ანარქისტული ბიბლიოთეკა

ანარქისტული ბიბლიოთეკა რადიკალური ლიტერატურა და არა მხოლოდ

ანარქისტული ბიბლიოთეკა დამოუკიდებელია - სახელმწიფოს, არასამთავრობო ორგანიზაციების, კომერციული სტრუქტურებისა და პოლიტიკური პარტიებისგან. ანარქისტული ბიბლიოთეკის მიზანია, სწორი ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას კაპიტალიზმის ალტერნატიული ცხოვრების შესაძლებლობის შესახებ.

1,996,116 ადამიანი - საქართველოს თითქმის ყოველი მეორე მცხოვრები საფინანსო სექტორის ვალით იღვიძებს და იძინებს.ანთროპოლოგი...
11/08/2026

1,996,116 ადამიანი - საქართველოს თითქმის ყოველი მეორე მცხოვრები საფინანსო სექტორის ვალით იღვიძებს და იძინებს.

ანთროპოლოგი დევიდ გრებერი თავის ფუნდამენტურ ნაშრომში „ვალი: პირველი 5000 წელიწადი“ გვახსენებს უმარტივეს სიმართლეს: ვალი არ არის მორალური ვალდებულება, ვალი ძალაუფლების იარაღია.

საუკუნეების განმავლობაში, მმართველი კლასი გვიმტკიცებდა, რომ „ვალის დაბრუნება პატიოსნების საქმეა“. მაგრამ რატომ ითვლება ბანკის ვალი წმინდა ვალდებულებად, ხოლო სახელმწიფოსა და კაპიტალისტების ვალდებულება ხალხის წინაშე - არაფრად?

როდესაც სისტემა მილიონობით ადამიანს აიძულებს, არსებობისთვის ბანკების მძევალი გახდეს, ეს ინდივიდუალურ „ფინანსურ შეუგნებლობას“ კი არ ნიშნავს, არამედ თანამედროვე მონობას.

ვალი ჰორიზონტალურ სოლიდარობას კლავს, შიშს თესავს და გვაიძულებს ავიტანოთ ექსპლუატაცია, რათა მომდევნო თვის პროცენტი გადავიხადოთ.

დროა გავიაზროთ: ჩვენ არაფერი გვმართებს მათი, ვისაც ჩვენი შრომით მილიარდები მიაქვს.

ერთი წელი გავიდა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ანარქისტის, დავიდ ჩიჩკანის, დაღუპვიდან
10/08/2026

ერთი წელი გავიდა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ანარქისტის, დავიდ ჩიჩკანის, დაღუპვიდან

უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში, ზაპოროჟიას მისადგომებთან, მახნოვჩინას ტერიტორიაზე, დაიღუპა კიდევ ერთი უკრაინელი ანარქისტი დავით ჩიჩკანი. ის აგრეთვე იყო მხატვარი.

ნეტავ ვინ იყო მშრალი ცნობების მიღმა?  სერგო ზედგენიძე დავითის ძე. დაბადების თარიღი: 1888ეროვნება: ქართველიდაბადების ადგი...
01/08/2026

ნეტავ ვინ იყო მშრალი ცნობების მიღმა?

სერგო ზედგენიძე დავითის ძე.

დაბადების თარიღი: 1888
ეროვნება: ქართველი
დაბადების ადგილი: საქართველო
ქ. თბილისი

საცხოვრებელი ადგილი : საგურამოს ქ. # 22
ქ. თბილისი

განათლება: უმაღლესი
სოც. წარმომავლობა: აზნაური
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პროფესია: ექიმი
სამუშაო ადგილი: ექიმი-ჰიგიენისტი, საგზაო მშენებლობის სამმართველოს სანიტარული განყოფიელების უფროსის მოადგილე.

დაპატიმრების თარიღი: 21.01.1938
განყოფილება ამიერკავკასიის რკინიგზის შინ. საქ. სახ. კომ. სახ. უშიშ. სამმ. საგზაო-სატრანსპორტო განყოფილება

სხდომის თარიღი : 28.04.1938

მომხსენებელი : კისელევსკი
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი

ბრალად ედება

რომ 1. ხელმძღვანელობდა ანტისაბჭოთა, ტროცკისტულ, დივერსიულ, მავნებლურ ორგანიზაციას ამიერკავკასიის რკინიგზის საგზაო მშენებლობის სამმართველოს სანიტარულ განყოფიელებაში. 2. აწარმოებდა გადაბირებით საქმიანობას. 3. ახორციელებდა მავნებლობას. 4. ხელმძღვანელობდა მასობრივი ბაქტერიოლოგიური დივერსიის მომზადებას ამმიერკავკასიის რკინიგზაზე ფაშისტურ ქვეყნებსა და სსრკ-ს შორის ომის შემთხვევაში.

