შეუკვეთე პორტრეტი აქ $ Order Your Portrait Here

შეუკვეთე პორტრეტი აქ $ Order Your Portrait Here

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from შეუკვეთე პორტრეტი აქ $ Order Your Portrait Here, Art school, Tbilisi.

27/11/2024

🟢 “სანამ ნაგავს არ გადაყრი, ახალი დღე არ დაიწყება."
🟢 “სამყაროში ადამიანი, რაც უფრო ჭკვიანია, მით უფრო მარტოა"...
🟢 "და განა შეიძლება იყო გულწრფელი და არ იყო წასაგებად გამზადებული?..."
🟢 “ჰეი, თქვენ, ვინც ნიღბებს იკეთებთ, გახსოვდეთ, რომ სწორედ იმ წამს ძალიან შიშვლდებით.”
🟢 “სიკეთე ყველაზე ფრთხილად უნდა აკეთოს კაცმა, შვილო, დიდი ჭკუა უნდა სიკეთის მქნელსა, ვის უკეთებ, რატო უკეთებ, შენ რომ გსიამოვნებს, ეგ არა კმარა, გარჩევა უნდა, სიბრძნე და... სიძუნწე.“
🟢 “თავისუფლება არის ყველაზე უპირველესი, რაც ადამიანს შეიძლება ან წაართვა, ან მიანიჭო ."
🟢 “მინდა სადმე დავჯდე და ვიტირო
ჩემი მრავალსაუკუნოვანი გულუბრყვილობა".
🟢 “თუ ვინმეს ელი, უთვალავჯერ მოგეჩვენება იმის ფეხის ხმა..."
🟢 “რაც ხალხში ვიცხოვრე, იმდენხანს რომ ტყეში მეცხოვრა,
ხეებს ხომ მაინც გავარჩევდი ერთმანეთისგან… “
🟢 “"ეგეთი ვარ, ჩემთვის მირჩევნია ყოფნა."
🟢 "ადრე მეგონა, რომ ყველას ვუყვარდი. მერე მინდოდა რომ ყველას ვყვარებოდი.
ახლა მინდა, რომ თავი დამანებონ."
🟢 "დაანებე თავი!
ყველა ისეთია, როგორიც უნდა იყოს.
გამოსწორებაში შენ შეიცვლები."
🟢 “"მე, სიყვარულით ვივლი და შემეშველება უფალი."...
🟢 “„ბოდიში გაივლის და კაცი იგივე რჩება“..
🟢 “"ხალხმა მარტო პირჯვრისწერა ისწავლა ქრისტესგან, სხვა ყველაფერი, რაც ძნელია, მას შეატოვა..."
🟢 „როგორც გინდა ბედნიერი იყოს ადამიანი სხვაგან, მაინც სახლი ეძახის”.
🟢 “ნუ იტრიალებ ნურც სხვის ტანჯვაში, ნურც სხვის ზეიმში ნუ იტრიალებ.”
🟢 “მხოლოდ შენ მოგაქვს შენი თავისთვის სიხარულიც და შიშის ელდაც.”
🟢 “რაც უფრო მეტია ადამიანში კარგი,
მით უფრო ნაკლებს ხედავს ცუდს სხვაში.”
🟢 “სულ ერთია, რაც უნდა იცხოვრო, მაინც „ეს“, „ამან“ და „ის“ იქნები…”
🟢 “ზოგიერთი ნაკლი ნიჭის საწინდარია, ზოგიერთი მარცხი – გამარჯვებისა.“„ნიჭი, ზოგიერთი ძაღლივით, პატრონსაც ერჩის.”
🟢 “ზოგ ფოთოლს უფრო მეტი თავგადასავალი აქვს, ვიდრე ადამიანს.”
🟢 “ადამიანი მიტოვებულია. არის მესაქონლობა, მეძაღლეობა და მებოცვრეობა, მაგრამ არ არის მე-ადამიანეობა.”
🟢 “შიგნით თუ არ არის ადამიანი, გარედან რა უნდა მიაშენო? ან გარეთ რას გამოიტანს, რაც შიგნით არა აქვს..."
🟢 “ჩემი თავი რომ დავივიწყე, მაშინ დავმშვიდდი: ეს რამსიმძიმე ოხრობა ვყოფილვარ! დავმსუბუქდი, ამოვისუნთქე... ჭიანჭველაც ალბათ ასეა."
🟢 “არის სიტყვები, რომელთა ძალაშიც ჩვენ მაშინ ვრწმუნდებით, როცა ჩვენზე წარმოითქმება.”
🟢 “კაცმა გაამჟღავნა გულისნადები და მარტო დარჩა.”

ბესიკ ხარანაული

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address

Tbilisi