09/05/2026
მიკროსაფინანსო სექტორში დაფიქსირდა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სანქცია - შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელს“ დაეკისრა 621,600 ლარის ჯარიმა.
საქმე განსაკუთრებით საყურადღებოა იმიტომ, რომ დარღვევები ერთ კონკრეტულ საკითხს არ ეხებოდა. გამოყოფილია რამდენიმე კრიტიკული მიმართულება, მათ შორის:
✅ მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის არწარდგენა და დაგვიანებით წარდგენა;
✅ კლიენტებისთვის რისკის მინიჭების არქონა;
✅ საქმიანობის არსის დაუდგენლობა;
✅ ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენა;
✅ პროგრამული/ელექტრონული სისტემის მნიშვნელოვანი ხარვეზები;
✅ შიდა კონტროლის წესების კანონმდებლობასთან შეუსაბამობა;
✅ ეროვნული ბანკის მოთხოვნების ვადებში შეუსრულებლობა;
✅ და განსაკუთრებით მძიმე ფაქტი - 515 შემთხვევაში იდენტიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევა.
ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ AML/CFT შესაბამისობა არ არის მხოლოდ დოკუმენტების არსებობა. რეალურად მნიშვნელოვანია:
✅ შიდა კონტროლის ხარისხი,
✅ სისტემების გამართული ფუნქციონირება,
✅ სწორი ანგარიშგება,
✅ კლიენტების სათანადო იდენტიფიკაცია,
✅ და ზედამხედველის მოთხოვნებზე დროული რეაგირება.
ჯარიმა უკვე შედეგია. მთავარი კითხვა კი ასეთია: რამდენად მზად არიან ორგანიზაციები, რომ მსგავსი რისკები თავიდან აიცილონ მანამდე, სანამ საკითხი სანქციამდე მივა?
წყარო: https://l1nq.com/xdzjfep
23/03/2026
🚀 Compliance Academy Georgia-CAG -ს წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა ფინანსური ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ მასშტაბურ შეხვედრაში, სადაც განიხილებოდა საქართველოში ვირტუალური აქტივების ეკოსისტემის განვითარების მნიშვნელოვანი საკითხები.
შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო:
🔹 AML/CFT რეგულაციების ჰარმონიზაციის მნიშვნელობას
🔹 ვირტუალური აქტივების სექტორში არსებულ რისკებსა და მათი მართვის პრაქტიკულ მექანიზმებს
🔹 ფინანსური ინოვაციების, მათ შორის ტოკენიზაციის, გავლენას ეკონომიკის განვითარებაზე
🎓 Compliance Academy Georgia აქტიურად უჭერს მხარს ცოდნის გაზიარებას, პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და ინდუსტრიასა და რეგულატორს შორის კონსტრუქციული დიალოგის გაძლიერებას.
ჩვენ გვჯერა, რომ AML/Compliance მიმართულებით ცნობიერების ამაღლება არის ციფრული ფინანსური ეკოსისტემის უსაფრთხო და მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა.
🤝 მადლობა ორგანიზატორებს და მონაწილეებს საინტერესო და პროდუქტიული დისკუსიისთვის.
20/12/2025
დასრულდა AML ოფიცრის მოსამზადებელი კიდევ ერთი კურსი. 🎓
ჩვენთვის ყველაზე დიდი სტიმული მონაწილეების უკუკავშირია. სწორედ ეს გვეხმარება იმის გაგებაში, რომ სწორ გზაზე ვართ.
ვცდილობთ, პროგრამა არ იყოს მხოლოდ თეორიული: აქცენტს ყოველთვის რეალურ პრაქტიკაზე, მარეგულირებლის მოთხოვნებსა და იმ უნარებზე ვაკეთებთ, რაც AML ოფიცერს ყოველდღიურ მუშაობაში სჭირდება.
🚀 ახალ ჯგუფს იანვრიდან მივიღებთ. თუ დაინტერესებული ხართ, მოგვწერეთ და დეტალებს გაგიზიარებთ.
