებისგან მოესმინათ რჩევები და მიეღოთ ინფორმაცია საერთაშორისო დიპლომატიაში კარიერული განვითარების, გაეროს სისტემაში დასაქმებისა და პროფესიული განვითარების პერსპექტივების შესახებ.

🏅კონფერენციის დასკვნით ცერემონიაზე მონაწილეებს საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ, რაც მათ მიერ პროგრამაში წარმატებულ მონაწილეობას ადასტურებს.

🚀მადლობა ჩვენს მონაწილეებს, რომ ღირსეულად წარადგინეს ჩვენი დელეგაცია.
🏅მართა მიქელაძე
🏅რევაზ კოლელიშვილი
🏅მარიამ შანიძე
🏅საბა კუჭუხიძე
🏅მართა გეთია
🏅მარიამ დიღმელაშვილი
🏅მაია სვარიძე

✈️Oxford School Georgia-ს მოსწავლეები საზაფხულო აკადემიური პროგრამის ფარგლებში გაემგზავრნენ ოქსფორდში, სადაც ორი კვირის ...
20/07/2026

✈️Oxford School Georgia-ს მოსწავლეები საზაფხულო აკადემიური პროგრამის ფარგლებში გაემგზავრნენ ოქსფორდში, სადაც ორი კვირის განმავლობაში ისინი ჩაერთვებიან საერთაშორისო სასწავლო პროცესში, აირჩევენ მათთვის საინტერესო აკადემიურ მიმართულებებს და გაიღმავებენ ცოდნას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ თანატოლებთან ერთად.

🎓ექსკლუზიური საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში ქართველ ახალგაზრდებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ისწავლონ ოქსფორდის უნივერსიტეტში. პროგრამა აერთიანებს მაღალი ხარისხის აკადემიურ განათლებასა და ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას, როგორიცაა კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, ლიდერობა, დამოუკიდებლობა, ინტერკულტურული კომუნიკაცია და გლობალური ხედვა.

🇬🇧Oxford School Georgia აგრძელებს საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას ქართველი ახალგაზრდებისთვის, რადგან თანამედროვე განათლების ღირებულება განისაზღვრება არა მხოლოდ იმით, თუ რას სწავლობ, არამედ იმ გარემოთიც, სადაც ეს ცოდნა ყალიბდება. სწორედ ასეთი გამოცდილება აძლევს ახალგაზრდებს შესაძლებლობას, საკუთარი პოტენციალი საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში სრულად წარმოაჩინონ და კონკურენტუნარიან მომავალს ჩაუყარონ საფუძველი.

⭐ყოველი ახალგაზრდისთვის ცხოვრებაში დგება ის მომენტი, როდესაც ოცნება მიზნად იქცევა, მიზანი – მოქმედებად, ხოლო მოქმედება –...
15/07/2026

⭐ყოველი ახალგაზრდისთვის ცხოვრებაში დგება ის მომენტი, როდესაც ოცნება მიზნად იქცევა, მიზანი – მოქმედებად, ხოლო მოქმედება – წარმატებად. ლინგოსთარის მთავარი მისია სწორედ ასეთი მომენტების შექმნაა. 2025–2026 აკადემიური წელი ამ მისიის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი გახდა – წელი, რომელმაც ასობით ახალგაზრდას მისცა შესაძლებლობა, საკუთარი ცოდნა, ლიდერული პოტენციალი და გლობალური ხედვა საერთაშორისო ასპარეზზე წარმოეჩინა.

ყოველი ახალგაზრდისთვის ცხოვრებაში დგება ის მომენტი, როდესაც ოცნება მიზნად იქცევა, მიზანი - მოქმედებად, ხოლო მოქმ...

ძვირფასო ლინგოსთარელებო ⭐ჩემი მიზანი არასოდეს ყოფილა მხოლოდ ინგლისური ენის ოლიმპიადის შექმნა, როდესაც ლინგოსთარი დავაფუძ...
13/07/2026

ძვირფასო ლინგოსთარელებო ⭐

ჩემი მიზანი არასოდეს ყოფილა მხოლოდ ინგლისური ენის ოლიმპიადის შექმნა, როდესაც ლინგოსთარი დავაფუძნე, მინდოდა შემექმნა საზოგადოება, სადაც ახალგაზრდები ცოდნასთან ერთად ღირებულებებსაც გაიზიარებდნენ, იპოვიდნენ თანამოაზრეებს, ისწავლიდნენ ერთმანეთის მხარდაჭერას და დაიჯერებდნენ, რომ მათ შეუძლიათ საკუთარი მომავლისა და სამყაროს შეცვლა.

დღესაც სწორედ ამ იდეას ვემსახურებით.

