30/09/2026
თუ ხართ 50 წელს გადაცილებული პირი და ეჭვობთ, რომ შესაძლოა გქონდეთ დემენციის საწყისი ნიშნები:
🧠 დაგიქვეითდათ მეხსიერება და ყურადღების კონცენტრაციის უნარი;
🧠 გახდით გულმავიწყი, განსაკუთრებით კი გიჭირთ დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენების გახსენება;
🧠 კარგავთ ინტერესს საყვარელი საქმიანობების მიმართ;
🧠 გიჭირთ ყოველდღიური აქტივობების შესრულება...
პროფესორი თამარ გაგოშიძე „მეხსიერების კაფესთან“ პარტნიორობით გთავაზობთ პირველად უფასო ნეიროფსიქოლოგიურ კონსულტაციას. ჩვენი თანამშრომლობა მიზნად ისახავს წავახალისოთ დემენციის ადრეული დიაგნოსტირება💜
პროფესორ თამარ გაგოშიძესთან ნეიროფსიქოლოგიურ სკრინინგებზე მიღება დაიწყება 1 ოქტომბრიდან, ყოველ შაბათს, 11:00-დან 16:00 საათამდე. კონსულტაცია შეიძლება ჩატარდეს როგორც ფიზიკურ, ასევე, ონლაინ ფორმატში.
📍მისამართი: თბილისი, გ. ქუჩიშვილის ქ., 4, თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი
სკრინინგზე ჩაწერით დაინტერესებულმა პირებმა, პირველ რიგში, აუცილებელია შეავსოთ ქვემოთ მოცემული კითხვარი:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScKmfgCv652hutPthcFNQ2lh_uSTUU1Gol-2a9XzPL_SXZU6g/viewform?usp=sharing&ouid=112100059187989562253
აღნიშნული სკრინინგ კითხვარი დაგვეხმარება ამოვიცნოთ შეესაბამება თუ არა თქვენი ბოლოდროინდელი გამოცდილებები მეხსიერების, ყურადღების და აზროვნების ცვლილებების ადრეულ ნიშნებს. გაითვალისწინეთ, რომ კითხვარით არ ხდება დიაგნოზის დასმა.
☎კითხვარის შევსების შემდეგ დაგიკავშირდებით მეხსიერების კაფეს წარმომადგენლები და საჭიროების შესაბამისად გადაგამისამართებთ სპეციალისტთან კონსულტაციაზე.
💬 დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში