26/09/2026
ამ ტრენინგს ითხოვდა მასწავლებელთა უმეტესი ნაწილი და აი ისიც! ❤️
მხოლოდ 30 მონაწილე და შანსი დაიწყო საერთაშორისო გამოცდისთვის მოსწავლეების მომზადება! ❤️
FCE-ის მომზადება მხოლოდ სავარჯიშოების გაკეთება არ არის. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რას ამოწმებს თითოეული დავალება, როგორ ფასდება კანდიდატი, რომელი სტრატეგიები მუშაობს და როგორ გადავიტანოთ ეს ყველაფერი რეალურ გაკვეთილზე.
🎓 FCE TEACHER TRAINING�როგორ მოვამზადოთ მოსწავლეები Cambridge B2 First გამოცდისთვის?
ეს იქნება პრაქტიკული ტრენინგი ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის, სადაც FCE-ს გამოცდას მასწავლებლის თვალით შევხედავთ.
🔹 გავარჩევთ გამოცდის სტრუქტურას, დროის განაწილებასა და შეფასების სისტემას - რას ელიან კანდიდატისგან და როგორ ითვლება შედეგი.
🔹 ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილავთ Reading & Use of English-ის თითოეულ Task-ს - რა სტრატეგიები ვასწავლოთ მოსწავლეს, სად უშვებენ ყველაზე ხშირად შეცდომებს და როგორ ვიმუშაოთ მათზე.
🔹 დეტალურად შევეხებით Writing-ს — Essay, Email/Letter, Article, Review; როგორ ვასწავლოთ სტრუქტურა, საჭირო ენა და როგორ შევაფასოთ ნაწერი Cambridge-ის კრიტერიუმების მიხედვით.
🔹 ვისაუბრებთ Listening-ის ეფექტურ სტრატეგიებზე - როგორ მოვამზადოთ მოსწავლე კონკრეტული ტიპის დავალებებისთვის.
🔹 გავარჩევთ Speaking-ის თითოეულ ნაწილს - რას აფასებს გამომცდელი, როგორ ვავარჯიშოთ მოსწავლეები და როგორ მოვამზადოთ ისინი გამოცდისთვის.
💻 განსაკუთრებული ნაწილი - FCE + AI & ONLINE TOOLS
ტრენინგზე მხოლოდ თეორიაზე არ ვისაუბრებთ - გაჩვენებთ კონკრეტულ ციფრულ ინსტრუმენტებს და მათ გამოყენებას პრაქტიკაში.
✓ სად ვაწერინოთ მოსწავლეებს FCE Writing ონლაინ და როგორ მიიღონ უკუკავშირი საკუთარ ნამუშევარზე;
✓ როგორ გამოვიყენოთ AI Writing-ის გასაანალიზებლად და Cambridge-ის კრიტერიუმების მიხედვით სავარაუდო შეფასების მისაღებად;
✓ როგორ ვასწავლოთ მოსწავლეს AI-ის გამოყენება ისე, რომ მან დახმარება მიიღოს და არა მზა პასუხი;
✓ სად გავაკეთებინოთ FCE Mock Tests და გამოცდის სიმულაციები;
✓ რომელი ონლაინ რესურსები გამოვიყენოთ Reading, Use of English, Listening და Writing-ის დამატებითი პრაქტიკისთვის;
✓ როგორ გამოვიყენოთ AI როგორც მასწავლებლის ასისტენტი - სავარჯიშოების, დამატებითი მასალებისა და feedback-ის მოსამზადებლად.
💡 ტრენინგიდან მხოლოდ ინფორმაციას არ წაიღებთ. ჩვენი მიზანია, მიიღოთ კონკრეტული სტრატეგიები, რესურსები და ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებასაც უკვე თქვენს შემდეგ გაკვეთილზე შეძლებთ.
📅 25 ოქტომბერი | 13:00–16:00�📍 Clocks Hotel Tbilisi��🎓 გაიცემა სერტიფიკატი!
❗ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია — მხოლოდ 30 მონაწილე.
თუ FCE-ის სწავლების დაწყებას გეგმავ ან უკვე ამზადებ მოსწავლეებს და გინდა ეს პროცესი უფრო სისტემატიური, თანამედროვე და ეფექტური გახადო - ეს ტრენინგი არ უნდა გამოტოვო!
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/HViSwqAU3AGrUiTd8