საღვთისმეტყველო კურსები - Theological courses

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საღვთისმეტყველო კურსები - Theological courses

საღვთისმეტყველო კურსები - Theological courses +

წმ. ნიკოლოზის სახელობის საღვთისმეტყველო სკოლა (საღვთისმეტყველო კურსი) 2013 წლის იანვარში დაარსდა. 2013-2015 წწ. სასწავლო კურსი 400-ზე მეტმა მსმენელმა გაიარა.
სკოლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია კრწანისის წმ. ნიკოლოზის ტაძრის მოძღვარი დეკანოზი აბრაამ სოლომნიშვილი. (დეკანოზი აბრაამ სოლომნიშვილი (ერისკაცობაში რობიზონ ანდრიას ძე სოლომნიშვილი) დაიბადა 1964 წლის 13 აპრილს, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში.
1964 წელს მოინათლა თელავის ფერისცვალების საკათედრო ტაძარში.
1981 წელს დაამთავრა გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბნის საშუალო სკოლა.
1987 წელს დაამთავრა თბილისის #36 პროფესიულ ტექნიკური სასწავლებელი.
1987-1988 წლებში მუშაობდა ქალაქ თბილისის აბრეშუმის საქსოვ ფაბრიკაში.
1989 წელს თელავის ღვთაების საკათედრო ტაძარში მსახურობდა სტიქაროსნად. ამავე წელს, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის ალავერდელი მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის (ცერცვაძე) რეკომენდაციით ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში.
1992 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, ხოლო 1996 წელს – თბილისის სასულიერო აკადემია.
1997 წლის სექტემბერში დაინიშნა ფოთის საღვთისმეტყველო-კატეხიზატორული სკოლის პრორექტორად დისციპლინარულ დარგში ხოლო 1998 წლის სექტემბერში – ამავე სასწავლებლის რექტორად.
1998 წლის 16 აგვისტოს, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, ფოთის, ხობისა და სენაკის ეპარქიის მღვდელმთავარმა გრიგოლმა, ხობის ნოჯიხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ხელი დაასხა დიაკვნად, ხოლო 1999 წლის 28 აგვისტოს – მღვდლად და მსახურობდა ქ. ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში.
2000-2003 წლებში იყო ფოთის წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიის რექტორი და ფოთის, ხობისა და სენაკის ეპარქიის სასწავლო დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილების გამგე.
2000 წელს დაინიშნა ფოთის ნავსადგურის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრად.
2003 წელს დაინიშნა ძველი სენაკის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრად, ამავე წელს მსახურობდა ნოქალაქევის წმინდა ორმეოც სებასტიელის სახელობის ტაძარში.
2003 წლის 2 ივლისს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გადმოყვანილ იქნა მცხეთა-თბილისის ეპარქიაში. იგი დაინიშნა თბილისში, კრწანისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარის მოძღვრად.
2003 წლიდან პედაგოგიური მოღვაწეობა განაგრძო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში.
2006 წლის 17 სექტემბერს უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით.
2009 წლის სექტემბერში დაინიშნა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სულიერ მოძღვრად.
2009 წლის სექტემბრიდან არის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს წევრი.
2010 წლის 7 აპრილს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრით.
2010 წლის იანვრიდან არის თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი.)
საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი - მირანდა ქირია.
საორგანიზაციო ჯგუფის წევრები: მარიამ ქართველიშვილი, ნინო გოგია.

სკოლაში ფუნქციონირებს სამი მიმართულება:
1. დაწყებითი ქრისტიანული მოძღვრება (კატეხიზმო).
იკითხება შემდეგი ლექციები:
• წმიდა წერილი - ძველი და ახალი აღთქმა;
• დაწყებითი ქრისტიანული მოძღვრება (კატეხიზმო).
2. ახალი აღთქმის შემსწავლელი ჯგუფი.
მსმენელები სიღრმისეულად შეისწავლიან ახალ აღთქმას (სახარებას).
3. ლიტურგიის შემსწავლელი ჯგუფი.
იკითხება შემდეგი ლექციები:
• ლიტურგიული ღვთისმეტყველება და სახისმეტყველება;

ლექციებს კითხულობენ თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარიიდან მოწვეული პედაგოგები.
მსმენელთა მიღება ხდება წელიწადში ორჯერ. სასწავლო კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება 14 კვირით. თითოეულ ჯგუფში ლექციები ტარდება კვირაში ორჯერ. ლექციის ხანგრძლივობა არის 50 წუთი, დასაწყისი 18.30 საათზე;
სწავლების პროცესში იმართება ორი მოლოცვა / გასვლითი ლექცია.