დააპატიმრეს 21/1/1938 წელს.

იმყოფებოდა თბილისის ციხეში ბადრაგის ზედამხედველობის ქვეშ.

მუხლი: 58-7, 19-58-8, 58-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა
დახვრეტის თარიღი : 30.04.1938

დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტი, ყოფილი ანარქისტი, მსახურობდა მენშევიკურ არმიაში ექიმად, 1924 წლის "მენშევიკური" ავანტიურის შემდეგ იფარებდა აჯანყების ხელმძღვანელებს. იმპერიალისტური ომის დროს მსახურობდა ფრანგულ და სერბულ არმიებში ექიმად, ოფიცრის წოდებით. სსრკ-ის უზენაესი სასამართლოს 31.08.1955 წლის განჩინებით # 05-4164-с-55, სამეულის გადაწყვეტილება გაუქმებულია და საქმე შეწყვეტილია დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო. ნათესავებს განუცხადეს, რომ გარდაიცვალა სსრკ-ის შსს-ს შრომა-გასწორების ბანაკში ფილტვების ანთებით (მარცხენა მხარის) 1945 წლის 9 დეკემბერს.

1900 წლის დღევანდელ დღეს, 29 ივლისს, ანარქისტმა გაეტანო ბრეშიმ მოკლა იტალიის მეფე უმბერტო
29/07/2026

1900 წლის დღევანდელ დღეს, 29 ივლისს, ანარქისტმა გაეტანო ბრეშიმ მოკლა იტალიის მეფე უმბერტო

1900 წლის 29 ივლისს ანარქისტმა გაეტანო ბრეშიმ მოკლა იტალიის მეფე უმბერტო. მაგრამ მისი ისტორია არ დაიყვანება მხოლოდ ა...

ძალა მშვენიერი რამაა და ბევრ რამეშიც წაგადგებათ, ნათქვამია, ერთი მუჭა ძალა მეტს მიაღწევს, ვიდრე ერთი ტომარა სამართალიო. ...
27/07/2026

ძალა მშვენიერი რამაა და ბევრ რამეშიც წაგადგებათ, ნათქვამია, ერთი მუჭა ძალა მეტს მიაღწევს, ვიდრე ერთი ტომარა სამართალიო. თავისუფლებას მიელტვით? ბრიყვებო! ძალა ინატრეთ და მასთან ერთად თავისუფლებაც მოგეცემათ. ხომ ხედავთ: " ვის ხელშიც ძალაა, კანონზეც მაღლა დგას". ამგვარ ვითარებას როგორ დააგემოვნებთ კანონმოშიშნო? თუმცა სად გაქვთ გემოვნება!

მაქს შტირნერი, 1844

კლიფორდ ჰარპერის გრავიურა

დღეს
24/07/2026

დღეს

საზოგადოებაში კვლავ წამოიჭრა საკითხი ძალადობაზე. ამჯერად ორი პრობლემური განზოგადოება შეიძლება გამოვკვეთოთ, რომელსაც ბევრ...
20/07/2026

საზოგადოებაში კვლავ წამოიჭრა საკითხი ძალადობაზე. ამჯერად ორი პრობლემური განზოგადოება შეიძლება გამოვკვეთოთ, რომელსაც ბევრი იზიარებს: 1) ძალადობა აპრიორი ცუდია, დასაგმობია ყოველგვარი "მაგრამ"-ის გარეშე. 2) გენდერული ესენციალიზმი.

ორივე პოზიციის გამანადგურებელი კრიტიკა იხ. ჩვენს გამოცემულ წიგნში.

მეოცე საუკუნის დასაწყისში მათ სახელს საერთაშორისო ასპარეზზეც კი ანგარიშს უწევდნენ, თუმცა საბჭოთა რეჟიმმა ყველაფერი გააკე...
15/07/2026

მეოცე საუკუნის დასაწყისში მათ სახელს საერთაშორისო ასპარეზზეც კი ანგარიშს უწევდნენ, თუმცა საბჭოთა რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ისინი სამუდამოდ მიგვევიწყებინა. შალვა, გიორგი (კომანდო) და გრიგოლ გოგელიები – ქართული და საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის უმნიშვნელოვანესი ფიგურები, რომელთა ავტორიტეტს პოლიტიკური ოპონენტებიც კი უსიტყვოდ აღიარებდნენ.

