29/05/2026
პროექტი „ოსკარი“ 📽️📽️📽️🎬
დღეს სკოლაში ნამდვილი ჰოლივუდური ამბები დავატრიალეთ მე და Nino Uchava .სასკოლო პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს ფილმებზე, რომელთა მთავარი თემატიკა ჯანსაღი ცხოვრება იყო.
მათ თავად დაწერეს სცენარები ინგლისურ ენაზე , მოირგეს სხვადასხვა როლი, გადაიღეს და დაამონტაჟეს ფილმები, შემდეგ კი საკუთარი ნამუშევრები მაყურებლის წინაშე წარადგინეს.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების, გუნდური მუშაობის, პასუხისმგებლობისა და კომუნიკაციის განვითარება, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია საინტერესო და სახალისო ფორმით..
და ოსკარი გადაეცემააააა
🏆 საუკეთესო მსახიობი კაცი- ირაკლი ნადირაძე
🏆 საუკეთესო მსახიობი ქალი- ბარბარე ჯანელიძე
🏆 საუკეთესო მონტაჟი- თინანო სახელაშვილი
🏆 საუკეთესო სცენარისტი -მართა ნიკოლაიშვილი
🏆 საუკეთესო რეჟისორი- ანა ჭულუხაძე
🏆 საუკეთესო ფილმი -„ელიოს სურვილი“
(მართა ნიკოლაიშვილი, ელენე ლომაშვილი, მათე გედევანიშვილი, ანა ჭულუხაძე)
განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა დახმარებისთვის და თანამშრომლობისთვის ჟიურის წევრებს ლაშა დარდაგანის და ანამარია დარდაგანს. 🙏 .
პროექტის მიზანი იყო არა მხოლოდ საინტერესო და მრავალფეროვანი ფილმების გადაღება, არამედ გამოცდილების მიღება, თვითშეფასების გაზრდა, მოტივაციის ამაღლება და რა თქმა უნდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია❤️