09/04/2026

წითელი პარასკევი
იესო ქრისტეს ვნებათა ხსენება !

დღეს კაცობრიობამ ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა. დღეს მოხდა ღმერთის საშინელი განსჯა... სამყაროს არასდროს უხილავს ასეთი უმანკო განსასჯელი და ასეთი საშინელი მსაჯული: არასდროს დაუცინიათ ღმერთისთვის ასე საშინლად. მოხარხარე ჯოჯოხეთი ჩასახლდა დღეს ადამიანში და დასცინა ღმერთსა და ყოველივე ღვთაებრივს. დღეს დასცინეს მას, ვისაც არასდროს გაუცინია. დღეს დაამცირეს ის, ვინც მოვიდა ჩვენს განსადიდებლად; დღეს ვტანჯავთ მას, ვინც მოვიდა ტანჯვისაგან ჩვენს განსათავისუფლებლად; დღეს სიკვდილს ვანიჭებთ მას, ვინც მარადიული ცხოვრება მოგვიძღვნა.

საკუთარი ხალხისაგან უარყოფილი სამყაროს მეუფე ჯვარზედ აღესრულა; ზეციური სიყვარული გაითელა ადამიანური სიძულვილით; ნათელი ჭეშმარიტი შეურაცხყოფილი იქნა სიცრუითა და ადამიანური ღალატით. რა ჩააცხრობდა ზეციური მამის მრისხანებას, როგორი ღვაწლი გამოისყიდდა კაცობრიობის ამ ახალი ცოდვით დაცემას. რას წარმოადგენდა მთელი სამყარო და თვით ზეციური ძალები ძე ღმრთისას დანთხეული სისხლის თუნდაც ერთი წვეთის წინაშე?.. გოლგოთიდან ყველაფერი ხელისგულივით მოჩანდა. ნათელი იყო ყოველივე და სამყარო განაჩენს ელოდა. განაჩენი წარმოითქვა ნაგვემი, შეურაცხყოფილი, ტანჯული ძე კაცისას მიერ: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.

აღსრულდა რაღაც დიადი, განუზომლად მნიშვნელოვანი და იდუმალი. მოხდა დაცემული ადამის აღდგინება, ქრისტეში ადამიანის ღმერთთან შეერთება, ცოდვების წარხოცვა, სიცოცხლის განახლება. მამის მიერ მოცემული საქმე აღასრულა ძემ. მამისადმი სრული მორჩილების გზა ბოლომდე განვლო. აღსრულდა ადამიანური სიმართლეც: ის სიყვარული, რაც ერთმა შეიძლება ყველას მისცეს, მიეცა ქვეყანას; ის ბოროტება, როგორიც შეიძლება ამ სოფელმა ერთს დაატეხოს, ქრისტეს ხვედრი შეიქნა. კაცობრიობამ გოლგოთაზე გაასამართლა ქრისტე, მაგრამ გოლგოთაზევე გასამართლდა კაცობრიობაც. გოლგოთაზევე დასრულდა ადამის მოდგმის ქრისტიანობამდელი ისტორია. მართალია, იუდეველებმა ჯვარს აცვეს უფალი, მაგრამ სამაგიეროდ თითქმის მთელმა მაშინდელმა წარმართულმა სამყარომ თაყვანი სცა ჯვარცმულს, როგორც ღმერთს და ამით ქრისტეს ვნების გზა სამყაროს გადარჩენის, ბოროტებისა და ცოდვის უფსკრულიდან მისი აღმოყვანის გზად აღიარა. ქრისტეს ჯვართან ჯვარცმისას შეკავშირდა სამყაროს მთელი ბოროტება და იქვე, ჯვარცმისას, ჯვართან მოხდა ამ ბოროტების დამარცხება. დამარცხება, ასე რომ სწყუროდათ ბოროტებისა და ძალადობის გარემოცვაში მცხოვრებ სიმართლის მაძიებელთ.

ქრისტეს ჯვრით დასრულდა ძველი ცხოვრება და დაიწყო ახალი, რომელშიც აღორძინდა ადამიანის სული. გოლგოთაზე ნათლად გამოიკვეთა საშინელება გზისა, კაცობრიობა რომ ვიდოდა ქრისტემდე. ადამიანს საშუალება მიეცა სინანულისა. გოლგოთა იყო ბრძოლა სიკეთისა ბოროტებასთან, ნათლისა ბნელთან, ქრისტესი ამა სოფლის თავადთან.

და ქრისტემ სძლია ამ სოფელს!

