04/08/2026
უპგ ტრენინგის "სპირომეტრია პრაქტიკოსი ექიმებისთვის" მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!
ვაცხადებთ უპგ ტრენინგის ჯგუფის დაკომპლექტებას, 2026 წელს ეს იქნება ბოლო ტრენინგი.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს აკრედიტებული უპგ პროგრამის (აკრედიტაციის N1438) ტრენინგის ჩატარება იგეგმება 2026 წლის 22-23 აგვისტოს თბილისში, სპირომეტრიის ევროპული სკოლის ოფისში.
ტრენინგის ჩატარების საათები:
პირველი დღე - 10.00-17.00
მეორე დღე - 10.00-17.00
ტრენინგი განკუთვნილია შემდეგი პროფილის ექიმებისთვის: შინაგანი მედიცინა, საოჯახო მედიცინა, პედიატრია, ალერგოლოგია-იმუნოლოგია, პულმონოლოგია, ფტიზიატრია, ანესთეზია-რეანიმატოლოგია.
ტრენინგი ორდღიანია, მინიჭებული აქვს 12 კრედიტ ქულა. საფასური 250 ლარი.
ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
გთხოვთ გაავრცელოთ ინფორმაცია დაინტერესებულ კოლეგებში, კომპლექტდება 20-კაციანი ჯგუფი.
დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის გთხოვთ მოგვმართოთ:
ტელეფონზე: 599 29 15 52, სპირომეტრიის ევროპული სკოლის ფეისბუქ გვერდის მესინჯერში ან ელექტრონული ფოსტით [email protected]
სპირომეტრიის ევროპული სკოლის ადმინისტრაცია
Send a message to learn more