LingoStar-ის მისიაა აღზარდოს განათლებული, თავდაჯერებული და პასუხისმგებლიანი თაობა, რომელიც დიდ მიზნებს დაისახვას, გამოიყენებს საერთაშორისო შესაძლებლობებს, იფიქრებს გლობალურად და ნებისმიერ წარმატებას ადამიანური ღირებულებებით გაზომავს.

სწორედ ამიტომ, ჩვენი თითოეული პროექტი - ოლიმპიადა, საერთაშორისო პროგრამა, ბანაკი თუ სხვა საგანმანათლებლო ინიციატივა ერთ მიზანს ემსახურება, დაგეხმაროთ აღმოაჩინოთ საკუთარი პოტენციალი, გახდეთ საკუთარი თავისთვის საუკეთესო ვერსია.

მე მჯერა, რომ ნამდვილი წარმატება მხოლოდ პირადი მიღწევა არ არის, ის იწყება მაშინ, როცა შენი ცოდნით, გამოცდილებითა და მაგალითით სხვა ადამიანებსაც აძლიერებ. სწორედ ასე იქმნება საზოგადოება, სადაც წარმატება გადამდებია.

თუ ლინგოსთარელი ხარ, იცოდე, რომ შენ მხოლოდ ჩვენი პროექტების მონაწილე არ ხარ - შენ ხარ იმ თაობის წარმომადგენელი, რომელსაც შეუძლია უკეთესი მომავალი შექმნას საკუთარი ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის.

მადლობა, რომ ამ გზას ჩვენთან ერთად გადიხარ.

მომავალი მათ ეკუთვნით, ვინც სწავლას არასოდეს წყვეტს, ერთმანეთის წარმატებით გულწრფელად ხარობს და არასოდეს კარგავს საკუთარი თავის რწმენას.

მუდამ იკაშკაშეთ.

სოფიკო ქვარცხავა
ლინგოსთარის დამფუძნებელი და დირექტორი

Dear LingoStar Community ⭐

When I founded LingoStar, my vision was never limited to creating an English language Olympiad. I wanted to build a community where young people would not only gain knowledge, but also grow in confidence, embrace shared values, build meaningful friendships, support one another, and believe in their ability to shape a brighter future and make a positive difference in the world.

Today, that vision continues to guide everything we do.

At LingoStar, we believe that education is about more than academic achievement. It is about continuous growth, embracing new ideas, challenging conventional thinking, finding creative solutions, and having the courage to turn possibilities into reality.

Our mission is to empower a generation of educated, confident, compassionate, and responsible young people who are ready to set ambitious goals, embrace international opportunities, think globally, adapt to a changing world, and measure success not only by their achievements, but also by the positive impact they have on others.

Every LingoStar initiative—whether an Olympiad, an international program, a camp, or another educational project—is designed with one purpose: to help you discover your potential, develop your strengths, and become the very best version of yourself.

Progress is never achieved alone. It happens when we encourage one another, celebrate each other's successes, learn from our challenges, and work together toward a shared vision. A strong community is built on respect, kindness, collaboration, and the belief that when one person succeeds, we all move forward together.

If you are part of the LingoStar family, remember that you are more than a participant in our programs. You are an ambassador for lifelong learning, innovation, and positive change. Your ideas, your actions, and your willingness to support others have the power to inspire those around you and help create a better future for your community, your country, and the world.

Thank you for being part of this journey and for helping us build something truly meaningful.

The future belongs to those who never stop learning, who embrace change with curiosity, who lift others as they grow, and who never stop believing in themselves.

Keep learning. Keep inspiring. Keep shining.

Sopiko Kvartskhava
Founder & Director of LingoStar

🇺🇸4 ივლისი თავისუფლების, შესაძლებლობებისა და პროგრესის სიმბოლოა.🚀🇺🇸ამერიკის შეერთებული შტატები ათწლეულების განმავლობაში ...
04/07/2026

🇺🇸4 ივლისი თავისუფლების, შესაძლებლობებისა და პროგრესის სიმბოლოა.

🚀🇺🇸ამერიკის შეერთებული შტატები ათწლეულების განმავლობაში რჩება განათლების, ინოვაციებისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად. სწორედ ამიტომ, ის მილიონობით სტუდენტისა და მომავალი ლიდერისთვის შთაგონების წყაროა და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ახალგაზრდებს ამ გზაზე მივცეთ მეტი მოტივაცია იმ პროექტებით, რომელთაც ვახორცილებთ აშშ-ში.

🌎🇺🇸 Happy Independence Day! May the United States continue to inspire future generations through education, innovation and opportunity.

🇺🇸US Embassy Tbilisi, Georgia

🚀ლინგოსთარი გაძლევს შანსს TALKTOPIA-ს საზაფხულო სკოლაში 100%-იანი დაფინანსებით ისწავლო.🏆 კონკურსის ფარგლებში გამოვლინდებ...
03/07/2026

🚀ლინგოსთარი გაძლევს შანსს TALKTOPIA-ს საზაფხულო სკოლაში 100%-იანი დაფინანსებით ისწავლო.

