ბავშვის თვალით / Through the eyes of a child

ბავშვის თვალით / Through the eyes of a child

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ბავშვის თვალით / Through the eyes of a child, Child Development, Tbilisi.

🌟 კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფსიქოლოგთა სივრცეში, რომელიც ეძღვნება ბავშვის განვითარებას უნიკალური და ზრუნვაზე ორიენტირებული ხედვით 🌟
ჩვენი მიზანია გაგიზიაროთ ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარებათ მშობლის გამოწვევა აქციოთ სასიამოვნო თავგადასავლად 🌸

07/04/2026

❣️

🛑 "ბავშვი ბაღში მეგონა..." — როცა სოციალური როლები გვანადგურებს

რამოდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ერთი დედის პოსტი შემხვდა, რომელმაც სუნთქვა გამიჩერა. დღის ბოლოს ბაღში მიაკითხა შვილს, რომელიც... დილით სახლში დატოვა . მას უბრალოდ დაავიწყდა, რომ ბავშვი იმ დღეს ბაღში არ წაუყვანია. ამ ამბავს კი თან სდევდა პარალიზებელი სირცხვილი და უხერხულობა მასწავლებლის წინაშე .

ვიცი, ბევრი ამას იუმორით შეხედავს. მე კი, როგორც თერაპევტი, აქ დიდ ტრაგედიას ვხედავ. ეს არ არის "სახალისო ისტორია", ეს არის განგაშის ზარი იმ ქალების სახელით, რომლებიც საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე ცხოვრობენ.

⛓️ უხილავი მარყუჟი: რას ითხოვს საზოგადოება ქალისგან?
ჩვენგან ითხოვენ არა უბრალოდ ფუნქციონირებას, არამედ პერფექციონიზმს ყველა ფრონტზე:

იდეალური დედობა: უნდა იყოთ ყველა საგნის ექსპერტი, რომ შვილები ამეცადინოთ, იზრუნოთ მათ განათლებაზე . იცოდეს მათი ფსიქოლოგია და ემოციური სირთულეები . იყოთ ყოველთვის მხარდამჭერი . იზრუნოს მათ ჯანსაღ კვებაზე და აქ.შ.

იდეალური ცოლობა და მასპინძლობა: იყოთ ემოციური საყრდენი ქმრისთვის და ოჯახისთვის , შეფ-მზარეული და მასპინძელი, ვისთანაც სახლი მუდამ პრიალებს , ყველაფერი თავის ადგილზე უნდა იყოს და ყველა ოჯახის წევრი უზრუნველყოთ მათი საჭიროებებით ...

ესთეტიკური სტანდარტი: არ გაბედოთ დაღლის შეტყობა — მუდამ მოვლილი და "ფორმაში" უნდა იყოთ. არც ასაკი არ უნდა შეგეტყოთ , არც გადაღლა . არც პრობლემები , რომელიც ოჯახშია . და ეს ყოველივე ოჯახის ბიუჯეტიდან მინიმალური დანახარჯით ...

ასევე ფინანსური პასუხისმგებლობა: თანამედროვე რეალობაში ქალი ხშირად მთავარი ან თანაბარი შემტანია ოჯახის ბიუჯეტში. მიუხედავად ამისა უმრავლეს შემთხვევაში სხვა დანარჩენი პასუხისმგებლობები რატომღაც თანაბრად არ ნაწილდება . და ეს ნორმაა

🧠 ავტოპილოტი, როგორც გადარჩენის ერთადერთი გზა

როცა ტვინი ამდენ დავალებას ერთდროულად ამუშავებს, ის ითიშება. სხეული დადის, მუშაობს, საჭმელს აკეთებს, მაგრამ ცნობიერება "იკეტება". სწორედ აქ იწყება ის საშინელი გათიშვები, როცა ბავშვის ადგილსამყოფელიც კი გავიწყდება.

ეს არ არის დაუდევრობა. ეს არის სისტემის კოლაფსი.

სირცხვილი, რომელსაც ეს დედა გრძნობდა, სინამდვილეში მთელი ჩვენი საზოგადოების და ოჯახის სირცხვილია. ჩვენ შევქმენით გარემო, სადაც ქალი ვალდებულია იყოს "ყველაფერი ყველასთვის" და ამავდროულად — სამწუხაროდ არავინ საკუთარი თავისთვის .

