GRUNI Analytics

GRUNI Analytics

Share

GRUNI ANALYTICS is an analytical center

გაცვლითი პროგრამა გერმანიაში 21/03/2026

📣 Baden-Wuerttemberg Cooperative State University Heidenheim აცხადებს სტუდენტების მიღებას 2026/2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის 🇩🇪

🔹 პროგრამა მოიცავს 1 სემესტრით გერმანიაში სწავლას
🔹 მიღებული კრედიტები აღიარებული იქნება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ

📌 მონაწილეობის წინაპირობები:
• ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე
• მაღალი აკადემიური მოსწრება
• პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებს

📩 მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ლინკი👇🏻

გაცვლითი პროგრამა გერმანიაში თანამედროვე განათლება - თანამედროვე უნივერსიტეტში

Photos from გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი • Grigol Robakidze University's post 06/01/2026
Photos from GRUNI Analytics's post 25/12/2025

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა წიგნის „კორპორაციული ფინანსების საფუძვლები“ პრეზენტაცია. გამოცემა დაიბეჭდა გრუნისა და ამერიკის საელჩოს თანამშრომლობით, ხოლო თარგმანი განხორციელდა ბიზნესისა და მართვის სკოლის პროფესორების აქტიური ჩართულობით.

წიგნი წარმოადგენს მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რესურსს და განკუთვნილია არა მხოლოდ გრუნის, არამედ საქართველოს სხვა უნივერსიტეტებისთვისაც, რაც კიდევ უფრო ზრდის მის აკადემიურ ღირებულებას. 📚

13/12/2025

ღია კარის დღე გრუნიში✨

Pass to PMP Webinar Registration Form 12/12/2025

🎯 თუ შენი მომავალი წლის გეგმების სიაში არის PMP სერთიფიკატის მიღება, ეს ვებინარი შენთვისაა!

📅 20 დეკემბერი, 2025 | 🕖 14:00 საათი (GMT +4)
📍 ონლაინ Zoom | https://us06web.zoom.us/j/84555670906
🔗 რეგისტრაცია: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeSMPQ8WJHiBoEU7EFPErV9fhI0LW7F17k7aDxlpgA3NplU0Q/viewform?usp=publish-editor
🌐 ენა: ქართული
🎓 PDU: წარმომადგენლობის სერტიფიცირებულ წევრებს დაერიცხებათ PDU-ები

👩‍💼ვებინარს გაუძღვება ლელა მაჩაიძე – Senior Project Manager 17+ წლიანი გამოცდილებით. იგი არის პროგრამებისა და სერვისების მიწოდების დირექტორი კანადაში, რომელიც წარმატებით მართავს სტრატეგიულ ინიციატივებს IT, ჯანდაცვისა და სატრანსპორტო სფეროებში.

PMI საზოგადოებაში მისი სახელი ლიდერობას უკავშირდება: ის არის PMI თბილისი, სქართველოს წარმომდგენლობის თანადამაარსებელი და პირველი პრეზიდენტი, ასევე PMI-NS ჩაპტერის დირექტორთა საბჭოს წევრი.

საერთაშორისო სერთიფიკატები — PMP, PMI-ACP, BRMP, PMI-PMOCP — ლელას სტრატეგიული და Agile მენეჯმენტის მაღალი დონის კომპეტენციას ადასტურებს. MIT-ისა და ოქსფორდის აღმასრულებელი განათლების წყალობით, ის აქტიურად იყენებს AI-ს ორგანიზაციული ღირებულების შესაქმნელად.

აღიარებული სპიკერი, რომელიც ლიდერებს ორგანიზაციული წარმატების მისაღწევად შთააგონებს.

ვებინარის მიმდინარეობისას გაეცნობით:

📌 რა არის PMP სერთიფიცირება და რა წინაპირობებია საჭირო გამოცდის ჩასაბარებლად
📚 გამოცდის სტრუქტურასა და სასწავლო სტრატეგიებს
💡 პრაქტიკულ რჩევებს მომზადებისთვის
❓ Q&A სექციას, რომლის დროსაც შესაძლებლობა გექნებათ თავად დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები

🌍ვებინარზე დასწრება შეუძლია ყველას

📝 რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 11 დეკემბრიდან და დასრულდება 19 დეკემბრის საღამოს.

იჩქარეთ და არ გამოტოვოთ შანსი, მიაღწიოთ თქვენს დასახულ მიზანს!