27/04/2024

🌿საღვთისმეტყველო კურსები გილოცავთ ბზობა – ბაიაობას !
უფლის დიდებით შესვლას იერუსალიმში .🌿

ტროპარი: ყოველსა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთჳსცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათჳს ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანნა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

ტროპარი: დაფლულნი შენ თანა ნათლისღებითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, უკვდავსა ცხოვრებასა ღირს ვიქმნენით აღდგომითა შენითა და სიხარულით ესრეთ ვღაღადებთ: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.😇🙏🌿🌿🌿

ყველას გილოცავთ ღვთისმშობლის შობას 💚ყოვლადწმიდა იყოს თითოეული ჩვენგანის მფარველი 😇💚🙏🏻
20/09/2023

ყველას გილოცავთ ღვთისმშობლის შობას 💚ყოვლადწმიდა იყოს თითოეული ჩვენგანის მფარველი 😇💚🙏🏻

გილოცავთ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს! მრავალს დაესწარით ^_^

11/04/2023

იუდას ცოდვა

იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და ძალიან მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.

უფალი საქმით თუ სიტყვით ყოველდღე ახსენებდა იუდას, რომ გამყიდველი ვერ დაემალებოდა მას. ყველას თანდასწრებით არ ამხელდა, რათა უფრო უსირცხვილო არ გამხდარიყო, და არც დუმდა, რათა ისკარიოტელს არ ჰგონებოდა, რომ მისი განზრახვა დაფარული იყო უფლისაგან, მაგრამ ძალდატანებით არ მიიზიდა თავისკენ, რადგან ღმერთმა ჩვენ თავისუფალი არჩევანის მქონე არსებებად შეგვქმნა. ჩვენზეა დამოკიდებული, რას ავირჩევთ - კეთილს თუ ბოროტს. უფალს სურს, ადამიანი თავისივე ნებით იყოს კეთილი, რადგან იძულებით სიკეთე სიკეთე არ არის. ამრიგად, იუდას შეეძლო, არ დამორჩილებოდა ვერცხლისმოყვარეობას. და თუკი მან თვითონვე არ ისურვა ცოდვისაგან განკურნება, ეს ექიმის ბრალი კი არ არის, არამედ მკურნალობის უარმყოფელისა.

როგორ მოხვდა იუდა ისკარიოტელ მაცხოვრის მოწაფეთა შორის?

მაცხოვრის ათორმეტ მოწაფეთა შორის სრულყოფილი არცერთი არ ყოფილა. ისევე, როგორც მთელი ებრაელი ხალხი, ისინიც მოელოდნენ მესიას, ოღონდ ის წარმოედგინათ ხელმწიფედ, რომელიც მათ რომაელებისაგან გაათავისუფლებდა და მთელ მსოფლიოზე გააბატონებდა. ხომ გახსოვთ, რა სთხოვა იოანე და იაკობ ზებედეს ძეთა დედამ მაცხოვარს: როდესაც გამეფდები, ჩემი შვილები მარჯვნივ და მარცხნივ დაიყენეო. ასევე წარმოედგინა იესოს მოღვაწეობის დასასრული იუდა ისკარიოტელს.
ჯვარცმამდე ერთი კვირით ადრე იესოს მემრუშე ქალი ეახლა, თაყვანი სცა და თავისი გულშემუსვრილების ნიშნად ფეხებზე 300 დრაჰკანის ღირებულების ნელსაცხებელი დაასხა. იმხანად ეს საკმაოდ დიდი თანხა იყო, უფრო მეტი, ვიდრე 5000 ადამიანის დასაპურებლად იქნებოდა საჭირო. მაშინ მხოლოდ იუდა კი არა, სხვა მოციქულებიც დრტვინავდნენ: განა არ აჯობებდა, ეს ფული მშიერ-მწყურავალთათვის დაგვერიგებინაო?! სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ისკარიოტელმა, მაცხოვარი გაეცა.
მოციქულებმა სრულყოფილი ცოდნა მაცხოვრის შესახებ სულიწმიდის მოფენის შედეგად მიიღეს, მაგრამ მანამდე, იესოს გვერდით ყოფნისას, თავიანთი ნაკლოვანებანი დაძლიეს და ნელ-ნელა გაიზარდნენ, იუდამ კი ეს ვერ მოახერხა, თუმცა მაცხოვარი მისდამიც ისეთივე მზრუნველობას იჩენდა, როგორსაც სხვების მიმართ. უფრო მეტიც - როცა იუდას ვერცხლისმოყვარეობის ვნება შეამჩნია, მას ჩააბარა მოციქულების საერთო ყულაბა და ნება მისცა, საკუთარი შეხედულებებისამებრ ეხარჯა ფული - თავის თავს ხომ ვეღარ მოჰპარავდა; მაგრამ იუდას სულში არაფერი შეცვლილა. იგი ხედავდა, როგორ იმსხვრეოდა მისი ოცნება. მაცხოვარი არ აპირებდა ებრაელთა მეფე გამხდარიყო. საკუთარი ქოხიც კი არ ჰქონდა, თავი რომ მიედრიკა. ჩვენ ვიცით, რომ იესოს მეუფება არ იყო ამქვეყნიური, მაგრამ იუდას ეს არ ესმოდა. ის მხოლოდ იმის გამო წუხდა, რომ მისი ერთგულება და იესოს თავგამოდებული მიმდევრობა ამაო აღმოჩნდებოდა, არ მოუტანდა არც სიმდიდრეს, არც პატივს და იგი სიღარიბესა და დევნილობაში დალევდა სულს.