⏳ ეგზისტენციალური ჩიხი: როდემდე?
და მაინც, ყველაზე მტკივნეული კითხვა არის — როდემდე? როდემდე უნდა ვიყოთ ამ დამქანცველ რბოლაში, სადაც ფინიშის ხაზი საერთოდ არ არსებობს? სადაც ყოველი "შესრულებული" მისია მხოლოდ ახალ ვალდებულებას შობს?

ჩვენ ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ საზოგადოების, ოჯახის თუ დამსაქმებლის მოლოდინები, მაგრამ ამ პროცესში ერთი უმთავრესი რამ გვავიწყდება: საკუთარი არსებობის შეგრძნება. როცა ქალს შვილის ადგილსამყოფელი ავიწყდება , ეს ნიშნავს, რომ მას უკვე დიდი ხანია საკუთარი თავი ჰყავს "დავიწყებული ". ის უბრალოდ აღარ არის საკუთარ სხეულში, ის მხოლოდ ფუნქციაა.

რამდენად შორს უნდა წავიდეთ ამ თვითგანადგურების გზაზე, რომ საბოლოოდ ვაღიაროთ — ჩვენი რესურსი ამოწურვადია?! და რა უნდა მოხდეს, რომ "ყველაფრის მოსწრების" ნაცვლად, უბრალოდ საკუთარ თავთან დაბრუნება ავირჩიოთ?! ამას ჩვენს ნაცვლად არავინ გააკეთებს სამწუხაროდ . ჩვენს გარდა ქალბატონებო ეს არავის აწუხებს .

ეს რბოლა მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა ჩვენ თავად ვიტყვით: "მეტი აღარ შემიძლია და ეს არ არის სირცხვილი!"

30/03/2026

გთხოვთ გადახვიდეთ და მოიწონოთ ჩვენი მეგობარი გვერდი🥰❤️

✨სტუმრები და ახალშობილი✨

📍 ძალიან ბუნებრივია, რომ პატარას დაბადება ყველა ოჯახის წევრს და ახლობელს ძალიან უხარია და უნდა ბავშვის ნახვა.

თუმცა, მანამ, სანამ ახალშობილსა და მის დედიკოს ვესტუმრებით, რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი👇

✔️პირველი: დრო და მზადყოფნა.
პატარას და დედის ორგანიზმი ადაპტაციის პროცესშია, ეგუებიან ამ უდიდეს სიახლეს

✔️მეორე: ინფექციების რისკი.
ჩვილს ჯერ არ აქვს განვითარებული იმუნური სისტემა, ამიტომ შეიძლება მარტივად ინფექციის გადაცემა

🔺 American Academic of Pediatrics - განსაკუთრებულად ხაზს უსვამენ, რომ ახალშობილთან კონტაქტისას ჰიგიენა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

✔️მესამე: ზედმეტი სტიმულაცია.
ხშირი სტუმრები, ხმაური და ახალი სახეები ბავშვისთვის სტრესულია, მას განსაკუთრებულად სჭირდება სიმშვიდე, რეგულარული ძილი და სტაბილური გარემო.

✔️მეოთხე: დედის ემოციური მდგომარეობა.
მშობიარობის შემდგომ, ქალი არის ფიზიკურად და ემოციურად მოწყვლადი, უმეტესად აქვთ მომატებული შფოთვა, დაღლილობა.

✔️მეხუთე: საზღვრების დაწესება.
ჩვენს კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილია

სრულიად ბუნებრივია და მისაღები, რომ მშობელმა თქვას:
,,არ ვიყვანთ ბავშვს ხელში”
,,არ ვკოცნით”
,,სტუმრები სხვა დროს მივიღოთ”

‼️ უსაფრთხოება და დედა-შვილის მშვიდი, სტაბილური გარემო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე სოციალური მოლოდინების გამართლება.❤️

წყაროები:

