სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი • Civic Education Teachers Forum

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი • Civic Education Teachers Forum

Share

CETF is a professional association of Civic Education Teachers in Georgia.

Our main goal is to contribute to the professional development of our members and promote the profession of teachers in general and the subject of Civic Education in particular თუ გსურთ გახდეთ ორგანიზაციის წევრი, გთხოვთ გაეცნოთ პირობებს და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა https://forms.gle/pG7bAYq1i5QfWgzm9

06/02/2026

ძვირფასო პედაგოგებო, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს /სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის, ქალბატონ ლალი კალანდიძისგან მიიღო წერილობითი პასუხი საგან „მოქალაქეობასთან“ დაკავშირებით.

გთავაზობთ წერილის სრულ ტექსტს

20/01/2026

ძვირფასო მასწავლებლებო,

ბოლო პერიოდში საზოგადოებაში და პროფესიულ წრეებში გავრცელდა მოსაზრება, რომ საგანი მოქალაქეობა შესაძლოა ამოღებულ იქნას ეროვნული სასწავლო გეგმიდან. აღნიშნულმა ინფორმაციამ ბუნებრივად გამოიწვია კითხვები და შეშფოთება როგორც პედაგოგებში ასევე საგნით დაინტერესებულ სხვა პირებში.

ამ საკითხთან დაკავშირებით სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა არაოფიციალური მოკვლევა ჩაატარა, სამინისტროს სსიპების წარმომადგენლებთან და საგნის ექსპერტებთან.
მოწოდებული ინფორმაციით ეროვნული სასწავლო გეგმიდან საგანის მოქალაქეობა ამოღება დღის წესრიგში არ დგას.

ფორუმი უახლოეს დღეებში გეგმავს წერილობით მიმართოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რათა მივიღოთ ოფიციალური პასუხი აღნიშნულ უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით.

მიღებული ინფორმაცია მოწოდებული იქნება დაინტერესებული მხარეებისათვის.

მასწავლებლების სოლიდარობა ნინო დათაშვილს 23/06/2025

სოლიდარობა და მხარდაჭერა ჩვენს კოლეგას, მასწავლებელს, ნინო დათაშვილს.

Პედაგოგებო, თქვენი სოლიდარობის გამოსახატად, შეგიძლიათ ხელი მოაწეროთ ქვემოთ მოცემულ ფორმას.

მასწავლებლების სოლიდარობა ნინო დათაშვილს 20 ივნისს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა, ყოველგვარი პროცედურული ნორმების დარღვევით, ძალადობრივი ფორ...

26/05/2025

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

დღეს, რომელიც შეუცვლელია ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში 🇬🇪🇬🇪

როგორ გავმართოთ იმიტირებული სასამართლო სკოლაში? 13/05/2025

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი • SabaUni-სთან თანამშრომლობით გიწვევთ დისტანციურ შეხვედრაზე "როგორ გავმართოთ იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლაში".

შეხვედრა გაიმართება შაბათს, 17 მაისს 12:00 საათზე და მას გაუძღვება ადვოკატი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორანტი, საერთაშორისო სამართლის მაგისტრი და საადვოკატო ოფისის "გვიდიანი და ბიბინეიშვილი" მმართველი პარტნიორი, ლუკა ბიბინეიშვილი.

შეხვედაზე დასწრების მსურველმა პედაგოგებმა, გთხოვთ, შეავსოთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა.

გაითვალისწინეთ, რომ დამსწრეების შერჩევისას ყურადღება მიექცევა მასწავლებლებს, რომლებიც არიან ფორუმის წევრები და რომლებმაც გამოხატეს/დაადასტურეს ფორუმთან სამომავლო თანამშრომლობის მზაობა.

როგორ გავმართოთ იმიტირებული სასამართლო სკოლაში? სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გიწვევთ ონლაინ ....

08/05/2025

🔹სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი უკვე სამი წელია ევროპის მასშტაბური ქსელის — Democracy and Human Rights Education in Europe - DARE Network-ის წევრია.
DARE Network აერთიანებს 20-ზე მეტი ქვეყნის ორგანიზაციებს, რომლებიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო განათლების მიმართულებით საქმიანობენ, როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ განათლებაში.