საერთაშორისო კვალი: როგორ იღებდნენ ქართველი ძმები მონაწილეობას გლობალურ ანარქისტულ კონგრესებში და როგორ ქმნიდნენ ეპოქალურ გამოცემებს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ?

რა როლი ითამაშეს გოგელიებმა საქართველოს იმდროინდელ მღელვარე პოლიტიკურ ცხოვრებაში?

რატომ ამოშალა საბჭოთა ხელისუფლებამ მათი სახელები სახელმძღვანელოებიდან და როგორ დაიწყო ამ საოცარი ფიგურების ხელახალი კვლევა 90-იანი წლებიდან?

ვინ იყვნენ რეალურად ძმები გოგელიები, რა დამსახურება მიუძღვით ქვეყნის წინაშე და რატომ რჩებოდა მათი ცხოვრება ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ სპეციალისტების ვიწრო წრის საიდუმლოდ?

სტუმარი: ნოდარ ჩხაიძე – ისტორიკოსი.

მეოცე საუკუნის დასაწყისში მათ სახელს საერთაშორისო ასპარეზზეც კი ანგარიშს უწევდნენ, თუმცა საბჭოთა რეჟიმმა ყველ....

90 წლის წინ, დღევანდელ დღეს, 1936 წლის 28 ივნისს ალექსანდრე ბერკმანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ვეღარ გაუძლო პრო...
28/06/2026

90 წლის წინ, დღევანდელ დღეს, 1936 წლის 28 ივნისს ალექსანდრე ბერკმანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ვეღარ გაუძლო პროსტატის სიმსივნისა და ფინანსური სირთულეებით ტანჯვას. ის მოკვდა ზუსტად სამი კვირით ადრე, სანამ დურუტი და ესპანელი ანარქისტები ფრანკოსა და ფაშისტ რეაქციონერებს დაუპირისპირდებოდნენ. ცოტა მეტ ხანს რომ ეცოცხლა მთლად ისეთი სასოწარკვეთილი არ იქნებოდა ახალგაზრდა თაობის გამო. ყოველთვის იქნება ახალი თაობა, რომელიც ძველის ადგილს დაიკავებს.

მიუხედავად 1917 წლის რევოლუციით იმედგაცრუებისა მას ანარქიზმისადმი ოპტიმიზმი არასდროს დაუკარგავს. 1928 წელს ის წერდა:

"მე ანარქიზმი მიმაჩნია ყველაზე გონივრულ და განხორციელებად კონცეფციად საზოგადოებისა, რომელიც თავისუფლებასა და ჰარმონიაში ცხოვრობს. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ის უეჭველად განხორციელდება საზოგადოების შემდგომი განვითარების პროცესში."

მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომი "ანარქიზმის ანბანი" ქართულად გამოცემულია. ეს წიგნი არის ძალიან კარგი საწყისი წერტილი ანარქისტული იდეების გასაცნობად, რომლებიც კვლავ იძენენ აქტუალობას გაუთავებელი ომების, კორპორატიული დაუნდობლობისა და ეკოლოგიური კატაკლიზმების ეპოქაში.

ემა გოლდმანი და ალექსანდრე ბერკმანი, 1917

🌠 ყველას ❗️ ყველას ❗️ ყველას ❗️როგორც უკვე იცით, საფუძველი ჩავუყარეთ ანარქისტულ პერიოდიკას. ამ პროექტის ფარგლებში უკვე გ...
28/06/2026

🌠 ყველას ❗️ ყველას ❗️ ყველას ❗️

როგორც უკვე იცით, საფუძველი ჩავუყარეთ ანარქისტულ პერიოდიკას. ამ პროექტის ფარგლებში უკვე გამოვეცით ანარქისტული ესეების პირველი ნომერი. შემდეგი კრებულისთვის ღია ვართ თანამშრომლობისთვის! თუ ფიქრობთ თარგმნას ან გაქვთ „აკადემიური სტატია“ ანარქისტულ პრობლემატიკაზე, შეგიძლიათ მოგვწეროთ და გამოგვიგზავნოთ! არაა სავალდებული ავტორი იყოს ანარქისტი, მთავარია ტექსტი იყოს ანარქისტული სულისკვეთების! როგორც ერიკო მალატესტამ თქვა „ანარქისტები იდეებს მივყვებით და არა ავტორიტეტებს!“ 🏴‍☠️

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ანარქისტული ბიბლიოთეკა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ანარქისტული ბიბლიოთეკა:

Shortcuts

Share