Centers for Disease Control and Prevention (CDC)
https://www.cdc.gov

American Academy of Pediatrics (AAP)
https://www.healthychildren.org

04/10/2025

მოგვმართეთ 🥰

ძილი მნიშვნელოვანია - თვითჩაძინება 17/02/2025


💤 "ძილი მნიშვნელოვანია" – 2 საათიანი სასწავლო ონლაინ კურსი მშობლებისთვის 💤
გიჭირთ თქვენი ბავშვის ძილის რეჟიმის მართვა? 🌙 გსურთ მშვიდი ღამე და მეტი ენერგია დღის განმავლობაში?
გიწვევთ 2 საათიან სასწავლო კურსზე, სადაც შეისწავლით ყველაფერს, რაც ბავშვის ჯანსაღი ძილისთვის არის საჭირო! 🛌
🔑 რას ისწავლით?
➡ბავშვის ძილის ფიზიოლოგია და რიტმები
➡რუტინის მნიშვნელობა და როგორ შექმნათ ის
➡მარტივი რჩევები და პრაქტიკული ხერხები მშვიდი ძილისთვის
➡როგორ დავამკვიდროთ ბავშვისთვის სტაბილური ძილის რეჟიმი
➡თვითჩაძინების უნარის სწავლება
👶 ვისთვის არის ეს კურსი?
მშობლებისთვის, რომელთაც ჰყავთ 0-3 წლამდე ასაკის ბავშვი და სურთ, რომ პატარა უკეთესად და უფრო მშვიდად იძინებდეს😴
💰 ფასი: 50 ლარი
📅 ხანგრძლივობა: 2 საათი
📞 დარეგისტრირდით სასურველ დროს მითითებულ ბმულზე და არ გამოტოვოთ შანსი, რომ გაიგოთ მეტი ბავშვის ჯანსაღი ძილის შესახებ. 🌙💤
https://forms.gle/LZD2CutKdegkhh2p9
მშვიდი ღამეები მხოლოდ ერთი ნაბიჯით არის დაშორებული!

ძილი მნიშვნელოვანია - თვითჩაძინება

16/02/2025

ხშირად სვავენ კითხვას:…

„თუ ასე დაღლილი ხარ და წუწუნებ, რატომ ხარ ტელეფონში/ტელევიზორთან/ლეპტოპთან ღამის პირველ საათამდე?“

იმიტომ, რომ ეს რამდენიმე საათი მავიწყებს იმ ასჯერ ნათქვამ „დედას“ და საშუალებას მაძლევს, სხვა რამეზე ვკონცენტრირდე. იმიტომ, რომ ამ მომენტებში ვგრძნობ, თითქოს დედობისა და საოჯახო საქმეების მიღმა ცხოვრებაც მაქვს.

როცა ბავშვები იძინებენ, დიდ სიცარიელეს ვგრძნობ. სწორედ მაშინ მინდა, გამოვრთო ტვინი სერიალით ან ვიდეოთი, რომელიც წამიერად მაინც გამიყვანს „დედისა“ და „ოჯახის დიასახლისის“ რეჟიმიდან.

მე არ ვნანობ დედობას, არც შვილების და სახლის მოვლას. მაგრამ ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს საკუთარ თავს ვკარგავ. ეს მოპარული საათები საშუალებას მაძლევს, საკუთარი თავი ისევ ვიპოვო, თავს უფრო მსუბუქად ვიგრძნო და გავიხსენო, ვინ ვიყავი.

რამდენიმე საათით მეტი ძილი ამ დაღლილობას ვერ გამიქრობს, რადგან ეს მხოლოდ ფიზიკური არ არის, ის ემოციურია, მენტალურია, ფსიქოლოგიურია…

ვაფასებ შენს რჩევებსა და ზრუნვას, მაგრამ თუ მართლა გინდა, დამეხმარო, დაიბრუნე მამის როლი და შემიმსუბუქე ეს ტვირთი, რომელიც მარტო ჩემზე არ უნდა იყოს.

დედობა და საოჯახო საქმეების მართვა ერთდროულად მშვენიერიც არის და დამღლელიც. როცა დედა წუწუნებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფრის მიტოვება უნდა; ის უბრალოდ დაღლილია. მოდით, გავერთიანდეთ, მოვუსმინოთ და მხარი დავუჭიროთ მათ, ვისაც ეს სჭირდება. ზოგჯერ საკმარისია უბრალოდ მოუსმინო, რომ მან განაგრძოს სვლა.

