31/03/2026
🧩 ვაგრძელებთ ციკლს — პრაქტიკული რჩევები მშობლებისთვის
დღეს ვისაუბრებთ თამაშზე — მის როლსა და მნიშვნელობაზე ბავშვის განვითარების პროცესში.
ასევე გაგიზიარებთ ხერხებს, როგორ გახდეთ თქვენი შვილისთვის საინტერესო პარტნიორი ამ მნიშვნელოვან პროცესში.
⸻
🎯 თამაში = სწავლა
ხშირად გვესმის კითხვა:
„ჩემი შვილი ცენტრში სულ თამაშობს, როდის დაიწყებს სწავლას?“
პასუხი მარტივია: ბავშვი სწორედ მაშინ სწავლობს ყველაზე მეტს, როცა თამაშობს.
ABA თერაპიაში ამას ბუნებრივ გარემოში სწავლას (NET) ვუწოდებთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ველოდებით ბავშვს მაგიდასთან – ჩვენ შევდივართ მის სამყაროში, იატაკზე, სათამაშოებთან ერთად. თამაში არ არის დასვენება სწავლისგან, თამაში თავად არის სწავლის პროცესი.
⸻
🔍 რა არის ფუნქციური თამაში და რატომ არის ის კრიტიკულიად მნიშვნელოვანი?
ფუნქციური თამაში არის საგნის გამოყენება მისი რეალური დანიშნულებით. ბევრი ბავშვისთვის (განსაკუთრებით განვითარების შეფერხებისას) სათამაშო შეიძლება იყოს მხოლოდ სენსორული სტიმულაციის წყარო (მაგალითად, მანქანის ბორბლების უსასრულო ტრიალი ან კუბიკების მხოლოდ მწკრივად დალაგება).
ჩვენი მიზანია, ეს ქცევა გარდავქმნათ ფუნქციურ ქმედებად, რაც საფუძველია:
• ლოგიკური აზროვნებისთვის (მიზეზ-შედეგობრიობა: “თუ ღილაკს დავაჭერ, მუსიკა ჩაირთვება”).
• სოციალური უნარებისთვის (სხვასთან ერთად თამაში და თვალებით კონტაქტი).
• კომუნიკაციისთვის (თამაშის დროს დახმარების ან ნივთის მოთხოვნის სწავლა).
⸻
💡 5 პრაქტიკული რჩევა მშობლებისთვის
1. მიჰყევით ბავშვის ინტერესს
ნუ დააძალებთ თამაშს — შეუერთდით იმას, რაც მას მოსწონს.
📌 დაჯექით მის დონეზე
📌 თქვით: „ვაუ, რა დიდი კოშკია!“
👉 ასე ბავშვი უფრო მეტად ერთვება თქვენთან ურთიერთობაში
⸻
2. შექმენით კომუნიკაციის საჭიროება
მოაწყვეთ პატარა „სიტუაციები“, სადაც ბავშვს თქვენთან მიმართვა დასჭირდება.
📌 მაგალითად:
• ფურცელი აქვს, მაგრამ ფანქარი — არა
• საყვარელი სათამაშო დახურულ კონტეინერშია
👉 ბავშვი იწყებს თხოვნის გამოხატვას (ჟესტით, მზერით ან სიტყვით)
⸻
3. იყავით ერთი ნაბიჯით წინ
თუ თამაში ერთფეროვანია — დაამატეთ პატარა იდეა.
📌 „მანქანა გაჩერდა ბენზინგასამართზე“
📌 „წავიდა ავტოფარეხში“
👉 ასე ვითარდება წარმოსახვა და სიუჟეტური თამაში
⸻
4. გაახმოვანეთ ქმედებები
ნაკლები კითხვა — მეტი აღწერა.
📌 „აიღე კუბიკი… ვაშენებთ… ბუმ, დაეცა!“
👉 ბავშვი ბუნებრივად ითვისებს ახალ სიტყვებს
⸻
5. ითამაშეთ რიგის დაცვით
თამაში = ურთიერთობის პირველი გაკვეთილი
📌 ბუშტები
📌 კუბიკები
📌 მარტივი თამაშები
👉 ბავშვი სწავლობს:
• ლოდინს
• რიგის დაცვას
• თანამშრომლობას
⸻
💬 ბოლოს კი…
გაგვიზიარეთ კომენტარებში:
👉 რა არის თქვენი შვილის ყველაზე საყვარელი ან უცნაური თამაში?
ერთად ვნახოთ, როგორ შეიძლება მისი გამოყენება სწავლისთვის 💛
სტატია მოამზადა ადელინა არუთინოვამ.
#მშობლებისთვის #ბავშვისგანვითარება #თერაპია #თბილისი
Check out sigma_rehab’s post.