🔹წელს, 22-25 აპრილს, გერმანიაში, არაფორმალური განათლების ცენტრში "Jugendbildungsstätte Kurt Löwenstein" გაიმართა ქსელის წლიური ასამბლეა, სადაც ფორუმის წარმომადგენლებმა გვანცა შიშინაშვილმა და ნატო გამცემლიძემ მიიღეს მონაწილეობა.

🔹ღონისძიება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა აღმოჩნდა პროფესიული დიალოგისთვის, სამოქალაქო განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და წარმატებული პრაქტიკების გაზიარებისთვის, განსაკუთრებით კი ღირებული იყო ახალი თანამშრომლობის დაწყების შესაძლებლობა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ფორუმის ძალისხმევას მასწავლებლების მხარდაჭერისა და სამოქალაქო განათლების სფეროში საკუთარი მისიის უწყვეტად განხორციელების გზაზე.

21/04/2025

გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს!

Photos from სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი • Civic Education Teachers Forum's post 15/04/2025

🔹სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა კონფერენციით შეაჯამა და დაასრულა პროექტზე „კონფლიქტ-სენსიტიური სწავლების წახალისება ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში“ მუშაობა.

🔹კონფერენცია პროექტის შეჯამებასთან ერთად მოიცავდა პანელურ, თემატურ დისკუსიას ექსპერტების ჩართულობით კონფლიქტ-სენსიტიურ განათლებაზე და პროექტის მონაწილე მასწავლებლების მხრიდან კარგი პრაქტიკის გაზიარებას.

🔹შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა და მას 50-მდე სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენელი დაესწრო.

🔹პროექტი CRISP - Conflict Simulation-თან და აღმოსავლეთ ევროპის სამოქალაქო განათლების ქსელთან EENCE - Eastern European Network for Citizenship Education თანამშრომლობით განხორციელდა, გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის DAAD Georgia ფინანსური მხარდაჭერით.

14/04/2025

გილოცავთ ქართული ენის, ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტის დღეს!

13/04/2025

🔹სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, რომელიც გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს „კონფლიქტ-სენსიტიური სწავლების წახალისება ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში“ გიზიარებთ პროექტის მონაწილე სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - ლევანი ბუსქანძის მოსაზრებას პროექტის შესახებ.

👨‍🏫ლევანი სსიპ ქ. თბილისის N153 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელია, რომელიც ღია კონკურსის წესით შეირჩა პროექტში.

🎯პროექტის მიზანია გადაუჭრელი კონფლიქტების ტრანსფორმაცია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო გარემოში კონფლიქტებისადმი მგრძნობიარე სწავლების მიდგომების დანერგვით.

🔹პროექტი ხორციელდება CRISP - Conflict Simulation-ისა და აღმოსავლეთ ევროპის სამოქალაქო განათლების ქსელთან EENCE - Eastern European Network for Citizenship Education თანამშრომლობით

🔹პროექტის ფინანსური მხარდამჭერია გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური DAAD Georgia

12/04/2025

🔹სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, რომელიც გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს „კონფლიქტ-სენსიტიური სწავლების წახალისება ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში“ გიზიარებთ პროექტის მონაწილე სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - თორნიკე შევარდნაძის მოსაზრებას პროექტის შესახებ.

👨‍🏫თორნიკე სსიპ ქ. თბილისის N162 და N63 საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების მასწავლებელია, რომელიც ღია კონკურსის წესით შეირჩა პროექტში.

🎯პროექტის მიზანია გადაუჭრელი კონფლიქტების ტრანსფორმაცია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო გარემოში კონფლიქტებისადმი მგრძნობიარე სწავლების მიდგომების დანერგვით.

🔹პროექტი ხორციელდება CRISP - Conflict Simulation-ისა და აღმოსავლეთ ევროპის სამოქალაქო განათლების ქსელთან EENCE - Eastern European Network for Citizenship Education თანამშრომლობით

🔹პროექტის ფინანსური მხარდამჭერია გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური DAAD Georgia

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address

1, Amagleba Street
Tbilisi
0105

Opening Hours

Monday 09:00 - 19:00
Tuesday 11:00 - 19:00
Wednesday 11:00 - 19:00
Thursday 11:00 - 19:00
Friday 11:00 - 19:00