გილოცავთ გამარჯვებებს!
Martvili Canyon მარტვილის კანიონი
LLC GTG
"GTG" ძირითადად განათების პროექტების მო?
07/09/2025
გილოცავთ, საქართველოს ნაკრებების გამარჯვებებს!
აი ასე ლამაზად, ჩვენი ქვეყნის დროშის ფერებში, გაფერადდა დღევანდელ საღამოს Martvili Canyon მარტვილის კანიონი
კიდევ ბევრი გამარჯვება ჩვენს ქვეყანას!
19/10/2021
საინტერესო ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა მიმდინარე წელს, ქ.თბილისის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, თბილისის მერია / Tbilisi City Hall Kakha Kaladze კახა კალაძე საბურთალოს რაიონის გამგეობა რისთვისაც გვსურს მადლობა გადავუხადოთ გამგეობის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს, რომ ეს პროექტები რეალურად განხორციელებულიყო, და კიდევ მეტად ლამაზი ობიექტი შემატებოდა თბილისს; ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის №11-თან, იქ სადაც წლების მანძილზე იყო სამშენებლო ნაგვით სავსე ხევი, გაშენდა თანამედროვე, საერთოდ უცხო, გამორჩეული დასასვენებელ-გასართობი პარკი აბსოლუტურად ყველა ასაკის ადამიანისა და ცხოველებისთვისაც კი.
მადლობა არქიტექტორ-დიზაინერთა გუნდს Giorgi Meladze გიორგი მელაძის ხელმძღვანელობით, რომელმაც დაამუშავა და შექმნა ეს გამორჩეული პროექტი, შ.პ.ს. „გრინსერვის +“-ს, რომელმაც ზედმიწევნით იდეალურად, პროექტის მიხედვით განახორციელა სამშენებლო სამუშაოები, მის დირექტორს Kharshiladze Koba კობა ხარშილაძეს, ნდობისთვის, რომ ჩვენს კომპანიას მოგვეცა საშუალება მოგვეწოდებინა სანათი საშუალებები, იმისათვის რომ პარკი ასე ლამაზად გამოიყურებოდეს ღამის საათებში.
რაც შეეხება კონკრეტულად სანათებს, ისინი შერჩეულია შუქტექნიკური ანგარიშის მიხედვით (კონკრეტულად განათების პროექტი), რომელიც დამუშავებულია კომპანია REAL LIGHT “Real Light“-ის მიერ, მისი ხელმძღვანელის Anastasia Kj ანასტასია მაზურმოვიჩის მიერ. გამოყენებულია მსოფლიოს წამყვანი ბრენდის Signify Philips lighting Signify-Philips Lighting-ის უმაღლესი ხარისხის, თანამედროვე LED სანათები. განსაკუთრებით აღსანიშნავია მოდელი: Metronomis, ურბანული სანათების კატეგორიაში თვითონ მწარმოებლის ფლაგმანს წარმოადგენს. მსგავსი ტიპის სანათი პირველად იქნა გამოყენებული ჩვენს დედაქალაქში. ასევე პირველად, ქ.თბილისში, განთავსდა მსოფლიოს წამყვანი ბრენდის “Valmont”-ის, Oleg Kotov პოლონური ქარხნის განათების ბოძებიც, რომლის ხარისხი მრავალჯერ აღემატება, აქამდე გამოყენებულ, სხვა ევროპულსა თუ თურქულ და ჩინურ ბოძებს.
აქვე შეხვდებით ს.ს. „ერისიმედისა“ Gurami Kokaia და ჩვენი კომპანიის მიერ ერთობლივად შექმნილ-დამზადებულ უცხო და ძალიან ლამაზ სანათს, რომელიც ანათებს როგორც სავალ ბილიკებს, ასევე თვითონ სანათის კორპუსიც ნათდება შიგნიდან, რაც მას განსაკუთრებულ იერს აძლევს. აღნიშნული სანათში გამოყენებულია Signify-Philips Lighting-ის, უმაღლესი ხარისხის OEM პროდუქცია - LED მოდულები და დრაივერები. ეს ჩვენი პირველი პროდუქტია, რომელშიც Philips-ის პროდუქტები გამოვიყენეთ, როგორც ერთადერთმა OEM პარტნიორმა საქართველოში!
ყველა სანათი აღჭურვილია შესაბამისი მართვის მოწყობილობებით, რომელიც ქალაქში სამომავლოდ დაგეგმილი ენერგოეფექტურობის პროექტის ფარგლებში, ჩაერთვება ერთიან ქსელში, რაც უზრუნველყოფს ისედაც ეკონომიური სანათების, უფრო მეტ ეფექტურობას.
05/03/2021
1 წლის შემდეგ, ჩვენი ლაბორატორია, "დინამო არენას" დაკვეთით, ატარებს მოედნის განათების მორიგ გაზომვით სამუშაოებს, UEFA 2016 წლის რეგულაციების თანახმად.
შპს "ჯი თი ჯი", როგორც იცით ფლობს შესაბამის სერტიფიკატს, რომელიც გაცემულია ქ.პოლტავის სამეცნიერო, კვლევითი და გაზომვების ორგანიზაციის მიერ.
გაზომვისას გამოყენებულია გერმანული ხელსაწყოები, რომელთაც რათქმა უნდა გააჩნიათ შესაბამისი კალიბრაცია.
