17/06/2013
შესაძლებლობების მაქსიმუმი - მხოლოდ ჩვენთან!
ტურიზმის, რეგიონული განვითარებისა და ინფორმატიკის ევროპული საზოგადოებრივი კოლეჯი საქართველოში ერთადერთია, რომელიც ინტეგრირებულ, ქართულ-ევროპულ განათლებას გთვაზობთ.
ევროპული საზოგადოებრივი კოლეჯი არის კრაკოვის ტურიზმისა და რეკრეაციის უნივერსიტეტის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში. შედეგად ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ჩვენს სტუდენტებს, საკუთარ პროფესიულ პროგრამებთან ერთად, შევთავაზოთ ევროპული სტანდარტებით შედგენილი საუკეთესო სასწავლო პროგრამები, ორმაგი დიპლომი, დისტანციური სწავლება და ევროპაში სწავლის გაგრძელებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა. ჩვენი უპირატესობებია:
ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები და უახლესი სასწავლო პროგრამები;
ორმაგი, როგორც ქართული, ასევე პოლონური სერტიფიკატი;
მჭიდრო და ექსკლუზიური პარტნიორობა კრაკოვის უნივერსიტეტთან;
ევროპული დიპლომი;
სტაჟირება და სასწავლო პრაქტიკა კრაკოვის უნივერსიტეტში და მის პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში;
სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ჩვენს პარტნიორ ევროპულ სასწავლებლებში;
პროფესიული და აკადემიური სასწავლო პროგრამები ჩვენი პარტნიორებისაგან;
დისტანციური სწავლება და პოლონელი ლექტორების საუკეთესო გამოცდილება მხოლოდ ჩვენი სტუდენტებისთვის;
სხვადასხვა სოციალური პროგრამები;
მშვიდი და სტაბილური სასწავლო გარემო.
ტურიზმის, რეგიონული განვითრებისა და ინფორმატიკის ევროპული საზოგადოებრივი კოლეჯი აერთიანებს რამდენიმე სკოლას. გთავაზობთ სასწავლო პროგრამებს შემდეგი მიმართულებებით:
ეკონომიკისა და მართვის სკოლა - ქვეყნის განვითარების დღევანდელ და ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული, მაღალანაზღაურებადი და პრესტიჟული პროფესიები; მაღალკვალიფიციური თეორიული მომზადება და რეალური პრაქტიკა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ თქვენი დასაქმების გარანტიაა.
ტურიზმის სკოლა - ყველაზე თანამედროვე და დინამიურ ბიზნესში, საუკეთესო ქართული და ევროპული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, თქვენი დამკვიდრების გარანტიაა. ქართველი და პოლონელი სპეციალისტები, ისევე როგორც კოლეჯისა და კრაკოვის უნივერსიტეტის შესაძლებლობები, ფართოდ გაგიხსნიან გზას 21-ე საუკუნის ბიზნესში.
ინფორმატიკის სკოლა - სპეციალობები, რომელთა გარეშე დღევანდელი ცხოვრება წარმოუდგენელია; სფერო, სადაც მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებზე ყველაზე მზარდი მოთხოვნაა. სკოლა გთავაზობთ როგორც სრულყოფილ პროფესიულ პროგრამებს, ასევე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას პოლონეთში - უმაღლესი პროფესიული და აკადემიური მიმართულებებით.
გამოყენებითი ხელოვნების სკოლა - სკოლა გთავაზობთ უაღრესად პრაქტიკული და პრაგმატული სპეციალობების ფართო არჩევანს; ხელობის საიდუმლეობას დაეუფლებით არა მხოლოდ სასწავლო აუდიტორიებში, არამედ აღიარებული ოსტატების სკოლა-სახელოსნოებში. მათი ცოდნა, გამოცდილება და ავტორიტეტი გახდება თქვენი გზამკვლევი პროფესიულ საქმიანობაში.
რეგიონული განვითარების სკოლა - აქ წარმოდგენილი სპეციალობები საქართველოს ხვალინდელ დღეზე, ხვალინდელ მოთხოვნაზე გათვლილი პროფესიებია. სფეროს სპეციალისტები კი მხოლოდ ჩვენთან მზადდებიან. სასწავლო პროგრამებში გათვალისწინებულია როგორც ადგილობრივი, ასევე თანამედროვე ევროპული გამოცდილება; ევროპის ქვეყნებში გავლილი პრაქტიკა და სტაჟირება თქვენი წარმატების საწინდარი იქნება დამოუკიდებელი ცხოვრების პირველივე საფეხურებზე.
სამუზეუმე საქმის სკოლა - გლობალიზაციის მორევში ეროვნული კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, გადარჩენა და პოპულარიზაცია საქართველოს მსგავსი მცირე ქვეყნების გადარჩენისთვის უცილობელი პირობაა. სპეციალობები, რომლებსაც დაეუფლებით სკოლაში, შეგასწავლით როგორც სამშობლოს ჭეშმარიტ სიყვარულს, ასევე მის საკაცობრიო მნიშვნელობასა და ღირებულებას. დღეს სხვაგან ამ სპეციალობებს ვერ დაეუფლებით!
სოციალური მედიისა და კომუნიკაციების სკოლა - ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესია თანამედროვე ადამიანებისთვის. თქვენ აქ დაეუფლებით როგორც თეორიულ, ასევე ტექნოლოგიურ ცოდნას და მიიღებთ საუკეთესო პრაქტიკულ გამოცდილებას სფეროს წამყვანი ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისაგან.
ევროპული საზოგადოებრივი კოლეჯი პირველი სასწავლებელია, რომელიც ამ ტიპის სასწავლო პროგრამას გთავაზობთ. ტურიზმის, რეგიონული განვითარებისა და ინფორმატიკის ევროპული საზოგადოებრივი კოლეჯის სასწავლო პროგრამები განკუთვნილია:
ცხრა და თორმეტ კლას დამთავრებულთათვის;
მათთვის, ვისაც პროფესიული ხარისხის ამაღლება ან ახალი პროფესიის დაუფლება სურს;
მათთვის, ვისაც სურს მიიღოს ევროპული განათლება დისტანციურად;
დიმპლომს შემდგომი, ერთწლიანი სასწავლო პროგრამების მაძიებელთათვის;
უმაღლესი სასწავლებლის IV კურსის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის;
მათთვის, ვისაც დიპლომის ხარისხის ამაღლება და ევროპული პრაქტიკის მიღება სურს.
მიღების პირობები:
ყველა სკოლის პირველი-მესამე საფეხურის პროგრამებზე - გასაუბრება კოლეჯში;
ყველა სკოლის მეოთხე-მეხუთე საფეხურის პროგრამებზე - ერთიანი ეროვნული გამოცდები უნარებში;
ყველა ტიპის პოლონურ პროგრამებზე - მოთხოვნილი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები და გასაუბრება/ტესტირება ინგლისურ/პოლონურ ენაში.