Pass to PMP Webinar Registration Form 🚀 Path To PMP – გზა PMP-სკენ 🎯თუ შენი მომავალი წლის გეგმების სიაში არის PMP სერთიფიკატის მიღება, ეს ვებინარი შენთვისაა! 📅 20 დე...

10/12/2025

📢 სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა

11 დეკემბერს თიბისი ESG აკადემიის ფარგლებში გაიმართება ტრენინგი თემაზე:
„ბიზნესის გზა მდგრადობისკენ – შექმენი მწვანე მომავალი“ 🌱

ტრენინგი განსაკუთრებით საინტერესო იქნება ბიზნესის ადმინისტრირების, მმართველობისა და ენერგო მენეჯმენტის მიმართულებით სწავლოსანი სტუდენტებისთვის, ასევე ყველასთვის, ვისაც აინტერესებს მდგრადი განვითარება და თანამედროვე ბიზნესის გამოწვევები.

პროგრამა შექმნილია თიბისის ESG გუნდისა და საერთაშორისო სატრენინგო კომპანიის Develor-ის მიერ და ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით. ტრენინგის მიზანია მონაწილეებისთვის როგორც თეორიული ცოდნის, ისე პრაქტიკული უნარების განვითარება — თანამედროვე ქოუჩინგ მიდგომების, ინტერაქტიური სავარჯიშოების, ვიდეოებისა და შემეცნებითი თამაშების საშუალებით.

📚 ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება:
მდგრადი ბიზნეს მოდელები, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკები ბიზნესისთვის, მწვანე დაფინანსება, სხვადასხვა ეკონომიკური სექტორის მიმოხილვა და მწვანე ინიციატივების შესაძლებლობები.

📍 საორგანიზაციო ინფორმაცია:
📅 თარიღი: 11 დეკემბერი
⏰ დრო: 10:00 – 18:00
📌 ლოკაცია: თიბისი კონცეპტი, IV სართული
📍 მარჯანიშვილის ქ. 7, თბილისი
🗣 სამუშაო ენა: ქართული

✅ დასწრება უფასოა (უზრუნველყოფილია ყავის შესვენებები)

📝 რეგისტრაცია:
👉 https://forms.office.com/e/DwCzztxDEA

🌍 შემოუერთდით ტრენინგს და მიიღეთ პრაქტიკული ცოდნა ბიზნესის მდგრადი განვითარების შესახებ.

forms.office.com

09/12/2025

📢 გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრი გიწვევთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე!

🚀გელოდებით ყველას!

📅 2025 წლის 16 დეკემბერს, 17:00 საათზე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების ცენტრის მიერ შემუშავებული მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების წარდგენის ღონისძიება გაიმართება.

🌍 გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი გაეროს პასუხისმგებლიანი განათლების მენეჯმენტის პრინციპების (UN PRME) ოფიციალური ხელმომწერი წევრია და მაქსიმალურად ცდილობს, ხელი შეუწყოს მაღალი ეთიკური სტანდარტების, კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადი ტრანსფორმაციის პრინციპების დანერგვას საგანმანათლებლო კურიკულუმში.

🎓 აღნიშნული პროგრამები სრულ შესაბამისობაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs), PRME-სა და გაეროს გლობალურ შეთანხმებასთან (UNGC).

რატომ უნდა დაესწრო ღონისძიებას❓
▪️გაიცნობ გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრს და მიიღებ ინფორმაციას მისი ინიციატივებისა და აქტივობების შესახებ;
▪️გაიგებ ყველაფერს ახალ, რეგიონული მასშტაბით ინოვაციურ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტის მიმართულებით;
▪️გაეცნობი ინფორმაციას გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრის მიერ შემუშავებული სასერტიფიკატო კურსების შესახებ მდგრადობის მიმართულებით;
▪️მოუსმენ UN PRME-ის (გაეროს პასუხისმგებლიანი განათლების მენეჯმენტის პრინციპები) ოფიციალურ წარმომადგენლებს;
▪️გექნება შესაძლებლობა, გქონდეს პირდაპირი კომუნიკაცია სამინისტროების დარგობრივი დეპარტამენტების წარმომადგენლებთან, აკადემიურ კადრებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან;

📝 ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/71KgGvWs21qVAciu8
_____________
📅 On 16 December 2025 at 17:00, Grigol Robakidze University will hold an event presenting the Master’s and Doctoral programs in Sustainable Business Management developed by the GRUNI SDGs Center.