გახსოვდეს, ვინც ყველას უვლია, თავადაც სჭირდება ზრუნვა. ❤️

08/02/2025

👶 „ახალი პატარას გამოჩენა ოჯახში: როგორ უნდა დავიცვათ უფროსი ბავშვის ემოციური ბალანსი?“ 👶

(ნაწილი1)

👨‍👩‍👧‍👦ახალი პატარას გამოჩენა ოჯახში, ხშირად რთული ემოციური გამოწვევაა უფროსი ბავშვისთვის, განსაკუთრებით 2-3 წლის ასაკში, ისინი ჯერ კიდევ იმყოფებიან ემოციური და სოციალური უნარების განვითარების პროცესში, რის გამოც შეიძლება გაუჩნდეთ შფოთვა, ეჭვიანობა ან გაუგებრობის განცდა. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა სწორად გამოხატონ მხარდაჭერა.

🔍 რას გვეუბნება კვლევები?

📌 ფსიქოლოგი ჟან პიაჟე აღნიშნავდა, რომ ბავშვები 2-დან 7 წლამდე ასაკში ეგოცენტრული აზროვნების სტადიაში არიან. მათ უჭირთ სხვა ადამიანების ემოციური საჭიროებების გათვალისწინება და შეიძლება გაუჩნდეთ შეგრძნება, რომ მშობლების ყურადღება დაკარგეს.

📌 კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვების 60%-ზე მეტი დროებით გამოხატავს ქცევით ცვლილებებს ახალი ბავშვის გაჩენის შემდეგ, მათ შორის აგრესიას ან განმარტოებას (Volling et al., 2017).

📌 ბავშვებში, რომელთა მშობლებიც პრევენციულად საუბრობენ ახალ პატარასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, ნაკლებად აღინიშნება სტრესული ქცევები (Sears & Sears, 2018).

🧠 რას განიცდის უფროსი ბავშვი?

📌ეჭვიანობა: უფროს ბავშვს შეიძლება გაუჩნდეთ განცდა, რომ მშობლებს ისე ძალიან აღარ უყვართ , როგორც ადრე.

📌შიშები: ბავშვს ხშირად უჩნდება შიში, რომ ოჯახის ყურადღება სრულად გადაინაცვლებს პატარაზე. ამის გამო შეიძლება უარი თქვას საბავშვო ბაღში ან სკოლაში წასვლაზე.

📌 ,,პატარასავით" მოქცევა: უფროსი ბავშვი შეიძლება ისევ ითხოვდეს პამპერსს, ტიროდეს ხშირად ან ითხოვოს ბოთლით კვება. მაგალითად, ბავშვი, რომელიც უკვე დამოუკიდებლად ჭამდა, უეცრად მშობლებს სთხოვს, რომ კოვზით აჭამონ.

📌 აგრესია: ზოგჯერ ბავშვი შეიძლება უხეშად მოექცეს პატარას ან მშობლებს. მაგალითად, შესაძლოა ხელი ჰკრას პატარას, ან განგებ დაიწყოს დემონსტრაციული ,,რთული'' ქცევები მშობლების ყურადღების მისაპყრობად.

📌 გაუცხოება: ბავშვი შეიძლება უფრო ჩუმი გახდეს, ნაკლებად ჩაერთოს აქტივობებში ან დაიწყოს თავისთვის თამაში.

06/02/2025

🔬👶🏻 „რატომ ტირიან ახალშობილები ღამით?“

📌🗯️👇🏻 ახალშობილთა ღამის ტირილი ხშირად ასოცირდება მხოლოდ შიმშილთან, თუმცა მეცნიერება სხვა მნიშვნელოვან მიზეზებსაც აღნიშნავს:

1️⃣ ნერვული სისტემის მომწიფება: ახალშობილთა ტვინი დაბადების შემდეგ სწრაფად ვითარდება. ღამის ტირილი შესაძლოა უკავშირდებოდეს სტიმულებზე გადაჭარბებულ რეაგირებას, რადგან ბავშვის ნერვული სისტემა ჯერ კიდევ სწავლობს გარემოსთან ადაპტირებას.

2️⃣ დღისა და ღამის ბალანსი: ჩვილები ჯერ კიდევ არ არიან შეგუებულნი ცირკადულ რიტმებს (დღისა და ღამის ბიოლოგიური საათი). ამიტომ, ღამის ტირილი შეიძლება მათ ბუნებრივ სიგნალად იყოს მიჩნეული ორგანიზმისთვის.

3️⃣ კუჭ-ნაწლავის მოშლა: ახალშობილთა საჭმლის მომნელებელი სისტემა ჯერ კიდევ უპირობოდ ვითარდება, რამაც შეიძლება კოლიკის მსგავსი დისკომფორტი გამოიწვიოს.