🏆 კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული - 📍თბილისი 📍ქუთაისი 📍ზუგდიდი

როგორ მიიღო მონაწილეობა?

👍 მოიწონე LingoStar-ისა და LingoStar • School of English Facebook გვერდები.

🔄 გააზიარე ეს პოსტი საჯაროდ.

👥 მოიწვიე მეგობრები.

🎥 ჩაწერე 30-60 წამიანი ვიდეო ინგლისურ ენაზე, სადაც უპასუხებ კითხვას:

💬 "Why should LingoStar sponsor my place at TALKTOPIA?"

💬 ატვირთე ვიდეო ამ პოსტის კომენტარში.

📌 წესები:

🎓 კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს.

🎥 თითო მონაწილეს შეუძლია ატვირთოს მხოლოდ ერთი ვიდეო.

🇬🇧 ვიდეო უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.

⏱️ვიდეოს ხანგრძლივობა უნდა იყოს 30-60 წამი.

💬 ვიდეო აუცილებლად უნდა განთავსდეს ამ პოსტის კომენტარში.

📝 კომენტარში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სახელი, გვარი და ქალაქი. (მაგ: ანა გიორგაძე - თბილისი)

🏅 თითოეული ქალაქიდან გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.

⚠️ LingoStar იტოვებს უფლებას, არ გაითვალისწინოს ყალბი ანგარიშებიდან მიღებული ან არაორგანულად დაგროვილი რეაქციები, ასევე კონკურსის წესების დარღვევის შემთხვევაში მოხსნას მონაწილე კონკურსიდან.

🏆 გამარჯვებულის გამოვლენა:

📅 ვიდეოების ატვირთვა გაგრძელდება 10 ივლისის ჩათვლით.

🎉 გამარჯვებულები გამოვლინდებიან 11 ივლისს.

❤️👍 თითოეული ქალაქიდან გაიმარჯვებს მონაწილის ვიდეო, რომელიც 10 ივლისის ჩათვლით დააგროვებს ყველაზე მეტ Facebook რეაქციას (Like, Love, Care და სხვა).

🎤Show us your English. Share your story. Win your summer!☀️

02/07/2026

📍ლინგოსთარის საზაფხულო სკოლა თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში!

🌎საზაფხულო პროგრამა TALKTOPIA შექმნილია მოზარდებისთვის, რომელთაც სურთ კომუნიკაციის, კრიტიკული აზროვნებისა და საჯარო გამოსვლის უნარების განვითარება თანამედროვე და ინტერაქციულ გარემოში და თან ინგლისურ ენაზე.

📚 პროგრამის ფარგლებში:

✅ ყოველდღიური სასაუბრო პრაქტიკა ინგლისურ ენაზე
✅ გაკვეთილები და აქტივობები Native Speaker-ებთან
✅ დებატები, პრეზენტაციები და გუნდური პროექტები
✅ სახალისო საგანმანათლებლო თამაშები და გამოწვევები
✅ ახალი მეგობრები და მეტი თავდაჯერებულობა

📩 იჩქარე, დარეგისტრირდი დღესვე:
ადგილები შეზღუდულია!
https://forms.gle/bKzu96imSeFPkqpi7

ლინგოსთარის საზაფუხლო სკოლა ბათუმში დაიწყო
02/07/2026

ლინგოსთარის საზაფუხლო სკოლა ბათუმში დაიწყო

02/07/2026

🌍 Youth Global Summit 2035 ლინგოსთარის ბანაკში!

Global Leadership Camp-ის ფარგლებში გაიმართა Global Summit 2035 საერთაშორისო ღონისძიება, რომელმაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა მისცა ემუშავათ მსოფლიო მნიშვნელობის საკითხებზე, წარედგინათ საკუთარი იდეები და ემსჯელათ ამ ხედვის ფარგლებში ლატვიის ელჩთან საქართველოში ედიტე მედნესთან, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ პროფესორ სკოტ სვეინთან, ოქსფორდის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან და სხვა ბანაკის მოწვეულს სტუმრებთან ერთად 🌠

💡ამ ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდებში ლიდერული უნარების, გლობალური აზროვნების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და აქტიური მოქალაქეობის წახალისება.

💙 ლინგოსთარი დიდ მადლობას უხდის ყველა მონაწილე ახალგაზრდას, რომლებმაც ამ ბანაკში ერთმანეთს მართლაც დაუვიწყარი მოგონებები აჩუქეს. გვჯერა, რომ აქ მიღებული გამოცდილება, ახალი მეგობრები და ერთად გატარებული ფერადი დღეები მათ ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს!

❄️ შევხვდებით ზამთრის ბანაკში! ❤️

Address

თბილისი, კოსტავას 47
Tbilisi
0144

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Lingostar•ლინგოსთარი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Lingostar•ლინგოსთარი:

Shortcuts

Share