CIU მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • CIU მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი

CIU მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from CIU მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი, Community College, Tbilisi, Tbilisi.

ვიწყებთ კიდევ ერთ მოკლევადიან კურსს 👇
16/08/2026

ვიწყებთ კიდევ ერთ მოკლევადიან კურსს 👇

📣 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - „მცირე და საშუალო მარნების ელექტრონული სისტემების მართვა”;

🔗 დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/p8lL0

⭕️მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე დოქტორანტ საბა ქიტიაშვილის კვლევის ფარგლებში დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია გაიმა...
09/08/2026

⭕️მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე დოქტორანტ საბა ქიტიაშვილის კვლევის ფარგლებში დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა

🍷ღონისძიებას სომელიეები, პარტნიორი კომპანიების წარმომადგელნლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ

🥂შეხვედრის ბოლოს თემის ხელმძღვანელმა ოლანი გოცირიძემ და თანახელმძღვანელმა შენგელი კიკილაშვილმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დოქტორანტს შემაჯამებელი მოსაზრებები გაუზიარეს, რაც კვლევის გაგრძელებისთვის მნიშვნელოვან რჩევებსაც მოიცავდა

‼️‼️📝  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს მიღებას სადოქტორო პ...
06/08/2026

‼️‼️

📝 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე.

👉 დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/J1wsq

📝 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე.

👉 დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/J1wsq

🇪🇸 13–17 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და მევენახეობა-მეღვინეობი...
05/08/2026

🇪🇸 13–17 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის წარმომადგენლები ესპანეთში, ლა რიოხას უნივერსიტეტში (Universidad de La Rioja) გამართულ International Staff Week-ზე მონაწილეობდნენ.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები დაესწრნენ საერთაშორისო მობილობის, ინტერნაციონალიზაციის, Erasmus+ პროგრამის, საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებისა და საგრანტო შესაძლებლობების საკითხებისადმი მიძღვნილ სესიებსა და ვორქშოფებს, სადაც წარმოდგენილი იყო ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკა საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით. შეხვედრებისა და დისკუსიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უნივერსიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარებას, საერთაშორისო პროექტების განვითარებასა და ახალი პარტნიორული ინიციატივების დაგეგმვას.

ვიზიტის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან გამართეს სამუშაო შეხვედრები, რომელთა დროსაც დაიგეგმა სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის Erasmus+ საერთაშორისო მობილობების გაფართოება და ახალი თანამშრომლობის მიმართულებების განვითარება.

Staff Week-ის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა EU-GIFT (European University for Geographical Identity as a driver for food systems and Transition to sustainability)-ის კოორდინატორთან. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, როგორც EU-GIFT-ის ასოცირებული პარტნიორის, კონსორციუმის საქმიანობაში უფრო აქტიური ჩართულობის შესაძლებლობები, ერთობლივ საერთაშორისო ინიციატივებსა და პროექტებში მონაწილეობის პერსპექტივები, ასევე აკადემიური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზები.

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებმა ასევე დაათვალიერეს ლა რიოხას უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევითი ინფრასტრუქტურა, გაეცნენ უნივერსიტეტის საერთაშორისო საქმიანობის მოდელს და დაამყარეს ახალი პროფესიული კონტაქტები სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. ამასთან, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ Instituto de Ciencias de la Vid y del Vino (Institute of Grapevine and Wine Sciences – ICVV) სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, სადაც გაეცნენ მევენახეობისა და მეღვინეობის სფეროში მიმდინარე თანამედროვე კვლევებსა და სამეცნიერო საქმიანობას. ვიზიტის ფარგლებში ასევე მოინახულეს სანერგე მეურნეობა Viveros Provedo, სადაც გაეცნენ ვაზის ნერგების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებსა და პრაქტიკას.

აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ახალი მობილობების განვითარებას, საერთაშორისო პროექტებში აქტიურ მონაწილეობასა და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის კიდევ უფრო გაძლიერებას.

13–17 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის წარმომადგენლები ესპანეთში, ლა რიოხას უნივერსიტეტში (Universidad de La Rioja) გამართულ International Staff Week-ზე მონაწილეობდნენ.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები დაესწრნენ საერთაშორისო მობილობის, ინტერნაციონალიზაციის, Erasmus+ პროგრამის, საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებისა და საგრანტო შესაძლებლობების საკითხებისადმი მიძღვნილ სესიებსა და ვორქშოფებს, სადაც წარმოდგენილი იყო ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკა საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით. შეხვედრებისა და დისკუსიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უნივერსიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარებას, საერთაშორისო პროექტების განვითარებასა და ახალი პარტნიორული ინიციატივების დაგეგმვას.

