თსუ ნორჩ ჰუმანიტართა სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თსუ ნორჩ ჰუმანიტართა სკოლა

თსუ ნორჩ ჰუმანიტართა სკოლა ნორჩ ჰუმანიტართა სკოლაში ლექციებს კითხულობენ თსუ-ს ცნობილი პროფესორები. დასწრება უფასოა.

სკოლის მიზანია უფროსკლასელთა ინტელექტუალურად მოტივირება და მათი
პროფესიული ინტერესებისათვის ფართო არჩევანის შეთავაზება. ნორჩ ჰუმანიტართა სკოლაში
ახალგაზრდები გაეცნობიან სამეცნიერო კვლევის სპეციფიკას მათი ასაკისათვის შესაბამისი ენის
და პირობების გათვალისწინებით. სკოლა უსასყიდლოდ სთავაზობს ახალგაზრდებს ცნობილ
მეცნიერთა ლექციებზე დასწრებას და მათთვის სასურველ თემებზე საუბრის შესაძლებლობას.
ნორჩ ჰუმანიტართა სკოლა მოზარდებს განუვითარებს კრიტიკული ანალიზის უნარ-ჩვევებს,
რაც მათ შემდგომი საფეხურისათვის - სტუდენტური სასწავლო პროცესისათვის მოამზადებს და
სამეცნიერო კოლექტივში გაწევრიანებაში დაეხმარება.
მიღების წესი: სკოლაში მიღებულ მოზარდებს არ მოეთხოვებათ საგანგებო განათლება ან
საგამოცდო ატესტაცია. მოსწავლემ უნდა შეავსოს საააპლიკაციო ფორმა, რომელიც შეგიძლიათ
იხილოთ ბმულზე. შევსებული და მოსწავლისა და მშობლის/მეურვის მიერ ხელმოწერილი
ფორმა წარედგინება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა
და განვითარების სამსახურს. თუმცა დასწრება თავისუფალია, მაგრამ რეგისტრაცია და
ლექციებზე რეგულარული დასწრება აუცილებელი პირობაა სიგელის მისაღებად.
ლექციების თემატიკა და განრიგი: ლექციები ჩატარდება შემდეგ საგნებში: ძველი და
თანამედროვე ქართული ენა და ლიტერატურა, დასავლეთ ევროპის ლიტერატურის შესავალი,
საქართველოს ისტორია, მსოფლიოს ისტორია, ფილოსოფია, არქეოლოგია, კულტუროლოგია,
ხელოვნების ისტორია, სახვითი ხელოვნების საფუძვლები, ეთნოლოგია. თემები აკადემიური
დისციპლინებიდან შეირჩევა მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით.
ლექციების კურსი დაიწყება 16 ოქტომბერს და ჩატარდება ყოველ მეორე პარასკევს სასწავლო
წლის განმავლობაში. ლექციის ხანგრძლივობა საშუალოდ 1 საათი და 30 წუთია.
დამატებითი საქმიანობები: სასწავლო წლის ბოლოს სასურველია მოსწავლეებმა წარმოადგინონ
ერთი თავისუფალი თემა სასურველ საგანზე მოსმენილ ლექციათა თემატიკიდან. შესაძლოა
მოეწყოს ესეების კონკურსი. საუკეთესო ნაშრომები განთავსდება საბავშვო უნივერსიტეტისა და
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვებგვერდებზე.
სასწავლო წლის ბოლოს, ზაფხულში გაიმართება ყოველწლიური 4 დღიანი საზაფხულო სკოლა.
სკოლის პროგრამა განისაზღვრება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს მიერ.
სკოლის მოსწავლეებს უფლება ექნებათ დაესწრონ უნივერსიტეტის ჰუმანიტარული
ფაკულტეტის სტუდენტური წრეებისა და გაერთიანებების მიერ მოწყობილ ღონისძიებებს.
ლექციების ადგილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პირველი კორპუსი აუდიტორია
№307.
საკონტაქტო პირი: თამარ გოგუაძე, თსუ I კორპუსი, 204 ოთახი
ტელ: 2 221 101 (255)
ელ-ფოსტა: [email protected]

01/10/2026

📣 თსუ საბავშვო უნივერსიტეტი გიბრუნდებათ ახალი სეზონით და შემოთავაზებით

🟠 თუ ხარ მასწავლებელი/დამრიგებელი და გსურს რომ შენს მოსწავლეებს საინტერესო და ნაყოფიერი დამატებითი გარე აქტივობა ჰქონდეთ, ეს შემოთავაზება შენთვის არის.