4️⃣ სოციალური კავშირი: ტირილი ჩვილის კომუნიკაციის პირველწყაროა. ახალშობილები ხშირად ღამით ტირიან, რომ მშობლის ყურადღება მიიპყრონ, მშობელთან სიახლოვე არის მათი უსაფრთხო გარემო.

🔍 რას გვირჩევენ მეცნიერები:

☀️დღის განმავლობაში მეტი მზის შუქი და აქტივობა დაეხმარება ბავშვს ცირკადული რიტმების დარეგულირებაში.

☀️მუცელზე მსუბუქი მასაჟი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.

☀️რეაგირება ჩვილის ტირილზე ამყარებს მის ემოციურ კავშირს და აძლიერებს მის თავდაჯერებულობას.

🥰♥️☀️ ღამის ტირილი არ ნიშნავს ბავშვის "ცუდ ჩვევას," ეს არის ბუნებრივი ეტაპი მის განვითარების გზაზე.

‼️ თუ გაქვთ ძილთან დაკავშირებით შეკითხვები, მაგალითად, ,, როგორ დავეხმაროთ პატარას, რომ ღამე უკეთ ეძინოს" , მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში, დაგეხმარებით და გაგიზიარებთ თვითჩაძინების ტექნიკებს♥️🗯️

02/02/2025

📢 ორსულების ფსიქოემოციური მდგომარეობა და გარშემომყოფების მხარდაჭერის მნიშვნელობა❤️

🤰ორსულობის პერიოდი ხშირად მხოლოდ ბედნიერ მომენტებთან ასოცირდება, თუმცა რეალობა გაცილებით კომპლექსურია. ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებები, მომავალი დედობის მოლოდინი და ცხოვრების წესის ცვლილებები ხშირად იწვევს შიშებს, სტრესს, შფოთვას.

🔍 რა ხდება სინამდვილეში?!

1️⃣ ორსულობის დროს ქალის ტვინი ფიზიკურად იცვლება. კვლევები აჩვენებს, რომ ტვინის გარკვეული ნაწილები ორსულობის დროს „კომპაქტური“ ხდება, რაც ემოციური რეგულაციის გაუმჯობესებასა და დედობისთვის მომზადებას ემსახურება. თუმცა, ამავდროულად, ეს ცვლილებები ზრდის მგრძნობელობას სტრესის მიმართ.

2️⃣ "ბედნიერი ორსულობის" მითი
საზოგადოებაში დამკვიდრებულია წარმოდგენა, რომ ორსულობა ყოველთვის ბედნიერი და სასიამოვნო გამოცდილებაა. თუმცა, რეალურად, ქალების 20%-ზე მეტს ორსულობის დროს დეპრესიის ნიშნები უვითარდება, რაც სათანადო ყურადღებას საჭიროებს. (JAMA Psychiatry, 2020)

3️⃣ გარემოს გავლენა
გარშემომყოფთა დამოკიდებულება, ოჯახური ურთიერთობები და ცხოვრებისეული სტრესი პირდაპირ მოქმედებს ორსულის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე. მტკიცდება, რომ პოზიტიური გარემო და ემოციური მხარდაჭერა ამცირებს შფოთვას და მშობიარობის შემდგომი დეპრესიის რისკს. (JAMA Psychiatry, 2020)

💡 როგორ დავეხმაროთ ორსულს სწორად?

✅ გააზიარეთ მხარდაჭერა და მოთმინება – ზოგჯერ ქალს უბრალოდ სჭირდება მოსმენა და თანაგრძნობა, ზედმეტი რჩევების გარეშე.
✅ დააფასეთ მისი ძალისხმევა – ორსულობა ენერგიას მოითხოვს, ამიტომ თბილი სიტყვები და მხარდაჭერა ბევრს ნიშნავს.
✅ გაამარტივეთ მისი ყოველდღიურობა – პატარა დახმარება საოჯახო საქმეებში ან განტვირთვისთვის დროის გამოყოფა დიდ შვებას მოუტანს.
✅ პოზიტიური გარემოს შექმნა მნიშვნელოვანია – მშვიდი, მეგობრული და პოზიტიური ურთიერთობები ეხმარება სტრესის შემცირებაში.

