17/03/2026
‼️პოსტინექციური მოვლის კლინიკური რეკომენდაციები ბუნებრივი შემავსებლებით HA ჩატარებული ინექციის შემდეგ💉✨
📌ბუნებრივი შემავსებლებით HA (ჰიალურონის მჟავის ფელერები) ჩატარებული პროცედურის შემდეგ სწორი პოსტინექციური მოვლა მნიშვნელოვანია როგორც საუკეთესო შედეგის მიღწევისათვის, ასევე უსაფრთხოებისთვის.
⸻
✔️ რეკომენდაციები პროცედურის ჩატარების შემდეგ
📌მოერიდეთ შეხებას, დაჭერას ან ზეწოლას. ამან შეიძლება გამოიწვიოს შემავსებლის მიგრირება არასასურველ უბნებზე.
📌ჰიდრატაცია 💧დალიეთ ბევრი წყალი
📌ძილის პოზიცია: 🛌
პირველ ღამეს დაიძინეთ ზურგზე, ოდნავ აწეული თავით. ეს ამცირებს არასიმეტრიული შეშუპების რისკს.
📌მოერიდეთ ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას 24–48 საათი: 🏋️♀️
ზრდის შეშუპებასა და სისხლჩაქცევის რისკს.
📌სითბური ზემოქმედება: 🌡️🔥
მოერიდეთ საუნას, ცხელ აბაზანას, სოლარიუმს და მაღალ ტემპერატურას.
📌ალკოჰოლი და მარილიანი საკვები (პირველი 24 საათი): 🍷🥨
ხელს უწყობს სითხის შეკავებას და შეშუპების ზრდას.
📌მაკიაჟი და აქტიური ინგრედიენტები: 💄🧪
მაკიაჟი — მინიმუმ 12 საათის შემდეგ.
აქტიური ინგრედიენტები (რეტინოიდები, მჟავები, სკრაბები) — მინიმუმ 48 საათში.
📌სტომატოლოგიური ჩარევა: 🦷
ტუჩისა და შუა ზონის ფილერების შემდეგ პროცედურების გადადება მინიმუმ 2 კვირით.
⸻
🚨 როდის უნდა დაუკავშირდეთ დაუყოვნებლივ თქვენს ექიმ-კოსმეტოლოგს
• გაძლიერებული ან პულსირებადი ტკივილი ⚠️
• კანის ფერის ცვლილება (ლივედო, ცივი/მოლურჯო ტონი) 🔵
• სწრაფად მზარდი ან ასიმეტრიული შეშუპება
• ნეკროზის შესაძლო ნიშნები ❌
📍კონსულტაციისათვის გვეწვიეთ თინა იოსებიძის 57, AcaDermia by Lela Kurashvili