🌍 As an official signatory to the United Nations Principles for Responsible Management Education (UN PRME), Grigol Robakidze University is strongly committed to integrating high ethical standards, corporate responsibility, and principles of sustainable transformation into its academic curriculum.

🎓 The new programs are fully aligned with the UN Sustainable Development Goals (SDGs), PRME, and the United Nations Global Compact (UNGC).

Why should you attend this event❓
▪️Gain insight into GRUNI SDGs Center and its core initiatives and activities.
▪️Learn everything about the new Master’s and PhD programs in Sustainable Business Management, which stand out as innovative and pioneering across the region.
▪️Explore the Center’s sustainability-focused certificate courses designed to meet current global standards.
▪️Hear directly from official representatives of UN PRME (United Nations Principles for Responsible Management Education).
▪️Engage in direct dialogue with representatives of key government ministries, academic professionals, and international experts.

📝 To attend the event, please register using the link below: https://forms.gle/71KgGvWs21qVAciu8

03/12/2025

🎥 თანამშრომლობის ახალი ნაბიჯი!
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ვახტანგ ჭარაია და კომპანია „ტენეს“ დამფუძნებელი სანდრო ლილუაშვილი საუბრობენ ახალი მემორანდუმის მნიშვნელობაზე, რომელიც სტუდენტებს აძლევს მეტი შესაძლებლობის, გამოცდილებისა და პროფესიული განვითარებისთვის საჭირო პლატფორმას.

🤝 საერთო მიზანი — განათლებისა და ბიზნესის მჭიდრო კავშირი, ინოვაციებზე ორიენტირებული პროექტები და ძლიერი პროფესიული მომზადება.

02/12/2025

📢 თანამშრომლობის ახალი ეტაპი!

2025 წლის 2 დეკემბერს კომპანია „ტენეს“ და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა (GRUNI) ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

🤝 ხელშეკრულების მიზანია სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, რაც სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, განივითარონ პროფესიული უნარები და მოღვაწეობდნენ თანამედროვე ბიზნეს-სექტორის მოთხოვნებთან შესაბამის გარემოში.

📌 თანამშრომლობა მოიცავს:
• ერთობლივი საგანმანათლებლო, კვლევითი და პრაქტიკული პროექტების განხორციელებას;
• სტაჟირების და კორპორატიული პრაქტიკის პროგრამების შეთავაზებას;
• სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზებას;
• თანამედროვე შრომის ბაზარზე მორგებული სასწავლო კურსების განვითარებას.

🎯 მემორანდუმი მოიცავს სტუდენტების პროფესიულ მომზადებას, ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას და აძლიერებს კერძო სექტორთან თანამშრომლობის კულტურას.

02/12/2025

2025 წლის 2 დეკემბერს კომპანია „ტენეს“ დამფუძნებელმა, სანდრო ლილუაშვილმა, გამართა საჯარო ლექცია თემაზე:
„ცირკულარული ეკონომიკა, ნარჩენების მართვა და მეწარმეობა“ ♻️💡

ლექციის განმავლობაში განხილული იყო:
🔄 ცირკულარული ეკონომიკის ძირითადი პრინციპები
♻️ ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომები
🚀 გარემოსდაცვით ინოვაციებთან დაკავშირებული მეწარმეობის ტენდენციები

სანდრო ლილუაშვილმა სტუდენტებს გააცნო:
📌 რეალური ბიზნეს-ქეისები
📌 ინოვაციების დანერგვის პრაქტიკული გამოცდილება
📌 ეკოლოგიურად პასუხისმგებელი გადაწყვეტილებების მიღების სამუშაო მიდგომები 🌱

ღონისძიებაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა:
✨ სტუდენტთა შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე
💡 ინოვაციების გამოყენებაზე ბიზნეს-გადაწყვეტილების მიღების პროცესში
🌍 ეკოლოგიურად სმარტი სტრატეგიების მნიშვნელობაზე

📚 ლექცია გახდა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, უკეთ გაეცნონ თანამედროვე ბაზრის საჭიროებებს და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა, რომელიც მათ პროფესიული უნარების გაძლიერებაში დაეხმარება. 💼🌱

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address

Irina Enukidze 3
Tbilisi
0177