Levan Inauri Consulting

Levan Inauri Consulting Educational Consultant

03/10/2024

ძვირფასო მეგობრებო,

მაქვს პატივი, მოგესალმოთ აკადემიური მრჩევლის ბიზნეს გვერდიდან, რომელიც თავისი პროფილითა და საქმიანობით მიზნად ისახავს მოტივირებული ახალგაზრდების დახმარებას აუსბილდუნგისა და უმაღლეს საგანმანათლებლო საქმიანობაში გერმანიის მიწაზე.

ვისაც სურს გერმანულ უნივერსიტეტში ნებისმიერ საფეხურზე სწავლა და კვლევა, - იქნება ეს ბაკალავრიატი, მაგისტრატურა თუ დოქტორანტურა, - ანდა აუსბილდუნგის პროგრამით კერძო თუ საჯარო დაწესებულებაში სხვადასხვა სპეციალობის მიმართულებით პროფესიული განათლების მიღება, წინამდებარე საკონსულტაციო გვერდი მათთვისაა.

Levan Inauri Consulting შეიქმნა გერმანული ბიუროკრატიით წარმოქმნილი სირთულეების დასაძლევად, რა დროსაც ჩვენი საკონსულტაციო ცენტრის მომსახურების მეშვეობით კლიენტებს მიეწოდებათ ამომწურავი ინფორმაცია სასურველი უნივერსიტეტებისა თუ კომპანიების, სტიპენდიებისა თუ ფონდების, სავიზო პროცედურებისა თუ სასწავლებელში წარსადგენი საბუთების, აუსბილდუნგის სამუშაო პირობებისა თუ კონკრეტული ფირმის მუშაობის მექანიზმის, თქვენს ხასიათთან თანმხვედრი ქალაქებისა თუ ფედერალური მიწების შესახებ.
მაგრამ ჩვენი სამსახურის სპეციფიკა არ შემოიფარგლება კლიენტისთვის მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებით. მომავალი აცუბებისთვის (აუსბილდუნგის სტუდენტი) გვაქვს დამატებითი შეთავაზებები, რითაც უზრუნველვყოფთ წერილობით კომუნიკაციას თქვენ მიერვე შერჩეულ დამსაქმებელთან, ხოლო ნაკლები გამოცდილების მქონე პირთა განაცხადების გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი სერვისის ფარგლებში, შევქმნით (სოლიდურ) რეზიუმეს და დაგეხმარებით პროფესიონალური სამოტივაციო წერილის დაწერაში.
Levan Inauri Consulting მიგასწავლით უმარტივეს გზას გერმანულ უნივერსიტეტში ჩასარიცხად;
Levan Inauri Consulting გაგიზიარებთ ყველაზე ეფექტურ, მაგრამ დასაშვებ ხრიკებს სტიპენდიის მოსაპოვებლად;
Levan Inauri Consulting მიგაცილებთ აუსბილდუნგის კომპანიამდე დამსახურებული ადგილის დასაკავებლად.

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Levan Inauri Consulting posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share