🔵 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტი გთავაზობს შემდეგ საექსკურსიო ვიზიტებს:

➡️ვიზიტი ისტორიული პირველი კორპუსის მუზეუმში

➡️ვიზიტი ისტორიული პირველი კორპუსის ბიბლიოთეკაში

➡️ვიზიტი პლანეტარიუმში

➡️ვიზიტი მინერალოგიის მუზეუმში

👇გაიარე მარტივი რეგისტრაცია და დაელოდე ჩვენს შეტყობინებას/ზარს.

https://forms.gle/UmrzNKccfD961t348

ექსკურსიაში მონაწილეთა რაოდენობა - ერთი კლასი (არაუმეტეს 30 მოსწავლისა)

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]

26/08/2026

გიზიარებთ "რუკები ყველასთვისაა 2026" საკონკურსო ვადებს

კონკურსი ოფიციალურად გამოცხადდა 15 ივლისს, 2026;

რეგისტრაცია და ნამუშევრების მიღება დაიწყო 1 აგვისტოს, 2026;

ონლაინ განაცხადისა და ნამუშევრის ციფრული ასლის მიღების ბოლო ვადა 27 სექტემბერი, 2026;

ტექნიკური გადამოწმება, კატეგორიებად დაყოფა და ანონიმიზაცია 21–27 სექტემბერი, 2026;

ფიზიკური ნამუშევრების გამოგზავნის პერიოდი 22 სექტემბერი – 6 ოქტომბერი, 2026;

ფიზიკური ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა 6 ოქტომბერი, 2026;

ჟიურის შეფასება 7–16 ოქტომბერი, 2026;

გამარჯვებულებთან და სკოლებთან კომუნიკაცია 20–22 ოქტომბერი, 2026;

გამოფენა და დაჯილდოება CAM 2026-ის ფარგლებში 29–30 ოქტომბერი, 2026.

კონკურსის შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებული დეტალური ინფრომაცია იხილეთ კომენტარებში მითითებულ ბმულზე.

თუ გაქვს კონკურსში ჩართვის სურვილი, წინ კიდევ ერთი თვე გაქვს!

ნამუშევრები გადმოაგზავნეთ კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორი ორგანიზაციის ელ. მისამართზე: [email protected]

25/08/2026

🔵 გილოცავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას!

29/06/2026
22/06/2026
11/04/2026
26/03/2026

📣 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ კომიქსების კონკურს " მე - ივანე ჯავახიშვილი", რომელიც ეძღვნება პირველი ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებლის, ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილეს.
👉 კონკურსი მიზნად ისახავს 12–18 წლის მოსწავლეების ჩართულობას შემოქმედებით პროცესში, მათთვის ივანე ჯავახიშვილის იდეებისა და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ტრადიციების გაცნობას, ასევე ახალგაზრდებში ცოდნის, განათლებისა და აკადემიური სივრცის მნიშვნელობის წარმოჩენას.
👉 დავალების შინაარსი: მონაწილემ უნდა შექმნას კომიქსი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებას, იდეებს ან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების ისტორიას გადმოსცემს. მნიშვნელოვანია, რომ ისტორია მკაფიოდ წარმოაჩენდეს ივანე ჯავახიშვილის ხედვას განათლებისა და მეცნიერების მნიშვნელობაზე და საინტერესო ფორმით აწვდიდეს ამ ამბავს მკითხველს.
👉მონაწილეებმა ნამუშევარები უნდა გამოაგზავნონ მისამართზე [email protected]

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 30 მარტი. კონკურსის თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს 8 აპრილს, რის შემდეგაც მონაწილეობას მიიღებენ კონკურსის ფინალურ ეტაპზე.