15/12/2025
🚨 ეროვნული ბანკის სანქციები კომერციული ბანკების მიმართ: რას გვიჩვენებს 2023–2025 წლების AML/CFT პრაქტიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისთვის დაკისრებული სანქციები აღარ არის მხოლოდ ფორმალური პროცედურა. 2023–2025 წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ რეგულატორის აქცენტი სულ უფრო მეტად გადადის ფორმალური შესაბამისობიდან რეალურ რისკზე, ქცევასა და შედეგებზე დაფუძნებულ შეფასებაზე, რაც მნიშვნელოვანი სიგნალია ფინანსური სექტორისთვის.
სანქციების მოცულობა და მასშტაბი: სისტემური ხარვეზები მკაცრად ფასდება
ჯარიმების ოდენობა მერყეობს რამდენიმე ათასი ლარიდან ასეულ ათასამდე და ცალკეულ შემთხვევებში მაღალ ნიშნულამდე (მაგალითად, 2023 წელს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჯარიმა შეადგენდა 928,000 ₾-ს). ეს მიუთითებს, რომ სანქციის ოდენობას განსაზღვრავს არა მხოლოდ დარღვევის ფაქტი, არამედ მისი სისტემურობა და განმეორებადობა.
💡 ტოპ 5 ყველაზე გავრცელებული დარღვევა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ სანქციების გადაწყვეტილებების შინაარსი ხაზს უსვამს იმ სფეროებს, სადაც ბანკებს ყველაზე დიდი გამოწვევები აქვთ:
1. ინფორმაციის ხარისხი და ანგარიშგება;
2. საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგის ხარვეზები;
3. SoF/SoW (ქონებისა და ფულადი სახსრების წარმომავლობის) შესწავლა;
4. რისკზე დამყარებული მიდგომის (RBA) ფორმალიზაცია;
5. საეჭვო გარიგებების შესახებ ანგარიშგება (STR).
ზედამხედველობის აქცენტების ცვლილება: 2023 → 2025
რეგულატორის მოლოდინები თანმიმდევრულად ვითარდება:
✅ 2023: ანგარიშგება, რისკის შეფასება, ინფორმაციის ხარისხი
✅2024: მონიტორინგი, SoF/SoW, PEP-ებთან მიდგომა
✅2025: ელექტრონული იდენტიფიკაცია, ტექნოლოგიური პროცესები, რეალური ქცევა
ეს ტრაექტორია მიუთითებს ფინანსური ინსტიტუტების ოპერაციული სიმწიფის მიმართ მზარდ მოლოდინებზე.
დასკვნა
AML/CFT ზედამხედველობა საქართველოში შედის ახალ ფაზაში: პოლიტიკა და პროცედურები მხოლოდ საწყისი წერტილია, ხოლო რეალური შესაბამისობა იზომება პროცესებით, გადაწყვეტილებებითა და შედეგებით. ერთეულ კლიენტთან დაკავშირებულმა ხარვეზმაც შეიძლება გამოიწვიოს სანქცია, თუ რისკი სათანადოდ არ არის მართებული. საბოლოოდ, სანქციები უნდა აღვიქვათ არა როგორც “დასჯის” ინსტრუმენტი, არამედ როგორც სისტემის გაჯანსაღებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მექანიზმი.
ჩვენი რეკომენდაცია:
2026 წელს ეროვნული ბანკის ყურადღება კიდევ უფრო მეტად გადავა მონაცემთა ხარისხის მართვაზე და ტექნოლოგიური კონტროლების ეფექტიანობაზე. შესაბამისად, ბანკებისთვის სანქციის პრევენციის ყველაზე ეფექტიანი გზა იქნება AML პროცესების გაზომვადი მაჩვენებლებით მართვა (მაგ., STR-ის დროულობა, SoF/SoW-ის დასრულების მაჩვენებელი, PEP კლიენტების პერიოდული გადახედვა და რისკის განახლება).
14/12/2025
ეკონომიკური სანქციები: გლობალური ჩარჩო და შესაბამისობის მნიშვნელობა
ეკონომიკური სანქციები წარმოადგენს საერთაშორისო და ეროვნული ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, რომლებიც მიმართულია ფიზიკური და იურიდიული პირების, ორგანიზაციების, სექტორების ან ქვეყნების წინააღმდეგ. სანქციების მიზანია ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვა, საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერა, ადამიანის უფლებების დარღვევებზე რეაგირება და უკანონო საქმიანობის შეზღუდვა.
