07/04/2025
ამჯერად ბედნიერების და მშვიდობის გზამ დმანისის მუნიციპალიტეტის არაჩვეულებრივ სკოლებამდე მიგვიყვანა.
📌 ბარბარე კბილაშვილმა და სალომე გელაშვილმა თავიანთი ჩართულობითა და პასუხისმგებლობით ღირსეულად წარმოაჩინეს ჩვენი ღირებულებები. მათ დეტალურად გააცნეს მსმენელებს ჩვენი საქმიანობა, მიზნები და ის ქმედითი ნაბიჯები, რომლებსაც ყოველკვირეულად ვდგამთ.
🎯 შეხვედრის ერთ-ერთი სახალისო და შემეცნებითი ნაწილი იყო კაჰუტ-ვიქტორინა, რომელმაც დააახლოვა ყველა გულშემატკივარი — და რა თქმა უნდა, გამარჯვებულებმა სიმბოლური, სიყვარულით სავსე ჯილდოებიც მიიღეს!
🎭 🎭 ღონისძიების მნიშვნელოვანი მომენტი იყო ბატონი არსენ გვენეტაძის მასტერკლასი — შინაარსით ღრმა და ფორმით სახალისო წარმოდგენა, რომელიც ცხადად ასახავდა, როგორ შეიძლება ბედნიერების იდეა სხვადასხვა ფორმით გავრცელდეს.
განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, რომლებმაც თავიანთი კვირა დღე ჩვენთან გაატარეს. თქვენი მზადყოფნა პიროვნული ზრდისთვის, ჩართულობა და ინტერესით სავსე დამოკიდებულება ნამდვილად აღსანიშნავია.
ასევე, განსაკუთრებული მადლობა ნათია ნარსავიძეს, დმანისის მესამე საჯარო სკოლის პედაგოგს, რადგან რომ არა ის, ეს საოცარი დღე ვერ შედგებოდა.
ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ მსგავსი აქტივობების ორგანიზება და მივაწვდინოთ ბედნიერების, მშვიდობისა და პიროვნული განვითარების იდეები მთელ საქართველოს.
#ბედნიერება
#მშვიდობა
#პიროვნულიაზრდა