ვიზიტის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან გამართეს სამუშაო შეხვედრები, რომელთა დროსაც დაიგეგმა სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის Erasmus+ საერთაშორისო მობილობების გაფართოება და ახალი თანამშრომლობის მიმართულებების განვითარება.

Staff Week-ის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა EU-GIFT (European University for Geographical Identity as a driver for food systems and Transition to sustainability)-ის კოორდინატორთან. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, როგორც EU-GIFT-ის ასოცირებული პარტნიორის, კონსორციუმის საქმიანობაში უფრო აქტიური ჩართულობის შესაძლებლობები, ერთობლივ საერთაშორისო ინიციატივებსა და პროექტებში მონაწილეობის პერსპექტივები, ასევე აკადემიური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზები.

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებმა ასევე დაათვალიერეს ლა რიოხას უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევითი ინფრასტრუქტურა, გაეცნენ უნივერსიტეტის საერთაშორისო საქმიანობის მოდელს და დაამყარეს ახალი პროფესიული კონტაქტები სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. ამასთან, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ Instituto de Ciencias de la Vid y del Vino (Institute of Grapevine and Wine Sciences – ICVV) სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, სადაც გაეცნენ მევენახეობისა და მეღვინეობის სფეროში მიმდინარე თანამედროვე კვლევებსა და სამეცნიერო საქმიანობას. ვიზიტის ფარგლებში ასევე მოინახულეს სანერგე მეურნეობა Viveros Provedo, სადაც გაეცნენ ვაზის ნერგების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებსა და პრაქტიკას.

აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ახალი მობილობების განვითარებას, საერთაშორისო პროექტებში აქტიურ მონაწილეობასა და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის კიდევ უფრო გაძლიერებას.

05/08/2026

📝 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე.

👉 დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/lyLRD

🍷👏
31/07/2026

🍷👏

🇫🇷 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქართული მევენახეობა და მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი ნინო გელხვიიძე 2026 წლის 6 აგვისტოდან 2 ნოემბრის ჩათვლით პროფესიულ სტაჟირებას საფრანგეთში გაივლის.

ნინო გელხვიიძე სტაჟირებას მეღვინეობა Domaine la Louvière-ში გაივლის, რაც მისთვის შესაძლებლობას წარმოადგენს, გაეცნოს ფრანგული მეღვინეობის პრაქტიკას, მიიღოს საერთაშორისო პროფესიული გამოცდილება და მიღებული ცოდნა პრაქტიკული უნარებით გაამდიდროს.

სტაჟირება ხორციელდება CIU-სა და მასპინძელ ორგანიზაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.

✝️მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანისა და მთელი გუნდის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახსა და ახლობლებს…🙏 ჩვენს მეხსიერებ...
18/07/2026

✝️
მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანისა და მთელი გუნდის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახსა და ახლობლებს…

🙏 ჩვენს მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება როგორც მხიარული და საქმიანი, სტუდენტების საყვარელი ლექტორი, კოლეგა და მეგობარი 💔

10/07/2026

A fine vintage ✨🙌👏🍷

ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულებას 🥳🍇🌟

🍇🍷 მევენახეობა და მეღვინეობის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სიახლეები:✅ შესაბამისი საბჭოს მიერ საკვლევი თემები დაუ...
07/07/2026

🍇🍷 მევენახეობა და მეღვინეობის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სიახლეები:

✅ შესაბამისი საბჭოს მიერ საკვლევი თემები დაუმტკიცდათ პირველი სემესტრის დოქტორანტებს:
👉გიორგი სამანიშვილი
👉გია ნაცვლიშვილი
👉ერეკლე შავიშვილი
👉ნიკოლოზ ხატიაშვილი

✅ მეორე სემესტრის დოქტორანტმა ლაშა ბოდაველმა მიიღო ჩათვლა ,,კვლევითი ნაშრომის დაგეგმარებასა და დიზაინში"

✅ მესამე კურსის დოქტორანტებმა წარმატებით დაიცვეს მეორე კოლოქვიუმი

👉საბა ქიტიაშვილი
👉თამარ რიჟამაძე
👉გიორგი ლეჟავა

✅ ღონისძიება დადებითად შეფასდა ფაკულტეტის საბჭოს წევრების, რეცენზენტების, თემებისა და პროგრამის ხელმძღვანელებისაგან, დამატებით კი დოქტორანტურის სამსახურის კოორდინატორმა ბ-ნმა გელა გიორგაძემ აღნიშნა, რომ ფაკულტეტზე სადოქტორო პროგრამამ ძალიან წარმატებული და ხარისხიანი სტარტი აიღო

🥳🍷
07/07/2026

🥳🍷

Address

Tbilisi
Tbilisi
0141

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322022115

Alerts

Be the first to know and let us send you an email when CIU მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to CIU მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი:

Shortcuts

Share