მომავალი დედობის გზა შეიძლება სავსე იყოს გამოწვევებით, მაგრამ სიყვარული, მხარდაჭერა და პატარა პოზიტიური დეტალები ამ პერიოდს დაუვიწყარ და ჯადოსნურ გამოცდილებად აქცევს!🤰💙✨

18/01/2025

💡🧠ბავშვის განვითარება 12 თვემდე.

🧩რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება?

🥰ბავშვის ცხოვრების პირველი წელი მისი სწრაფი ფიზიკური და გონებრივი განვითარების პერიოდია. ამ პერიოდში პატარები სწავლობენ მოძრაობას, ხედვას, სმენას და გარე სამყაროსთან ურთიერთობას. თითოეული თვე ახალ უნარებს და მიღწევებს მოიცავს, ამიტომ მშობლებისთვის მნიშვნელოვანია, გააცნობიერონ რა ეტაპზეა ბავშვი და რა სახის მხარდაჭერა სჭირდება.

🧩პირველი 3 თვე: ადაპტაცია და უსაფრთხოება.
პირველი თვეებში ბავშვი გარემოსთან ადაპტირდება. ის სწავლობს სახეების და ხმების ამოცნობას, ასევე ნელ-ნელა იწყებს მხედველობის და მოძრაობის კონტროლს.

🔵ხმისა და სახის ამოცნობა — ახალშობილებს უყვართ მშობლების სახეების დაკვირვება და დამახსოვრება. წაახალისეთ ეს ინტერესები სახის გამომეტყველების შეცვლით ან ნელი, მშვიდი საუბრით.

🔵ფიზიკური კონტაქტი — ამ პერიოდში მნიშვნელოვანია ბავშვთან ხშირი კონტაქტი და ჩახუტება, რაც ეხმარება ბავშვს უსაფრთხოების განცდის ჩამოყალიბებაში.

🧩3-6 თვე: მოძრაობის განვითარება:
ამ პერიოდში ბავშვი უფრო აქტიური ხდება და იწყებს თავისთვის საინტერესო სამყაროს შესწავლას.

🟣მუცელზე წოლა (Tummy time) — მუცელზე წოლა ეხმარება კისრისა და ზურგის კუნთების გაძლიერებას.

🟣ხელების კოორდინაცია — ბავშვი იწყებს ნივთების ხელში ჭერას. მიეცით პატარა, ხმოვანი, ფერადი, უსაფრთხო სათამაშოები, რომლებიც დააინტერესებთ.

🧩6-9 თვე: სოციალიზაცია და კომუნიკაცია:
ბავშვი ახლა უფრო მეტად აღიქვამს თავის გარშემო მყოფ ადამიანებს და იწყებს სხვადასხვა კომუნიკაციის მეთოდის განვითარებას.

🔴ბგერების წარმოთქმა — ბავშვები ამ პერიოდში ხშირად ცდილობენ ბგერების გაჟღერებას. იყავით მათთან ერთად, ესაუბრეთ, იმღერეთ.

🔴სოციალური ინტერესი — ამ ასაკში ბავშვები სწავლობენ, როგორ ურთიერთობენ ადამიანები. ეცადეთ, ბავშვმა მიიღოს სხვადასხვა ახალი გამოცდილება, ათამაშეთ სხვა ბავშვებთან, გაიყვანეთ ხშირად სასეირნოდ, მიეცით შესაძლებლობა, რომ იკონტაქტოს ბუნებასთან და შეიცნოს სამყარო.

🧩9-12 თვე: დამოუკიდებლობისკენ ნაბიჯები
ბავშვი იწყებს პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმას, იქნება ეს ფეხით სიარულის მცდელობა თუ ნივთების მოხმარება

🟡ენის განვითარება — ამ პერიოდის განმავლობაში ბავშვი იწყებს რამდენიმე სიტყვაზე რეაგირებას და ცდილობს მარტივი ბგერების გაჟღერებას. წაახალისეთ ენის განვითარება ლაპარაკით და ზღაპრების წაკითხვით

🟡ცნობიერება და ინტერესი — ბავშვი ცდილობს დამოუკიდებლად გადაადგილებას, იკვლევს გარემოს და სწავლობს სხვადასხვა ნივთის გამოყენებას.

🧩რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება?

🔺უსაფრთხოება — რადგან ბავშვი ხდება უფრო მოძრავი და ცნობისმოყვარე, უნდა შეუქმნათ უსაფრთხო გარემო.

