თსუ - თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ს/ს ინსტიტუტი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თსუ - თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ს/ს ინსტიტუტი

თსუ - თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ს/ს ინსტიტუტი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from თსუ - თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ს/ს ინსტიტუტი, Educational Research Center, ჭავჭავაძის 13, Tbilisi.

2026 წლის 27-ივლისიდან 1-ელი აგვისტოს ჩათვლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის სოცი...
01/08/2026

2026 წლის 27-ივლისიდან 1-ელი აგვისტოს ჩათვლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის სოციოლინგვისტიკის მესამე საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ჩატარდა. სკოლის ორგანიზატორები იყვნენ სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება.

სოციოლინგვისტიკის საზაფხულო სკოლაში ლექციებს კითხულობდნენ სოციოლინგვისტიკის სკოლის ხელმძღვანელი თინათინ ბოლქვაძე, საზაფხულო სკოლის მოწვეული ლექტორები ნიდერლანდების, იტალიის, შვედეთისა და შვეიცარიის უნივერსიტეტებიდან.

სოციოლინგვისტიკის სკოლის სტუდენტები იყვნენ ფილოლოგიის, ენათმეცნიერების, ეთნოლოგიის, ისტორიის, აღმოსავლეთმცოდნეობის, სოციოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობისა და სამართალმცოდნეობის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამების ქართველი და უცხოელი სტუდენტები.

2026 წლის 24-26 ივლისს განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით გაიმართა საველე ენათმეცნიერებისა და ენის დოკუმენტაცი...
28/07/2026

2026 წლის 24-26 ივლისს განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით გაიმართა საველე ენათმეცნიერებისა და ენის დოკუმენტაციის საზაფხულო სკოლის საველე ნაწილი ზემო ალვანში.

საველე მუშაობის ფარგლებში სტუდენტებმა განივითარეს საველე მუშაობისათვის საჭირო პრაქტიკული უნარები. შესაბლებობა ჰქონდათ შეხვედროდნენ (წოვა-)თუშური ენაზე მოლაპარაკე კონსულტანტებს, ჩაეწერათ და დაემოშავებინათ მათთვის საინტერესო გრამატიკული კატეგორიები.

საველე მუშაობის ფარგლებში სტიდენტები ესტუმრნენ წოვათის თემის საინფორმაციო-კულტურულ ცენტრს.

From July 24-26, 2026, the fieldwork component of the Summer School on Field Linguistics and Language Documentation was held in Zemo Alvani with the financial support of the International Education Center.

During the fieldwork, students developed the practical skills required for conducting linguistic field research. They had the opportunity to meet consultants who are speakers of the (Tsova-)Tush language, record linguistic data, and analyze grammatical categories of particular interest to them.

As part of the fieldwork program, the students also visited the Information and Cultural Center of the Tsovata Community.

2026 წლის 20-23 ივლისს განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით გაიმართა საველე ენათმეცნიერებისა და ენის დოკუმენტაცი...
28/07/2026

2026 წლის 20-23 ივლისს განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით გაიმართა საველე ენათმეცნიერებისა და ენის დოკუმენტაციის საზაფხულო სკოლის სალექციო ნაწილი.

სალექციო კურსების ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს თეორიული ცოდნა საველე მუშაობის შესახებ.

ლექციები ჩაატარებეს პროფესორებმა, რომელთაც საველე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ: თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების კათედრის ხელმძღვანელი ზურაბ ბარათაშვილი, მოწვეული პედაგოგები: ჟან-კრისტოფ ვერსტრატე (ლუვენის უნივერსიტეტი, ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტი), ლივენ დანკარტი
(უნივერსიტეტი პარიზი 8, საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი).

From July 20-23, 2026, the lecture component of the Summer School on Field Linguistics and Language Documentation was held with the financial support of the International Education Center.

As part of the lecture courses, students acquired theoretical knowledge about fieldwork.

The lectures were delivered by professors with many years of experience in linguistic fieldwork: Zurab-Tato Baratashvili, Head of the Department of Theoretical and Applied Linguistics; and invited lecturers Jean-Christophe Verstraete (KU Leuven and the Australian National University) and Lieven Danckaert (Université Paris 8 and the French National Centre for Scientific Research, CNRS).

2026 წლის 20 ივლისს განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით დაიწყო საველე ენათმეცნიერებისა და ენის დოკუმენტაციის სა...
20/07/2026

2026 წლის 20 ივლისს განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით დაიწყო საველე ენათმეცნიერებისა და ენის დოკუმენტაციის საზაფხულო სკოლა.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას საველე მუშაობის შესახებ.

ლექციებზე დასწრება შეგიძლიათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 201-ე აუდიტორიაში.

სოციოლინგვისტიკის მესამე საერთაშორისო საზაფხულო სკოლა.2026 წლის 27 ივლისი - პირველი აგვისტო, თბილისის სახელმწიფო უნივერი...
17/06/2026

სოციოლინგვისტიკის მესამე საერთაშორისო საზაფხულო სკოლა.

2026 წლის 27 ივლისი - პირველი აგვისტო, თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი.