არავინ იცის, რა გრძნობები ბობოქრობდა მაშინ იუდას სულში. ალბათ, უფრო ბოღმა, პატივმოყვარეობა, მომხვეჭელობა, უმადურება, მრისხანება... შეეძლო, ასეც ემართლებინა თავი: ეგებ მის საქციელს ხელი შეეწყო მესიის სამეფოს გამოცხადებისათვის? ბოლოს და ბოლოს, იესოს ხომ ხელეწიფებოდა, სასწაულებრივად გადაერჩინა თავი? თუ არადა, ის ხომ ყოველთვის ამბობდა, რომ უნდა მომკვდარიყო? მაშ, თუკი იესოს სიკვდილი გარდაუვალი იყო, რატომ არ შეიძლებოდა, იუდას ცოტათი მაინც ეხეირა ამით? ანდა რატომ არ უნდა ყოფილიყო საქებარი მისი საქციელი, როცა მღვდელმთავრებიც რთავდნენ ამის ნებას?
ნუ დაგვავიწყდება, რომ საიდუმლო სერობის დროს იუდას უკვე ჩადენილი ჰქონდა ღალატის აქტი. იესომ სხვა მოციქულების მსგავსად მასაც დაბანა ფეხები, მაგრამ არც ამ დროს გაიღვიძა მისმა სინდისმა. ამიტომაც იუდას საქციელს არავითარი გამართლება არ აქვს - ის ბოლომდე თავის უკეთურებაში დარჩა.
„ხოლო იუდამ წაიყვანა რომაელთა რაზმი და მღვდელმთავართა და ფარისეველთაგან გამოგზავნილი მსახურნი, - მოგვითხრობს იოანე მახარებელი, - და მივიდნენ იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და იარაღით. იესო, რომელმაც იცოდა, რაც მოელოდა, გამოვიდა და უთხრა: ვის ეძებთ
მიუგეს მას: იესო ნაზარეველს.
უთხრა მათ: მე ვარ..
როდესაც უთხრა მე ვარო, დაიხიეს უკან და მიწაზე დაემხნენ“ (იოანე 17, 3-6).
იესოს მართლაც შეეძლო, თავი დაეხსნა, რადგან მის წინაშე ჯალათებიც კი მიწაზე ემხობოდნენ, მაგრამ მაინც ჩაბარდა მათ. ამგვარად, მისი ჯვარცმის ტვირთი ნებაყოფლობითი აქტი იყო, კაცობრიობის გამოსახსნელად გაწეული.
ამიტომაც უნდა შევწუხდეთ არა გაყიდული იესოს, არამედ იუდა ისკარიოტელის გამო, რადგან გაცემულმა მსოფლიო გამოიხსნა, ხოლო გამყიდველმა საკუთარი სულიც დაღუპა; გაცემული ცათა შინა მამის მარჯვნივ ზის, გამყიდველი კი ჯოჯოხეთშია.

მოამზადა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“, აპრილი, 2004 წ.

ქრისტე აღდგა🙏🏻ჭეშმარიტად აღდგა🙏🏻საღვთისმეტყველო კურსები,სრულიად სამყაროს გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე  დღესასწაულს❤️🙏🏻
23/04/2022

ქრისტე აღდგა🙏🏻
ჭეშმარიტად აღდგა🙏🏻
საღვთისმეტყველო კურსები,სრულიად სამყაროს გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს❤️🙏🏻

საღვთისმეტყველო კურსები გილოცავთ ნათლისღებას 😇❤️
18/01/2021

საღვთისმეტყველო კურსები გილოცავთ ნათლისღებას 😇❤️

ეკატერინობას გილოცავთ ❤️
06/12/2020

ეკატერინობას გილოცავთ ❤️

Address

Tbilisi
0105

Telephone

+995599492939

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საღვთისმეტყველო კურსები - Theological courses posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to საღვთისმეტყველო კურსები - Theological courses:

Shortcuts

Share

Category