🔺დრო და მოთმინება — ბავშვები უნარებს სხვადასხვა ტემპში ითვისებენ, ამიტომ მშობლებს მოთმინება სჭირდებათ.

🔺სპეციალისტთან კონსულტაცია — თუ მშობელი შენიშნავს განვითარების რომელიმე ეტაპის(ფიზიკური, კოგნიტური) დაყოვნებას, მნიშნველოვანია და სასურველი დროული კონსულტაციის გავლა ფსიქოლოგთან.

18/12/2024

🤰🏻👶🏻♥️პოსტმშობიარობის ტრამვა:

☀️მშობიარობა არის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, თუმცა მისი შემდეგი ეტაპი — პოსტმშობიარობის პერიოდი — ხშირად მოულოდნელად რთული შეიძლება იყოს.
კვლევები გვაჩვენებს, რომ პოსტმშობიარობის პერიოდში ქალების 15-20% განიცდის პოსტმშობიარობის დეპრესიის სიმპტომებს (American Psychiatric Association, 2020).

რატომ ხდება ეს❓

👉 ჰორმონალური ცვლილებები:
მშობიარობის შემდეგ ესტროგენის და პროგესტერონის შემცირება იწვევს ტვინში სეროტონინის დონის ვარდნას. ეს ქიმიური ცვლილება ხშირად იწვევს სევდას და შფოთვას.

👉 ძილის ქრონიკული დეფიციტი:
ახალშობილთან გატარებული უძილო ღამეები ფიზიკურ და ემოციურ ენერგიას ანგრევს.
კვლევები აჩვენებს, რომ 4 საათზე ნაკლები ძილი ყოველდღიურად ზრდის დეპრესიის რისკს 35%-ით (Journal of Maternal and Child Health, 2021).

👉 სოციალური იზოლაცია:
პოსტმშობიარობის პერიოდში ქალების 40% გრძნობს სოციალურად იზოლირებულად თავს, რაც კიდევ უფრო ზრდის სტრესს და მარტოობის განცდას (Psychological Science Review, 2019).

👉 ახალი პასუხისმგებლობები: დედობა წარმოშობს უამრავ ახალ კითხვასა და შიშს: "მივხედავ კი სწორად?" "საკმარისი ვიქნები?"

👉 სოციალური მოლოდინები: იდეალური დედის სტერეოტიპი ხშირად ზრდის სირცხვილის ან დანაშაულის განცდას, თუ ყველაფერი "იდეალურად" არ ხდება.

როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს❓

✨ ემოციების აღიარება:
არასწორი არაფერია იმაში, თუ თავს გადაღლილად გრძნობთ. პირიქით, ბუნებრივია, რომ იგრძნოთ დაღლილობა, შიში ან სევდა. პირველი ნაბიჯი არის ამ ემოციების მიღება და მათი გაცნობიერება.

✨ დახმარების თხოვნა:
მშობიარობის შემდეგ მხარდაჭერა აუცილებელია. თამამად მიმართეთ ოჯახსა და მეგობრებს დახმარებისთვის. ოჯახური და სოციალური მხარდაჭერა ამცირებს სტრესის დონეს 50%-ით (Harvard Mental Health Letter, 2022).

✨ საკუთარი თავისთვის დრო:
კვლევებმა აჩვენა, რომ 20 წუთი სეირნობა ბუნებაში ხელს უწყობს სეროტონინის გამოყოფას და აუმჯობესებს განწყობას.

✨ მხარდაჭერის ჯგუფები:
სხვა დედებთან კომუნიკაცია პოსტმშობიარობის გამოცდილების გაზიარებაში ეხმარება და იძლევა ძალას, რომ არ იგრძნოთ თავი მარტო.

‼️მნიშვნელოვანი მიგნება:

🫂თუ თავს ემოციურად გამოფიტულად გრძნობთ, გახსოვდეთ, ეს მდგომარეობა დროებითია. საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს — დახმარების მიღება არის სიძლიერის ნიშანი.

🫂პოსტმშობიარობის ტრამვა ჩვეულებრივი მოვლენაა და მისი მართვა შესაძლებელია.

🤱🏻გახსოვდეთ, რომ საკმარისად კარგი დედა ხართ! ❤️

❓❓გქონიათ პოსტმშობიარობის პერიოდში მსგავსი სირთულეები? გაგვიზიარეთ გამოცდილება და ვიმსჯელოთ ერთად! 👶✨

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Website

Address

Tbilisi