თვითონ გაზომვები, 2016 წლის მოთხოვნების შემდეგ საკმაოდ გამკაცრებულია, რაც მოიცავს: ჰორიზონტალურ განათებას, ვერტიკალურ განათებას 4 მიმართულებით, ციმციმის გაზომვას (FF), ნათების ფერის და ნათების ინდექსის განსაზღვრას და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს.
"დინამო არენა"-ზე განათება ჩვენს მიერ დაპროექტდა და დამონტაჟდა 2015 წლის უეფას სუპერთასის "ბარსელონა vs სევილია" მატჩის წინ!
გამოყენებულია 250 კომპლექტი უმაღლესი ხარისხის იტალიური წარმოების პროჟექტორების Fael Luce Light Master One 2000w, რომელიც დაკომპლექტებულია, საუკეთესო ხარისხის ლითოჰალოგენური ნათურებით, მწარმოებელი, რათქმა უნდა Philips Lighting!
29/08/2019
შ.პ.ს. "ჯი თი ჯი"-ს მიერ შესრულებულმა, თბილისის ოლიმპიური აუზის განათების პროექტმა, დიდი მოწონება და მაღალი შეფასება დაიმსახურა, როგორც სპორტის დეპარტამენტის, ასევე დამკვეთის შ.პ.ს. "სპორტმშენ სერვისის" მხრიდან!
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ეს პირველი ღია აუზია საქართველოში, სადაც განათება სრულად პასუხობს საერთაშორისო ტურნირების ტელეტრანსლირების მოთხოვნებს!
წარმოგიდგენთ ფოტოკოლაჟს ტურნირიდან!
ჩვენი გუნდი მადლობას უხდის New York Institute of Photography-ს კურსდამთავრებულს, ჩვენს მეგობარს Nino Sozashvili-ს ამ ლამაზი და საინტერესო კადრებისათვის!
მადლობას ვუხდით, ჩვენს დიდი ხნის პარტნიორს, კომპანია FAEL LUCE-ს, რომლის პროჟექტორების საშუალებითაც მივაღწიეთ აღნიშნულ შედეგს!
სიმბოლურია, რომ ჩემპიონატის გამარჯვებული იტალიის წყალბურთის ნაკრები გახდა! 🇮🇹🇬🇪 რასაც ვულოცავთ ჩვენს მეგობრებს!
წინ კიდევ ბევრი სპორტული არენა გველის!
05/08/2019
შპს ჯი თი ჯიმ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებისთვის შეასრულა განათების სამუშაოები. 10 აგვისტოს თბილისში სტარტს აიღებს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი წყალბურთში. თბილისის ოლიმპიური აუზი, რომელიც მდებარეობს "ახალ დიღომში", პირველი არენაა წყლის სპორტულ სახეობებში, რომლის განათება საშუალებას იძლევა უმაღლესი დონის სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის საერთაშორისო დონის პირდაპირი ტელეტრანსლირებისათვის. განათება შესრულებულია ჩვენი იტალიელი პარტნიორების Fael Luce-ს უმაღლესი ხარისხის 2000 ვატიანი პროჟექტორებით, რომელიც დაკომპლექტებულია Signify-Philips ნათურებით. აღნიშნული პროექტი გამორჩეულია სირთულით, უპირველესად წყლის ზედაპირის არეკვლადობის გათვალისწინებით, მეორეს მხრივ განათების ბოძების სიმაღლიდან გამომდინარე, სამონტაჟო უმაღლესი წერტილი 45 მეტრია.განათების შედეგი: საშუალო ვერტიკალური - 1400 ლუქსი.საშუალო ჰორიზონტალური - 2100 ლუქსი.
29/03/2019
2019 წლის დასაწყისში, ჩვენმა კომპანიამ უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტროს დაქვემდებარებული, „სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის, პოლტავის რეგიონალური სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრისგან“ მიიღო ლიცენზია განათებულობის გაზომვა-შემოწმების სამუშაოების წარმოებაზე. სერტიფიკატით დასტურდება შ.პ.ს. „ჯი თი ჯი“-ს ბაზაზე არსებული განათებულობის გაზომვა-შემოწმების ლაბორატორიის წევრების კომპეტენტურობა და აპარატურის შესაბამისობა ISO 10012:2005-ის მოთხოვნებთან.
დღეის მდგომარეობით ჩვენ ერთადერთს შეგვიძლია საქართველოში, შევასრულოთ განათებულობის სრული სპექტრის შემოწმება: განათების ფერი და ფერის გადაცემის ინდექსი - K და Ra, განათების ციმციმის ფატორი - FF, განათებულობა როგორც ვერტიკალურ, ისე ჰორიზონტალურ სიბრტყეში. ლაბორატორიას გააჩნია უახლესი გერმანული აპარატურა, რომლებიც უზრუნველყოფენ გაზომვების მაქსიმალურ სიზუსტეს.
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Contact the school
Telephone
Website
Address
0119,SAMTREDIASTR.51.
Opening Hours
| Monday | 09:00 - 20:00 |
| Tuesday | 09:00 - 20:00 |
| Wednesday | 09:00 - 20:00 |
| Thursday | 09:00 - 20:00 |
| Friday | 09:00 - 20:00 |
| Saturday | 09:00 - 20:00 |
| Sunday | 09:00 - 20:00 |