სანქციები არ არის მხოლოდ ერთ კონკრეტულ იურისდიქციაზე შეზღუდული, ისინი მოქმედებს გლობალურად და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფინანსურ ინსტიტუტებზე, მათ შორის საქართველოში მოქმედ სუბიექტებზე.
ვინ აწესებს ეკონომიკურ სანქციებს?
ეკონომიკურ სანქციებს აწესებენ და ახორციელებენ სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნული ორგანოები.
🇬🇧 გაერთიანებული სამეფო (UK)
✅სანქციებს აწესებს HM Treasury
✅ფინანსური სანქციების განხორციელებაზე პასუხისმგებელია OFSI (Office of Financial Sanctions Implementation)
✅სანქციები რეგულირდება Sanctions and Anti-Money Laundering Act 2018-ით
🇪🇺 ევროკავშირი (EU)
სანქციებს აწესებს ევროკავშირის საბჭო
სანქციები სავალდებულოა ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნისთვის
მოიცავს:
✅ქონების გაყინვას
✅ფინანსურ შეზღუდვებს
✅მოგზაურობის აკრძალვებს
✅სექტორულ და სავაჭრო სანქციებს
ევროკავშირის სანქციები პირდაპირ მოქმედებს ევროკავშირში რეგისტრირებულ ფინანსურ ინსტიტუტებზე და მათ შვილობილებზე სხვა ქვეყნებში.
🇺🇸 აშშ – OFAC
სანქციებს აწესებს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC)
OFAC-ის სანქციები ერთ-ერთი ყველაზე ფართო მოქმედების მქონეა, რადგან:
✅ვრცელდება აშშ-ის პირებზე
✅აშშ დოლარში განხორციელებულ ტრანზაქციებზე
✅აშშ-ის ფინანსური სისტემის გამოყენებაზე
ამ მიზეზით, საქართველოში მოქმედი ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც იყენებენ კორესპონდენტ ბანკებს ან აშშ დოლარს, ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ OFAC-ის სანქციები.
🇺🇳 გაერო (UN)
სანქციებს აწესებს გაეროს უშიშროების საბჭო
გაეროს სანქციები სავალდებულოა ყველა წევრი სახელმწიფოსთვის, მათ შორის საქართველოსთვის
მოიცავს:
✅ტერორიზმთან დაკავშირებულ სანქციებს
✅მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ზომებს
✅კონკრეტული ქვეყნების ან ჯგუფების წინააღმდეგ შეზღუდვებს
რას ნიშნავს ეს AML/Compliance-ისთვის?
ფინანსური ინსტიტუტები ვალდებულნი არიან:
ჩაატარონ სანქციების სკრინინგი:
✅კლიენტებზე
✅ბენეფიციარ მესაკუთრეებზე
✅გარიგებების მონაწილე პირებზე
გაითვალისწინონ ერთდროულად რამდენიმე სანქციების რეჟიმი:
✅UN
✅EU
✅OFAC
✅UK (და სხვა შესაბამისი იურისდიქციები)
უზრუნველყონ:
✅ტრანზაქციების მუდმივი მონიტორინგი
✅სანქციების გვერდის ავლის მცდელობების გამოვლენა
✅შესაბამისი ანგარიშგების წარდგენა
07/12/2025
Compliance Academy Georgia უკვე ერთი წლისაა!
ამ დროში არც ერთი წუთით არ გავჩერებულვართ. ერთად შევქმენით ცოდნის, განვითარების და პროფესიული მხარდაჭერის სივრცე.
ჩვენი ტრენინგების მონაწილეები დღეს წარმატებით მუშაობენ ბანკებში, მიკროსაფინანსოებში, ვასპებში და სხვა ფინანსურ ორგანიზაციებში.
ჩვენთვის თითოეული მონაწილე უაღრესად ღირებული და ძვირფასია. თქვენ ქმნით ამ აკადემიის არსს და ძალას.
იმედით ველოდებით 2026 წელს, ისეთივე დატვირთულს და საინტერესო ადამიანებით სავსეს, როგორიც 2025 იყო.
✨ წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გველოდება!