❗ტექნიკური მოთხოვნები: ფორმატი, მოცულობა, წარდგენა
იხილეთ კომენტარებში მითითებულ ბმულზე

25/02/2026

👉 თუ ხარ აბიტურიენტი და გაქვს კითხვები, რომლებიც საბაკალავრო პროგრამებს, ჩაბარების წინაპირობებს, დაგეგმილ / განხორციელებულ ცვლილებებს უკავშირდება, მაშინ ეს შეთავაზება შენთვის არის.
🗓️ მოინიშნე, 5 მარტი, 15:00 საათი
🤝 ჩვენ გეტყვის იმას რაც დანამდვილებით ცნობილია, რაც ვიცით და ვთვლით რომ უნდა იცოდეთ, რაც თქვენი ინტერესის სფეროა.
👉 დარეგისტრირდი მითითებულ ბმულზე, დაესწარი დისტანციურ შეხვედრას, დასვი კითხვები და იყავი მეტად ინფორმირებული.
https://forms.gle/9tfnTW4hKNmuJpbw9

17/12/2025

📣პროექტი #თსუდესპანი2026 იწყება
🟧 პროექტი თავის მე-13 სეზონს იწყებს და მასში ჩართვას სთავაზობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს (სამივე საფეხური, პროფესიული, 60 კრედიტიანი პროგრამა).
🟧 გახდი დესპანი, ესტუმრე მშობლიურ სკოლას და უფროსკლასელებს საკუთარი საუნივერსიტეტო გამოცდილება გაუზიარე.
🟦 დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ბმული 👉 https://forms.gle/qk8hwosh1eXV6sPY8

05/11/2025

🔵 საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეპატიჟებათ

"მეცნიერების ფესტივალი 2025"

🗓️10 ნოემბერს , 12:00 – 16:00 სთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,თსუ მეცნიერების ფესტივალი 2025“ გაიმართება. რომელიც მიზნად ისახავს მეცნიერების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებას კვლევითი საქმიანობით და მეცნიერების ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებას.

🔬 თსუ მეცნიერების ფესტივალზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ერთიან სივრცეში წარმოადგენენ საინტერსო ექსპერიმენტებს, აღმოჩენებსა და კვლევით პროექტებს.

🧬ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ თსუ-ს ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, მინერალოგიის, ზოოლოგიის, პალეონტოლოგიის და ინოვაციების ცენტრის წარმომადგენლები. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ თავად ჩაატარონ ქიმიური ცდები, დააკვირდნენ ექსპერიმენტებს ფიზიკაში, შეისწავლონ მინერალების უნიკალური სტრუქტურა, გაიგონ, თუ როგორი იყო სიცოცხლე მილიონი წლის წინ და შეეხონ პალეონტოლოგიურ ნიმუშებს, დაათვალიერონ თსუ ზოომუზეუმის საინტერესო ექსპონატები, მოუსმინონ თემატურ ლექციებს.

🔭ფესტივალის ფარგლებში დაჯილდოვდებიან თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალგაზრდა და წარმატებული მეცნიერები.

🧫10 ნოემბერი არის მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის და ხაზს უსვამს მეცნიერების მნიშვნელოვან როლს საზოგადოებაში, აგრეთვე, ფართო საზოგადოების ჩართულობას სამეცნიერო საკითხებში. ის ასევე ხაზს უსვამს მეცნიერების მნიშვნელობას და აქტუალობას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

🔵ღონისძიების ორგანიზატორია თსუ და ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ნაწილი (ACS - American Chemical Society Georgian Student Chapter of TSU).

📌მისამართი: თსუ პირველი კორპუსი, შიდა ეზო

Address

ი. ჭავჭავაძის გამზ N1, თსუ I კორპუსი, ოთახი 204
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თსუ ნორჩ ჰუმანიტართა სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to თსუ ნორჩ ჰუმანიტართა სკოლა:

Shortcuts

Share

Category