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება ქართველი და უცხოელი სტუდენტებისათვის 2026 წლის 27 ივლისიდან პირველი აგვისტოს ჩათვლით მართავენ ერთკვირიან მესამე საერთაშორისო საზაფხულო სკოლას სოციოლინგვისტიკაში. სოციოლინგვისტიკის საზაფხულო სკოლა იმუშავებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში. სტუდენტთა განაცხადები მიიღება 2025 წლის 16 ივლისამდე ონლაინ განაცხადის ფორმის გამოყენებით ქართულად ან ინგლისურად: https://shorturl.at/51zn8

ან აპლიკანტმა უნდა გამოგზავნოს სამოტივაციო წერილი ელმისამართზე: [email protected]

იხ. საოციოლინგვისტიკის საზაფხულო სკოლის პროგრამა ქართულად და ინგლისურად:
https://tsu.ge/ka/faculty/%E1%83%B0%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%20%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90%20%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98/news/%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90__________

სამეცნიერო ჟურნალ „ენათმეცნიერების საკითხების“ 2026 წლის ნომერში გამოსაქვეყნებელი სტატიების მიღება დაიწყო. სტატიის გამოს...
31/05/2026

სამეცნიერო ჟურნალ „ენათმეცნიერების საკითხების“ 2026 წლის ნომერში გამოსაქვეყნებელი სტატიების მიღება დაიწყო. სტატიის გამოსაქვეყნებლად რეგისტრაციისა და სტატიის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის პირველი ივლისი.
სტატია უნდა გამოგზავნოთ შემდეგ მეილზე: [email protected]

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/Uf7JNYbqqg6oMin36

ქვემოთ იხილეთ სტატიის გაფორმების წესები:
https://drive.google.com/file/d/1cj0y8DRVm4kLNKumLiv3xzANOmSIVJiM/view?usp=drive_link

2026 წლის 29 მაისს განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსების ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ფრან...
30/05/2026

2026 წლის 29 მაისს განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსების ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორ მანანა თანდაშვილის სემინარი თემაზე: „რატომ ქრებიან ენები? რა ბედი ელის უდიურ ენას საქართველოში?“
მადლობას ვუხდით ქალბატონ მანანას საინტერესო სემინარისათვის.

2026 წლის 29 მაისს განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსების ფარგლებში ჩატარდება სემინარი თემაზე: „რატომ ქრებიან ენებ...
10/05/2026

2026 წლის 29 მაისს განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსების ფარგლებში ჩატარდება სემინარი თემაზე: „რატომ ქრებიან ენები? რა ბედი ელის უდიურ ენას საქართველოში?“

ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორი მანანა თანდაშვილი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე:

„ენა საზოგადოების განვითარების აუცილებელი კომპონენტია. ენის მეშვეობით შეიმეცნებს ადამიანი გარე სამყაროს, ენაში ყალიბდება საზოგადოების ცნობიერება და ენის მეშვეობით გადაეცემა თაობიდან თაობას კულტურული და ისტორიული მეხსიერება. შესაბამისად, ენის გაქრობასთან ერთად ქრება ამ ენის მატარებელი საზოგადოების კულტურაც.

ენათა გაქრობის საფრთხეს საზოგადოებამ გასული საუკუნის მიწურულს მიაქცია ყურადღება და მას შემდეგ საფრთხეში მყოფ ენათა დოკუმენტირება იუნესკოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანია. დღევანდელი მონაცემებით მსოფლიოში არსებული 7000 ენიდან 2467 ენა საფრთხეში მყოფ ენად არის მიჩნეული. მათ შორის არიან საქართველოში არსებული ქართველური, კავკასიური, ინდოევროპული, თურქული და სემიტურ ენათა ოჯახის ენები: მეგრული, ლაზური, სვანური, აფხაზური, წოვა-თუშური, უდიური, ახალ-არამეული, ოსური, პონტოელ ბერძენთა და ურუმელთა მეტყველება.

ლექციაში საუბარია საქართველოში გავრცელებულ ერთ-ერთი ასეთი ენის – უდიური ენისა და უდი სოციუმის ისტორიული და თანამედროვე ენობრივი სიტუაციისა და მათი მშობლიური ენის შესაძლო რევიტალიზაციის შესახებ.“

სემინარის ჩატარების თარიღი: 29.05.2026 17:00-19:00
სემინარის ჩატარების ადგილი: თბილისი, ჭავჭავაძის #1, თსუ, I კორპუსი, აუდიტორია: 216

სემინარზე დასასწრებად დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfhCp9xMequfmwteQInBhfx9b2-64SqC49xadGDtaUhgGO5ag/viewform

დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ ქალბატონ რუსუდან ასათიანს დაბადების დღეს! ♥️
25/02/2026

დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ ქალბატონ რუსუდან ასათიანს დაბადების დღეს! ♥️

2026 წლის 20-26 ივლისს განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით გაიმართება საველე ენათმეცნიერებისა და ენის დოკუმენტა...
10/02/2026

2026 წლის 20-26 ივლისს განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით გაიმართება საველე ენათმეცნიერებისა და ენის დოკუმენტაციის საზაფხულო სკოლა.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას საველე მუშაობის შესახებ.

ლექციებს ჩაატარებენ პროფესორები, რომელთაც საველე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ: თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების კათედრის ხელმძღვანელი ზურაბ ბარათაშვილი, მოწვეული პედაგოგები: ჟან-კრისტოფ ვერსტრატე (ლუვენის უნივერსიტეტი, ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტი), ლივენ დანკარტი
(უნივერსიტეტი პარიზი 8, საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი).

თეორიული სალექციო კურსების შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პრაქტიკაში გამოსცადონ მიღებული ცოდნა და 3 დღის განმავლობაში ზემო ალვანში იმუშაონ კონსულტანტებთან.

ვიწვევთ სტუდენტებს სარეგისტრაციოდ.

რეგისტრაციის ბოლო ვადა – 31 მაისი
მონაწილე სტუდენტთა რაოდენობა – 15

https://fieldwork.unaux.com

საველე ენათმეცნიერებისა და ენათა დოკუმენტაციის საზაფხულო სკოლა თბილისსა და ზემო ალვანში

Address

ჭავჭავაძის 13
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თსუ - თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ს/ს ინსტიტუტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share