02/06/2025
‼️ საქართველოში, ბევრს, წარმატებული სპორტსმენი თავისთავად ჰგონია კარგი და კეთილი ადამიანი. არადა ეს ორი, ხშირად, საერთოდაც არ არის ურთიერთკავშირში.
‼️ თამაზ ნამგალაური, ცნობილი ქართველი ძიუდოისტი და ოთხგზის ევროპის ჩემპიონი იყო - ნამდვილი ვარსკვლავი. სამწუხაროდ, ის რამდენადაც წარმატებული იყო სპორტში, იმდენადვე ესაჭიროებოდა ფსიქიკური დახმარება. ალკოჰოლის მიღების შემდეგ, მისი ქცევა სრულად უკონტროლო ხდებოდა და დაუოკებელი ლტოლვა ჰქონდა სექსუალური კავშირისადმი.
‼️ ის თითქმის 8 წლის განმავლობაში დაუსჯელად დადიოდა - მასზე დადასტურდა ქალის გაუპატიურების მინიმუმ ერთი შემთხვევა, ისევე როგორც პედოფილიისა და გარყვნილი ქმედებებში შემდგარი და შეუმდგარი ფაქტები. მაგრამ წლების განმავლობაში, ამაზე ყველა თვალს ხუჭავდა - ის ხომ წარმატებული სპორტსმენი იყო, რომელმაც საქართველო ასახელა.
‼️ 1988 წლის 12 ივნისს, საქართველო გაუგონარმა დანაშაულმა შეძრა. 12 წლის გოგონა, საკუთარმა ბიძამ გააუპატიურა, ცემაში მოკლა, წელში გადატეხა, პარკში მოათავსა და გოგონას სახლის ეზოში ჩუმად ორმოში დამარხა.
‼️ ამონარიდი ჩვენებიდან: "1988 წლის 12 ივნისს ოჯახთან ერთად დუშეთში უნდა წავსულიყავი. სახლიდან გამოვედი, რამდენიმე კათხა ლუდი დავლიე, მერე ტაქსი დავიქირავე და მარტო წავედი დუშეთში, არ ვიცი, რატომ. ეზოში რომ ჩავედი, ჩემი ბიძაშვილი დათო დავინახე, დავუძახე, ბოსტნის გაწმენდაში დამეხმარე მეთქი, ისიც გადმოვიდა და დამეხმარა. არაყი დავლიეთ, მერე ვუთხარი, წადი შენი და გადმოიყვანე-თქო, ახლა ჩემები ამოვლენ და ბავშვები ერთად ითამაშებენ-მეთქი, დათო წავიდა და თავისი პატარა დაც მოიყვანა. მერე ავტობუსების გაჩერებაზე გავგზავნე ჩემების შესახვედრად... დათო რომ წავიდა, გოგონა ოთახში შევიყვანე, კარი ჩავკეტე, ხელში ავიყვანე და ლოგინზე დავაწვინე, რომ არ ეყვირა ყელში, ხელი წავუჭირე, მეორე ხელი პირზე დავაფარე და გავგუდე, მერე გავხადე და გავაუპატიურე, ამასობაში დათოც დაბრუნდა, დას ეძებდა, გოგონა საწოლებს შორის დავმალე, დათო ოთახში შემოვახედე და ვუთხარი, აქ არ არის - მეთქი, დათოც წავიდა. მეგონა, გოგონა მკვდარი არ იყო და ყელში თოკი წავუჭირე, მერე ჩანთა გადმოვიტანე, გოგონა შიგ ჩავდე, იქვე ჩავყარე გოგონას ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ზეწარი, ბალიშის პირი, ჩანთა ბოსტანში გადავიტანე და იქ დავმარხე. მიწას რომ ვაყრიდი დედამისმა დამიძახა, გოგონა ხომ არ დაგინახავს-თქო, მე ვუთხარი, იქეთ გარბოდა-მეთქი. მერე თბილისში დავბრუნდი, უკვე საღამო იყო, ვიბანავე, ვისადილე, ტელევიზორს ვუყურე და დავიძინე. მეორე დღეს დამაპატიმრეს."
‼️ საზოგადოებაში, ნამგალაურის დამცველებიც გამოჩნდნენ - თურმე, ნამგალაურს, მტრები ჰყოლია და ეს შეუთითხნიათ და რომ ნამგალაური სრულად უდანაშაულო იყო: წარმატებული ძიუდოისტი არ შეიძლება იყოს პედოფილი! - სისულელე, ნამგალაურმა დაკავებისასვე აღიარა დანაშაული, ისევე როგორც არ უარუყვია სასამართლო სხდომებზე. თუ გადმოცემებს დავუჯერებთ, ის თავად ითხოვდა დახვრეტას და ამბობდა რომ ის საზოგადოებისთვის სახიფათო იყო.
‼️ სასამართლო განაჩენი აღსრულდა 1991 წლის 25 ოქტომერს. თამაზ ნამგალაურის სახელი და გვარი ამოიშალა ქართული სპორტის მეხსიერებიდან.
29/04/2025
25/04/2025
21/04/2025
11/04/2025
10/04/2025
08/04/2025
05/04/2025
04/04/2025
01/04/2025