28/11/2025
N133-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ აქტიური, შემოქმედებითი და პასუხისმგებლიანი ახალგაზრდების ერთად გაერთიანება დიდ ძალას ქმნის. თვითმმართველობის მუშაობა მიმართულია ისეთი სკოლის გარემოს შექმნისკენ, სადაც თითოეულ მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა აღმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები, ივარჯიშოს ლიდერობაში და ჩაერთოს მნიშვნელოვან სასკოლო პროცესებში.
ახალი სასწავლო წლის დასაწყისში თვითმმართველობის ინიციატივით ჩამოყალიბდა სამი მრავალფეროვანი და საინტერესო კლუბი, რომლებიც ეხმარება მოსწავლეებს სხვადასხვა სფეროში განვითარებაში:
⭐ სპორტის კლუბი-ენერგიული, მოტივირებული და ჯანმრთელი ცხოვრების წესზე ორიენტირებული კლუბი, სადაც მოსწავლეები სპორტის სხვადასხვა სახეობაში ერთიანდებიან, ქმნიან გუნდებს, ატარებენ შეჯიბრებებს და ნათლად აჩვენებენ, რომ სპორტი არა მხოლოდ ჯანმრთელობაა, არამედ მეგობრობა, თავდაჯერება და გუნდური მუშაობა.
⭐ დებატების კლუბი-სივრცე მათთვის, ვისაც უყვარს აზროვნების გამოწვევა, საკუთარ აზრზე არგუმენტირებულად საუბარი და სხვების მოსმენა. კლუბის წევრები ავითარებენ კრიტიკულ აზროვნებას, ლოგიკურ მსჯელობასა და საჯარო გამოსვლის უნარებს, რაც მათ მომავალში ძლიერ ლიდერებად აყალიბებს.
⭐ შემოქმედებითი კლუბი-ამ კლუბში იკრიბება სკოლის ყველაზე ფერადი და წარმოსახვით მდიდარი ახალგაზრდობა. ისინი ქმნიან ნახატებს, წერენ ტექსტებს, აწყობენ გამოფენებს, ღონისძიებებს და თავიანთი ნიჭით სკოლის ყოველდღიურობას მეტ სითბოსა და განწყობას მატებენ.
133-ე საჯარო სკოლის თვითმმართველობა დღეს არის იდეების, პასუხისმგებლობისა და მეგობრობის ერთიანი პლატფორმა. სწორედ ასეთი ერთობა ქმნის სკოლაში იმ ატმოსფეროს, სადაც წარმატება ყველასთვის ხელმისაწვდომია და თითოეული მოსწავლე მნიშვნელოვანი გავლენის მქონე წევრად გრძნობს თავს.✨