თბილისის 184 - ე საჯარო ბაგა-ბაღი

თბილისის 184 - ე საჯარო ბაგა-ბაღი

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from თბილისის 184 - ე საჯარო ბაგა-ბაღი, Nursery, QRQF+RP2, თბილისი, Tbilisi.

24/06/2026

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია ივლისში დაიწყება.

რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge.

რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყება 6 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 12 ივლისის 00:00 საათამდე. რეგისტრაციას გაივლიან შემდეგი მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები:

1) თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას;

2) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;

3) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე);

4) თბილისის მუნიციპალიტეტი რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები;

5) თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები ან/და ნაშვილები;

6) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეთა შვილები;

7) იმ ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) უკვე სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები);

8) თბილისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.

აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, დედმამიშვილები, მრავალშვილიანი და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები რეგისტრაციის გავლას შეძლებენ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე - www.kids.org.ge.

რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურეთა შვილებსა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, ისინი დარეგისტრირდებიან სააგენტოს მიერ, სპეციალურად რეგისტრაციისთვის შექმნილ ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected] შესაბამისი დოკუმენტაციის გამოგზავნის შემდეგ.

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებია: 1. სამხედრო მოსამსახურეთა შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. 2. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების შემთხვევაში: შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N100 ან ფორმა N50, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. ამასთანავე, რეგისტრაციისთვის გადმოგზავნილ დოკუმენტაციასთან ერთად, აუცილებელია მშობლის საკონტაქტო ინფორმაციისა და სასურველი ბაღის ნომრის მითითება.

თანამშრომელთა შვილების რეგისტრაციისთვის უნდა მოხდეს შესაბამისი ბაგა-ბაღის სარეზერვო სიაში ბავშვის მონაცემების ატვირთვა.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 13 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 19 ივლისის 00:00 საათამდე. ამ ეტაპზე დარეგისტრირდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები.

რეგისტრაციის მესამე ეტაპი ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რომელიც დაიწყება 20 ივლისს, 10:00 საათზე. რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 15 სექტემბრის მდგომარეობით, შეუსრულდება ორი წელი.

იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე რაიონულ სერვისცენტრს ან სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია, დაუკავშირდეს თბილისის მერიის ცხელ ხაზს - 2 72 22 22 ან საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცხელ ხაზს - 2 37 82 43.

03/06/2026

🎨☀️🎈⚘️
4-5 წლიანთა ჯგუფი : ,, ვარსკვლავები"
აღმზრდელი: ნინო ბეკოშვილი
აღმზრდელის თანაშემწე : ეკა მაისურაძე

02/06/2026

ჩვენმა პატარა და დიდმა რესპონდენტებმა 😍 ბლიც-ინტერვიუში გაგვიზიარეს თავიანთი საინტერესო, სახალისო და გულწრფელი პასუხები😍 🎤✨
5-6 წლიანთა ჯგუფი :,, ჭიამაია"
აღმზრდელები: ლელა ბიბილაშვილი , ქეთი პეტრიაშვილი
აღმზრდელის თანაშემწე: სოფო დაბრუნდაშვილი

02/06/2026

დღევანდელ ბლიც-ინტერვიუში ჩვენი რესპონდენტები იყვნენ ბავშვები❤️ აღმზრდელები😍 და თანაშემწეები😍 რომლებმაც გულწრფელად და ხალისით უპასუხეს ჩვენს კითხვებს🙌
5-6 წლიანთა ჯგუფი: ,,ციცინათელა"
აღმზრდელი: ნანა გოგსაძე
აღმზრდელის თანაშემწეები: ია ყვავილაშვილი, ნანა ქუფარაშვილი

02/06/2026

3-4 წლიანთა ჯგუფი: ,, ყოჩაღები"
აღმზრდელი : ფიქრია ძულიაშვილი
აღმზრდელის თანაშემწე: მაია მამუჩარაშვილი

24/05/2026

3-4 წლიანთა ჯგუფი:,,ჩიორა"
აღმზრდელი: ლელა ჯაჭვაძე
აღმზრდელის თანაშემწე: მარიკა ორმოცაძე

06/05/2026

3-4 წლიანთა ჯგუფი: ,, ჩიორა"
აღმზრდელი: ლელა ჯაჭვაძე
აღმზრდელის თანაშემწე: მარიკა ორმოცაძე

06/05/2026

2-3 წლიანთა ჯგუფი : ,, მერცხლები"
აღმზრდელი: ნათია ვარდიაშვილი
აღმზრდელის თანაშემწე: მარინე შუკაკიძე

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address

QRQF+RP2, თბილისი
Tbilisi